ზურაბ აბაშიძე: ჩვენი მანდატია, ჩამოვიტანოთ ის ინფორმაცია, რაზეც იქნება საუბარი მოსკოვში
საქართველო, თბილისი - 14:06 | 21.03.2016 ნანახია: 2199
პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძემ, აბაშიძე-კარასინის ფორმატთან დაკავშირებით განმარტებები გააკეთა.
მთავრობის ადმინისტრაციაში დღეს გამართულ სპეციალურ პრესკონფერენციაზე აბაშიძემ განაცხადა, რომ მისი მანდატი მკაფიოდ გაწერილია და ყოველი წასვლის წინ მზადდება პრემიერის განკარგულება, სადაც ყველაფერი აღნიშნულია.
,,ბოლო ხანს ვამჩნევ, რომ ბევრი კითხვა წარმოშვა ზოგადად ამ ფორმატის შესახებ.
შეგახსენებთ, რომ ეს არის არაფორმალური დიალოგის ფორმატი. იქ მონაწილეები ვალდებულებებს არ ვიღებთ, არც რაიმე დოკუმენტი ფორმდება და დიალოგი მიმდინარეობს თავისუფალ, არაფორმალურ ვითარებაში. ამიტომ, ხშირად, როდესაც ისმება კითხვა – რაზე მოილაპარაკეს პრაღაში, - არ არის მთლიანად მართებული, იმიტომ რომ იქ ვერაფერზე მოვილაპარაკებთ. ჩვენი მანდატია, ჩამოვიტანოთ ის ინფორმაცია, რაზეც იქნება საუბარი თბილისში, ან მოსკოვში და ამის შემდეგ, შეიძლება იქნას მიღებული გადაწყვეტილება ამა თუ იმ საკითხთან. ჩემი მანდატი მკაფიოდ გაწერილია, ყოველი წასვლის წინ მზადდება პრემიერის განკარგულება, სადაც ყველაფერი ეს აღნიშნულია - ეს გახლავთ სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები, სატრანსპორტო კომუნიკაციები, ჰუმანიტარული პრობლემები. ეს არის არაფორმალური დიალოგი, შეიძლება გაკეთდეს პირადი სახის კომენტარები და გამოითქვას მოსაზრებები, როგორც მე ამას ვაკეთებ ხოლმე საოკუპაციო ხაზზე და ამა თუ იმ ინციდენტთან დაკავშირებით. ასეთივე პირადი სახის მოსაზრება, ბუნებრივია, შეუძლია გამოთქვას ჩემმა რუსმა კოლეგამ. ეს არის რთული დიალოგი, მწვავე დისკუსია, რაც ასეთი არაფორმალური ფორმატისთვის საყოველთაოდ მიღებული პრაქტიკაა. ჩვენ გვაქვს ჩვენი დღის წესრიგით გათვალისწინებული თემები, თუმცა ამა თუ იმ თემაზე კომენტარის გაკეთება არანაირად არ ნიშნავს იმ საკითხების განხილვას, რომლებიც ჟენევაში განიხილება. ზოგადად, საკითხის განხილვა ნიშნავს ამა თუ პრობლემის დეტალურად მომზადებას. სანამ პრაღაში გავემგზვრები, ვხვდები ყველა იმ უწყების წარმომადგენლებს, რომელთაც რაღაც შეხება აქვთ რუსეთის თემატიკასთან, ვიღებ სრულ ინფორმაციას. ამ შეხვედრებს ესწრებიან საგარეო უწყების და ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენლები, რომლებიც პრაღაში საკითხების საგნობრივად განხილვაში მონაწილეობენ. სრულყოფილი, დეტალური ინფორმაცია შეხვედრების შესახებ - ვინ რა თქვა, როგორ თქვა, რა უპასუხა - 15-მდე უწყების ხელმძღვანელს ეგზავნება. ამიტომ იმის თქმა, რომ არავინ იცის პრაღაში ჩვენ რაზე ვსაუბრობთ, არანაირად არ არის სერიოზული. შეხვედრების შესახებ საქმის კურსში არიან უცხოელი პარტნიორები და დიპლომატები და ისინი მხარს უჭერენ ამ რთული დიალოგის წარმოებას. ასეთი მხარდამჭერი განცახდებები არაერთხელ გაკეთებულა ვაშინგტონის, ნატო-ს ხელმძღვანელობის, ევროკავშირის ლიდერების, სხვადასხვა ქვეყნების მაღალი წარმოამდგენლების მხრიდან”, - განაცხადა აბაშიძემ და დასძინა, რომ არსებული ფორმატის წინააღმდეგ საუბრობს მხოლოდ ოპოზიციის ერთი ნაწილი.
პოლიტიკა
- კვერცხის ფასთან ბრძოლაში გმირულად დაცემული პრემიერის ტყუილების კონა - გრიგოლ გეგელია ირაკლი კობახიძის ანგარიშზე
- აშშ-ის წინა ადმინისტრაცია ყველაფერს აკეთებდა იმისათვის, რომ ოპოზიციას არ ესარგებლა საკუთარი მანდატებით, მოხარულები ვართ, რომ ახალი ადმინისტრაციის მიდგომა არის განსხვავებული - ირაკლი კობახიძე
- EU-ის წერილი ალიანსს: საქართველოს მთავრობამ უნდა შეცვალოს მოქმედების კურსი
- ამ ადამიანს აუხსნას ვინმემ, რომ საქართველო არ აპირებს, დაადგეს არც უკრაინის და არც მოლდოვის მიერ არჩეულ ევროკავშირისკენ მიმავალ გზას - შალვა პაპუაშვილი პეტერ ფიშერზე
მსოფლიო
- პეტერ მადიარი აცხადებს, რომ მზადაა მომავალ კვირაში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს
- რუსეთის მასირებული თავდასხმის შედეგად, დნიპროში დაღუპულთა რაოდენობა 12-მდე გაიზარდა, მათ შორის 2 ბავშვია
- რუსულ დრონთან დაკავშირებული ინციდენტი ნატო-ს ხელშეკრულების მე-4 მუხლის გააქტიურების საფუძველს იძლევა - რუმინეთის საგარეო უწყება
- რუსეთის აგრესიულმა ომმა კიდევ ერთი ზღვარი გადალახა, სრულ სოლიდარობას ვუცხადებთ რუმინეთს, ვამზადებთ სანქციების 21-ე პაკეტს - ურსულა ფონ დერ ლაიენი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „ქალი მართავს“ - „თეგეტას“ კამპანიამ KIAF-ის 11 ჯილდო მოიპოვა
- „თეგეტამ“ Datamind-თან პარტნიორობით მონაცემთა მართვის სისტემა გარდაქმნა
- „გაიარე მეტი უსაფრთხოდ“ - „თეგეტას“ ახალი კამპანია საგზაო უსაფრთხოების კულტურის გასაძლიერებლად
- RECSOL – „თეგეტას“ პროექტი, რომელიც საქართველოში ნარჩენების მართვის სისტემას ცვლის
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















