გიგა ბოკერია: ივანიშვილს სურს რუსთავი 2-ის ჩახშობა, რომ დარჩეს ხელისუფლებაში
საქართველო, თბილისი - 09:23 | 02.10.2015 ნანახია: 2587
ივანიშვილი უშვებს დიდ შეცდომას, საბედისწეროს მისთვის, მაგრამ სახიფათოს ჩვენი ქვეყნისთვის, - განაცხადა ნაციონალური მოძრაობის საერთაშორისო მდივანი გიგა ბოკერია რუსთავი 2-ის გარშემო განვითარებულ პროცესებზე.
მისი თქმით, ივანიშვილს ჰყავს გუნდი, რომელიც აბსოლუტურად გაკოტრებულია, ყველა მიმართულებით აქვს სრული კატასტროფა, ქვეყანაში არის კრიზისი, ყველა დაპირებაში გადაგდებული ჰყავს საკუთარი ამომრჩეველი - ეს ცოდნა გამჯდარია საზოგადოებაში.
”არანაირი დასაყრდენი არ აქვს, სათქმელიც კი არ აქვს საღი აზრის ფარგლებში. მინიმალური შანსი ძალაუფლების შენარჩუნების მას არ აქვს. ეს აბსოლუტურად გამორიცხულია იმ კატასტროფის ფონზე, რაც ხდება. ამ ვითარებაში ივანიშვილს ასე ესმის, რომ მან უნდა შეინარჩუნოს ძალაუფლება. ამ საქმეში მისი მთავარი ბარიერი არის რუსთავი 2, რომელიც არის ინფორმაციის მთავარი წყარო ჩვენი საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობისთვის; წყარო, რომელსაც ის ვერ აკონტროლებს. ამიტომ სურს ახლა რუსთავი 2-ის ჩახშობა, რომ დარჩეს ხელისუფლებაში, როგორც მან თქვა. მინიმუმ 20 წლით, 2030 აქვს ხომ ნათქვამი? აქ ივანიშვილი უშვებს დიდ შეცდომას, საბედისწეროს მისთვის, მაგრამ სახიფათოს ჩვენი ქვეყნისთვის. თუ ეს ვითარება არ შეიცვალა, თუ რუსთავი 2-ს საბოლოო ჯამში შეუწყდა შესაძლებლობა, რომ რეალურად და ეფექტურად მოახდინოს საზოგადოების ინფორმირება, ეს იქნება ხელისუფლების არალეგიტიმურობისკენ ძალიან სერიოზული ნაბიჯი”, - განაცხადა ბოკერიამ.
პოლიტიკა
- საგამოძიებო სამსახურმა 19 ტონა ვადაგასული და ჯანმრთელობისთვის საშიში ხორცპროდუქტის რეალიზაციის ფაქტი გამოავლინა
- არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, თუ რას გვიპირებს ივანიშვილი, მნიშვნელოვანია, ჩვენ რას ვუპირებთ მას - ელენე ხოშტარია
- ტრამპის წერილის შემდეგ, შეიძლება, ოპოზიციას ძილი გაუქრა, მაგრამ ფაქტია, ორმხრივი ურთიერთობები ვითარდება, ურთიერთობების გადატვირთვაზე ორივე მხარეს პოზიტიური დამოკიდებულება აქვს გამოხატული - ლევან მახაშვილი
- როგორ წარმოგიდგენიათ, ჟორჟოლიანის შექმნილი გმირი მართლა გმირი იქნება? გმირების ქვეყანაში თუ მან უნდა შექმნას გმირები, კარგად ყოფილა საქმე - თენგიზ შარმანაშვილი
მსოფლიო
- დონალდ ტრამპი მიხვდა, რომ ომის შეჩერება სწორედ რუსეთს არ სურს - ვოლოდიმირ ზელენსკი
- ირანი ძალიან, ძალიან სერიოზულად დაზიანდა, მათ სამხედრო თვალსაზრისით თითქმის ყველაფერი დაკარგეს - დონალდ ტრამპი
- აშშ-მა ირანზე ხუთსაათიანი იერიშების სერია დაასრულა - აშშ-ის ცენტრალური სარდლობა
- ევროკავშირის საბჭომ უნგრეთისთვის აღდგენისა და მდგრადობის ახალი გეგმა დაამტკიცა
კონფლიქტები
- სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „თეგეტა მოტორსმა“ გეზის ფილიალში JCB-ს სააკრედიტაციო ტრენინგს უმასპინძლა
- „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ ახალი Toyota RAV4 ოფიციალურად წარადგინა
- „Geely - შენი სპონტანური მოგონებებისთვის“ - „ჯილი ცენტრი თეგეტამ“ საზაფხულო კამპანია დაიწყო
- უმსხვილესი მაღალტექნოლოგიური ინფრასტრუქტურა რეგიონში - „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალი სრული დატვირთვით მუშაობს
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















