მეტი ქალი პოლიტიკაში - "საარჩევნო სიაში იქნებიან ახალი სახეები"

საქართველო, თბილისი - 13:30 | 24.03.2016
ნანახია: 1861

,,ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ გენერალური მდივნის, ვიცე-პრემიერ კახა კალაძის განცხადებით, საარჩევნო სიაში აუცილებლად იქნებიან ახალი სახეები. როგორც მან ჟურნალისტებთან განაცხადა, საარჩევნო სიებთან დაკავშირებით კონსულტაციები ჯერ კიდევ გრძელდება.
"ზოგი ცნობილი სახე იქნება, ზოგი შეიძლება ნაკლებად ცნობილი, მაგრამ წარმატებული ახალგაზრდა", - აღნიშნა კალაძემ.
მისივე თქმით, სიის ფორმირებისას ყურადღება დაეთმობათ ქალებსაც.
"ასევე ქალბატონებს ძალიან დიდ ყურადღებას ვუთმობთ. მიგვაჩნია, რომ რაც უფრო მეტი ქალბატონი იქნება ჩართული აქტიურად პოლიტიკაში, მისასალმებელია", - განაცხადა კახა კალაძემ.

რაც შეეხება სპორტსმენების საარჩევნო სიაში ისევ მოხვედრას, კალაძემ განაცხადა, რომ ,,სპორტსმენიც წარმატებული ადამიანია და ყველა ადამიანი ვინც სასარგებლო საქმეს აკეთებს ჩვენი ქვეყნისთვის, მისასალმებელია”.

 

 



პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე