დავით უსუფაშვილი ქუვეითის სახელმწიფოს საინვესტიციო სააგენტოს ალტერნატიული ინვესტიციების აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა
საქართველო, თბილისი - 16:50 | 24.03.2016 ნანახია: 2144
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, დავით უსუფაშვილი, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარესთან, თედო ჯაფარიძესთან ერთად, ვიზიტით ქუვეითის სახელმწიფოში იმყოფება.
ვიზიტის ფარგლებში, დავით უსუფაშვილმა შეხვედრა ქუვეითის სახელმწიფოს საინვესტიციო სააგენტოს ალტერნატიული ინვესტიციების აღმასრულებელ დირექტორთან, ფარუქ ა. ბასტაკისთან გამართა.
ფარუქ ა. ბასტაკიმ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს ვიზიტისა და სააგენტოს საქმიანობით დაინტერესებისთვის მადლობა გადაუხადა, რაზეც, თავის მხრივ, დავით უსუფაშვილმა აღნიშნა, რომ მისი ქუვეითის სახელმწიფოში ვიზიტი მიზნად მასპინძელი ქვეყნისთვის საქართველოსა და მისი ეკონომიკური პოტენციალის ყველა მიმართულებით გაცნობას ისახავს, ხოლო ქუვეითის საინვესტიციო სააგენტოში სტუმრობა ქართული დელეგაციისთვის ვიზიტის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი შემადგენელი ნაწილია.
პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ საინვესტიციო მიმართულებით მუშაობა უშუალოდ სამთავრობო სტრუქტურების პრეროგატივაა, ამ კუთხით, თავისი კომპეტენციის ფარგლებში მუშაობს საპარლამენტო დელეგაციაც, რომელიც ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური პოტენციალსა და შესაძლებლობებს მასპინძლებს ყველა დონეზე გამართულ ოფიციალურ შეხვედრებზე აცნობს. მისივე თქმით, საქართველო, რომელიც ღია და სტაბილური ქვეყანაა მიმზიდველი ბიზნესგარემოთი და საგადასახადო სისტემით, დღითიდღე უფრო მეტი ინვესტორის ყურადღებას იპყრობს.
დავით უსუფაშვილმა ქუვეითის სახელმწიფოს საინვესტიციო სააგენტოს ალტერნატიული ინვესტიციების აღმასრულებელ დირექტორს საქართველოს სატრანზიტო პოტენციალის გაფართოებასთან დაკავშირებული პროექტები, მათ შორის, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის, ასევე, ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობის პროექტი გააცნო და აღნიშნა, რომ საქართველოს შესაძლებლობებს უკვე იყენებენ მსოფლიოს წამყვანი ეკონომიკის მქონე ქვეყნები. ისაუბრეს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების, ვიზალიბერალიზაციისა და ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) შესახებაც, რაც, პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ბიზნესის განვითარებას კიდევ უფრო შეუწყობს ხელს. დავით უსუფაშვილმა საუდის არაბეთის სამეფოში ოფიციალური ვიზიტიც გაიხსენა და აღნიშნა, რომ ვიზიტის ფარგლებში, სპარსეთის ყურის თანამშრომლობის საბჭოს (GCC) გენერალურ მდივანთან საინტერესო და ნაყოფიერი შეხვედრა გაიმართა. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ იმედი გამოთქვა, რომ ქუვეითის სახელმწიფოს საინვესტიციო სააგენტო დაინტერესდება იმ ბიზნესფორუმებში მონაწილეობით, რომელთა გამართვის შესაძლებლობაზე გუშინ, ქვეყნის ემირთან გამართული შეხვედრისას იმსჯელეს. მხარეებმა საქართველოსა და რეგიონში მიმდინარე მოვლენების, საქართველოს მეზობელ ქვეყნებთან ურთიერთობის, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისა და ტურისტული პოტენციალის შესახებ ისაუბრეს.
ფარუქ ა. ბასტაკიმ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს ქუვეითის სახელმწიფოს საინვესტიციო სააგენტოს საქმიანობა და საინვესტიციო მიმართულებები გააცნო. მისი განცხადებით, სააგენტო საქართველოს ბიზნეს და ეკონომიკური პოტენციალით დაინტერესდება. ალტერნატიული ინვესტიციების აღმასრულებელმა დირექტორმა საქართველოს ინვესტიციების მოზიდვის გაუმჯობესების მხრივ რჩევებიც მისცა.
როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ შეხვედრისას აღნიშნა, საქართველოს პარლამენტისა და მთავრობის მიზანია, შეიქმნას ისეთი გარემო, რომელიც ქუვეითის სახელმწიფოს მსგავს, მსოფლიოს წამყვანი ეკონომიკის ქვეყნებს დააინტერესებს.
დავით უსუფაშვილის ვიზიტი ქუვეითის სახელმწიფოში 25 მარტს დასრულდება.
პოლიტიკა
- არსებული ურთიერთობების გათვალისწინებით, საქართველო ყირგიზეთს განიხილავს არა მხოლოდ როგორც მნიშვნელოვან და საიმედო პარტნიორს, არამედ როგორც მეგობარს - ირაკლი კობახიძე
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
- რუსთავში არასრულწლოვანმა კაცი მოკლა
საზოგადოება
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მსოფლიო
- ჩვენ დღეს ირანთან ომი დავასრულეთ, ისინი დათანხმდნენ, რომ არასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი - დონალდ ტრამპი
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
- უნგრეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას აჩერებს
- პეტერ მადიარი აცხადებს, რომ მზადაა მომავალ კვირაში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
- „ქალი მართავს“ - „თეგეტას“ კამპანიამ KIAF-ის 11 ჯილდო მოიპოვა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















