დავით ბაქრაძემ პარიზში ევროპელ მაღალჩინოსნებთან ორმხრივი შეხვედრები გამართა
საქართველო, თბილისი - 11:29 | 26.03.2016 ნანახია: 1702
ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი დავით ბაქრაძე სამუშაო ვიზიტით საფრანგეთში, პარიზში იმყოფებოდა, სადაც გაიმართა სახელმწიფო მინისტრის ორმხრივი შეხვედრები ევროპულ საქმეთა სახელმწიფო მდივანთან არლემ დეზირთან, ევროპულ საქმეთა გენერალურ მდივანთან ეგლიზ კოსტასთან და საგარეო საქმეთა სამინისტროს პოლიტიკურ დირექტორთან ნიკოლა დე რივიერთან.
შეხვედრებზე მხარეებმა ევროკავშირთან ასოცირებისა და მისივე შემადგენელი ევროკავშირთან თავისუფალი სავაჭრო სივრცის (DCFTA) შესახებ შეთანხმებების განხორციელების პროცესსა და ამ მიმართულებით საქართველოს ხელისუფლების თანმიმდევრულობაზე ისაუბრეს. ფრანგული მხარის მიერ გამოითქვა მზაობა შეთანხმებების შესრულების პროცესში დახმარებისა და ხელშეწყობის თაობაზე.
საუბარი, ასევე, შეეხო ევროკავშირთან სავიზო გეგმით(VLAP) გათვალისწინებული რეფორმებისა და საკანონმდებლო ცვლილებების მიზნით საქართველოს ხელისუფლების მიერ განხორციელებულ ღონისძებებს და აღინიშნა ვიზალიბერალიზაციის პროცესში საფრანგეთის მხარდაჭერის მნიშვნელობა.
მხარეებმა, ასევე, განიხილეს ნატოს ვარშავის სამიტისთვის მზადების საკითხები და საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესის ჯეროვნად ასახვის პერსპექტივები.
საფრანგეთის ხელისუფლების წარმომადგენლებმა განსაკუთრებული მადლიერება გამოხატეს ქართული მხარის მიერ საერთაშორისო სამშვიდობო ოპერაციებში, მათ შორის ევროკავშირის მისიებში შეტანილი წვლილისათვის. თავის მხრივ, დავით ბაქრაძემ მადლობა გადაუხადა ფრანგულ მხარეს საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების კუთხით გაწეული დახმარებისთვის.
შეხვედრაზე, ასევე, ისაუბრეს ქვეყნებს შორის სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებსა და შესაძლებლობებზე.
25 მარტს, პარიზის საერთაშორისო დიპლომატიურ აკადემიაში, საფრანგეთში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინიციატივით გამოცემული წიგნის „საქართველოს ევროპული გზები“ პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიებას საფრანგეთში აკრედიტებული პარტნიორი ქვეყნების საელჩოების დიპლომატები, რეგიონის მკვლევარები, ჟურნალისტები, სტუდენტები, დოქტორანტები და ქართული დიასპორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. მოწვეული სტუმრების წინაშე ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა დავით ბაქრაძემ, მწერალმა და წიგნის რედაქტორმა ზურაბ ქარუმიძემ და წიგნის ერთ-ერთმა თანაავტორმა, ხელოვნებათმცოდნე ქეთევან კინწურაშვილმა განვითარების სხვადასხვა ეტაპზე ქართულ-ევროპულ ისტორიულ და თანამედროვე კულტურულ მსგავსება-განსხვავებაზე, აგრეთვე, კრებულის მნიშვნელობაზე ისაუბრეს და ღონისძიების მონაწილეების შეკითხვებსაც უპასუხეს.
პოლიტიკა
- არსებული ურთიერთობების გათვალისწინებით, საქართველო ყირგიზეთს განიხილავს არა მხოლოდ როგორც მნიშვნელოვან და საიმედო პარტნიორს, არამედ როგორც მეგობარს - ირაკლი კობახიძე
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
- რუსთავში არასრულწლოვანმა კაცი მოკლა
საზოგადოება
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მსოფლიო
- ჩვენ დღეს ირანთან ომი დავასრულეთ, ისინი დათანხმდნენ, რომ არასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი - დონალდ ტრამპი
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
- უნგრეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას აჩერებს
- პეტერ მადიარი აცხადებს, რომ მზადაა მომავალ კვირაში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
- „ქალი მართავს“ - „თეგეტას“ კამპანიამ KIAF-ის 11 ჯილდო მოიპოვა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















