„მოკავშირე ძალების ფონდის“ დირექტორი თავდაცვის უწყებას ეწვია
საქართველო, თბილისი - 15:16 | 28.03.2016 ნანახია: 2025
„მოკავშირე ძალების ფონდის“ დირექტორი საქართველოს თავდაცვის უწყებას ეწვია. სტიუარტ ტეილორი საქართველოს თავდაცვის მინისტრს თინათინ ხიდაშელსა და საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსს, გენერალ-მაიორ ვახტანგ კაპანაძეს შეხვდა. შეხვედრას გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე, პოლკოვნიკი ნიკოლოზ აგლაძე და დაჭრილ და დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეთა მხარდაჭერის დეპარტამენტის უფროსი პაატა პატიაშვილი დაესწრნენ.
მხარეებმა დაჭრილი და დაშავებული სამხედრო მოსამსახურეების მხარდაჭერის მიზნით განსახორციელებელი სამომავლო პროექტები განიხილეს. აღნიშნული პროექტები ერთობლივი თანამშრომლობის ფარგლებში შესრულდება.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის განცხადებით, დაჭრილ და დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეთა მზრუნველობა ერთიანი სისტემის ფარგლებში უნდა განხორციელდეს. ამ მიზნით, გასულ კვირას მთავრობის სხდომაზე გადაწყდა, შეიქმნას „დაჭრილ და დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეთა მხარდაჭერის ფონდი“. ფონდის ფორმირება უკვე დაწყებულია, მმართველ საბჭოში ბრიტანელი და ამერიკელი ექსპერტები იქნებიან, რომლებიც თავიანთ ქვეყნებში აღნიშნულ მიმართულებებს ხელმძღვანელობენ.
„დაჭრილ სამხედრო მოსამსახურეებთან დაკავშირებით საქართველოს სახელმწიფო პოლიტიკა უნდა იყოს ზუსტად ისეთი, როგორიც დანარჩენ ცივილიზებულ სამყაროშია. ეს ადამიანები სამხედრო მოსამსახურეები არიან და მიუხედავად მძიმე ჭრილობებისა, მათ უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა, სამხედრო ფორმაში სრულფასოვნად ემსახურონ საკუთარ ქვეყანას. ამ პროექტების მიზანიც, სწორედ, ეს არის - ერთი მხრივ, ამ ადამიანების ოჯახებს ჰქონდეთ განცდა, რომ მათ სოციალურ უსაფრთხოებას არაფერი ემუქრება და, მეორე მხრივ, გავუჩინოთ მათ შესაძლებლობა საკუთარი ცოდნა და გამოცდილება, მათ შორის საბრძოლო, დანარჩენ შეიარაღებულ ძალებს მოახმარონ ,”- აღნიშნა თავდაცვის მინისტრმა.
დაჭრილი სამხედრო მოსამსახურეების მხარდაჭერის მიზნით საქართველოს თავდაცვის სამინისტროში უკვე მოქმედებს „დაჭრილ და დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეთა მხარდაჭერის დეპარტამენტი“, რომელიც აღნიშნული მიმართულების მენეჯმენტს ახორციელებს. სამხედრო მოსამსახურეების ზრუნვის ფარგლების გაფართოებისთვის საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, მხარდაჭერის მოპოვების მიზნით, მოლაპარაკებებს საერთაშორისო პარტნიორებთან აწარმოებს.
„ამ ინიციატივის ფარგლებში პარტნიორებთან ერთად ძალიან ბევრი პროექტი იგეგმება. ამერიკის შეერთებული შტატების და დიდი ბრიტანეთის შეიარაღებულ ძალებს დიდი გამოცდილება აქვთ დაჭრილ მეომრებზე მზრუნველობის თვალსაზრისით. ეს გამოცდილება საქართველოში მაქსიმალურად და სრულფასოვნად უნდა გადმოვიტანოთ. დიდი იმედი მაქვს, გასულ კვირას მთავრობის მიერ სპეციალური ფონდის დაფუძნების შესახებ მიღებული გადაწყვეტილება მოტივაციას გაუჩენს საქართველოს, ქართულ ბიზნესს, საქართველოში მოღვაწე კეთილი ნების ადამიანებს, რომლებსაც აქვთ გაცნობიერებული, რომ მათი სამხედრო მოსამსახურეები, რეალურადაც, „მათი სამხედრო მოსამსახურეები“ არიან. ისინი ამ ქვეყნის მზრუნველობის საგანი და ობიექტი უნდა იყვნენ. მეორე მხრივ, აღნიშნული ინიციატივა აჩენს ინსტრუმენტს, რომ ჩვენმა საერთაშორისო პარტნიორებმა უფრო ეფექტიანად და სწრაფად მიიღონ გადაწყვეტილებები დახმარების შესახებ,” - განაცხადა თინათინ ხიდაშელმა.
პოლიტიკა
- რომან ქარცივაძე სუს-ის სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელად დაინიშნა
- პრემიერ-მინისტრს მარკო რუბიოსთან სატელეფონო საუბარი ჰქონდა, მაისში დელეგაციასაც ველოდებით, პოზიტიური მოლოდინები გვაქვს - კახა კალაძე
- კოლექტიური „ნაცმოძრაობისთვის“ მამუკა მდინარაძის საჯარო პოლიტიკაში დაბრუნება შოკის მომგვრელი იყო - არჩილ გორდულაძე
- ხელისუფლების ამჟამინდელი კურსი ქვეყანას აშორებს ევროკავშირის წევრობის გზას, უწყვეტი და მიზანმიმართული რიტორიკა ევროკავშირის წინააღმდეგ უფრო მეტად უთხრის ძირს საქართველოს ევროკავშირისკენ სწრაფვის დამაჯერებლობას - წარმომადგენლობა
საზოგადოება
- PSP-ს კამპანიამ "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" CLIO Awards-ის 2 ჯილდო მოიპოვა
- “390 000-ზე მეტი ბავშვი რეგისტრირებულია სოციალურად დაცვის ბაზაში და აქედან - 270 000 იღებს შემწეობას”
- PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში!
- საქართველოში 15-17 აპრილს უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი
სამართალი
- რაჭაში დააკავეს პირი, რომელმაც სტუმრად ყოფნისას, ცოლ-ქმარს ცივი იარაღის მუქარით მათ სახელზე რეგისტრირებული საცხოვრებელი ბინის გადაფორმება და თანხა მოსთხოვა, თუმცა განზრახვა სისრულეში ვერ მოიყვანა და მიიმალა
- არასრულწლოვნები თბილისში სასურსათო მაღაზიებსა და სააფთიაქო ქსელებს ძარცვავდნენ, ერთ-ერთმა, ასევე, გაძარცვა ტაქსის მძღოლი და მის ნივთებს, მათ შორის საბანკო ბარათებს დაეუფლა - დაკავებულია 4 პირი
- ჯუანშერ ბურჭულაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
- დააკავეს არასრულწლოვანი, რომელიც თანამზრახველთან ერთად, თბილისში მდებარე სხვადასხვა მაღაზიათა ქსელში წინასწარი შეთანხმებით შედიოდა - ძალის გამოყენებით, ჯამში 6000 ლარამდე თანხა გაიტაცეს
მსოფლიო
- რუსებმა ოდესაზე დრონებით მორიგი იერიში მიიტანეს - დაზიანდა მრავალსართულიანი კორპუსები, არიან დაშავებულები
- ჩვენ უკვე დავამარცხეთ ირანი, მაგრამ მსურს უფრო დიდი უპირატესობით გავიმარჯვოთ - დონალდ ტრამპი
- პოლონეთი უკრაინის დახმარებით დრონების არმადას ქმნის - დონალდ ტუსკი
- ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, „ჰეზბოლამ“ გასულ ღამეს ისრაელზე იერიში მიიტანა, რის შემდეგაც საპასუხო დარტყმები განახორციელეს
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- საკულტო მოდელით შთაგონებული: ახალი Cayenne Coupé Electric
- 10-ჯერ მეტი MR ქულა მაისში - „თეგეტა მოტორსში“ AmEx ბარათით გადახდა უკვე შესაძლებელია
- „გოგოების გზა ტექნოლოგიებში“ - „თეგეტა ჰოლდინგი“ გაეროს ქალთა ორგანიზაციის საერთაშორისო კონფერენციას შეუერთდა
- „თეგეტა“ ბიზნესისთვის - კომპანიამ სადისტრიბუციო სექტორს ფლიტ მენეჯმენტის ახალი სტანდარტი წარუდგინა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა
















