უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი: მამათმავლობა უკიდურესად გასაკიცხია

საქართველო, თბილისი - 13:15 | 29.03.2016
ნანახია: 2374

„მამათმავლობა ნიშნავს მამრობითი სქესის წარმომადგენლებს შორის სექსუალურ კავშირს“, - ამის შესახებ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი ნინო თოდუა, სისხლის სამართლის კერძო ნაწილის სახელმძღვანელოში წერს, რომელიც 2011 წელს გამოიცა.

„მამათმავლობა ნიშნავს მამრობითი სქესის წარმომადგენლებს შორის სექსუალურ კავშირს. თუ ასეთ კავშირს ადგილი აქვს ნებაყოფლობით და თანაც 16 წელს მიღწეულ პირებს შორის, ქმედება დანაშაულად არ ითვლება. მართალია, ამგვარი ქმედება ზნეობრივი თვალსაზრისით უკიდურესად გასაკიცხია, მაგრამ, ვინაიდან არ აზიანებს საზოგადოებრივ ურთიერთობას, არაა დასჯადი“, - განაცხადა ნინო თოდუამ.



პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე