„რესპუბლიკელი” მინისტრები თანამდებობაზე რჩებიან

საქართველო, თბილისი - 14:34 | 31.03.2016
ნანახია: 1841

პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, „რესპუბლიკელი” მინისტრები თანამდებობაზე რჩებიან.
ჩემი გადაწყვეტილებაა ამ კუთხით, დღესდღეობით და არჩევნებამდე არ უნდა ველოდოთ ცვლილებებს. თუმცა, ეს დიდწილად დამოკიდებული იქნება იმ მცდელობის წარმატებაზე, რომ ჩვენ ნორმალურ რეჟიმში გავაგრძელოთ ურთიერთობა პარტიათაშორის ურთიერთობას ვგულისხმობ. 
პოლიტიკური დღის წესრიგი არ გვკარნახობს რაიმე ცვლილებები მოვახდინოთ მთავრობის შემადგენლობაში“,-განაცხადა პრემიერმა.
„რესპუბლიკურმა პარტიამ“ და ,,ქართულმა ოცნებამ“ დღეს განაცხადეს, რომ მომავალ საპარლამენტო არჩევნებში დამოუკიდებლად მიიღებენ მონაწილეობას.



პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე