მიხეილ ჯანელიძე: საქართველო ეკუთვნის ევროპას, არა მხოლოდ გეოგრაფიულად, არამედ ღირებულებებით
საქართველო, თბილისი - 17:43 | 31.03.2016 ნანახია: 3122
„ჩვენ გვწამს, რომ საქართველო ევროპას ეკუთვნის არა მხოლოდ გეოგრაფიულად, არამედ ღირებულებების თვალსაზრისითაც. ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელიც იცავს და განამტკიცებს ევროპულ ინტერესებს კავკასიის რეგიონში და სთავაზობს ევროპულ კომპანიებს ხიდს ჩვენი რეგიონის ქვეყნებთან და პარტნიორებთან დასაკავშირებლად“ - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ ლატვიის ბიზნეს ფორუმზე გამოსვლისას განაცხადა.
მიხეილ ჯანელიძემ საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მნიშვნელობასა და ამ პროცესში ლატვიის მხარდაჭერაზე ისაუბრა. კერძოდ, მან აღნიშნა, რომ საქართველოსთვის განსაკუთრებული ფასი აქვს „ლატვიის პოლიტიკურ და მორალურ მხარდაჭერას, რაც მას ეხმარება ევროპისკენ მიმართულ გეზს არ გადაუხვიოს“.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ვრცლად მიმოიხილა ის შესაძლებლობები, რომლებსაც საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება და ევროკავშირის შიდა ბაზარზე ინტეგრაცია სთავაზობს, კერძოდ საქონლითა და მომსახურებით თავისუფალი ვაჭრობა, კაპიტალის შეუზღუდავი მოძრაობა, სექტორული თანამშრომლობის გაღრმავება, ორმხრივად სასარგებლო ბიზნეს პროექტების განხორციელება. ამ კუთხით, მინისტრმა ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის განსაკუთრებულ მნიშვნელობაზეც გაამახვილა ყურადღება და იმედი გამოთქვა, რომ მთავრობის მიერ პირნათლად შესრულებული ვალდებულებები ზაფხულში საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის მინიჭების საფუძველი გახდება.
ნატოში გაწევრიანების თემაზე საუბრისას, მიხეილ ჯანელიძემ ხაზგასმით აღნიშნა საერთაშორისო და გლობალური უსაფრთხოების განმტკიცების საქმეში საქართველოს მიერ შეტანილი წვლილი, კერძოდ ის, რომ საქართველო კვლავ აგრძელებს ნატო-ს ავღანეთის ოპერაციასა და ევროკავშირის სამშვიდობო მისიაში მონაწილეობას, როგორც ერთ-ერთი მსხვილი კონტრიბუტორი. „საქართველოს მისიაა იყოს თავისი პარტნიორებისა და მოკავშირეების გვერდით და გვწამს, რომ ნატოში ინტეგრაციის გზაზე ჩვენ არსებით პროგრესს მივაღწევთ“ - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.
ლატვია-საქართველოს ბიზნეს ფორუმი, 2016 წლის 31 მარტს ლატვიის რესპუბლიკაში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში გაიმართა. ფორუმი ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებმა მისასალმებელი სიტყვით გახსნეს.
პოლიტიკა
- არსებული ურთიერთობების გათვალისწინებით, საქართველო ყირგიზეთს განიხილავს არა მხოლოდ როგორც მნიშვნელოვან და საიმედო პარტნიორს, არამედ როგორც მეგობარს - ირაკლი კობახიძე
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
- რუსთავში არასრულწლოვანმა კაცი მოკლა
საზოგადოება
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მსოფლიო
- ჩვენ დღეს ირანთან ომი დავასრულეთ, ისინი დათანხმდნენ, რომ არასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი - დონალდ ტრამპი
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
- უნგრეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას აჩერებს
- პეტერ მადიარი აცხადებს, რომ მზადაა მომავალ კვირაში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
- „ქალი მართავს“ - „თეგეტას“ კამპანიამ KIAF-ის 11 ჯილდო მოიპოვა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















