ნატოს კვირეული 2016 ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმით დაიწყო
საქართველო, თბილისი - 10:58 | 04.04.2016 ნანახია: 2441
ნატოს კვირეული 2016 ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმით დაიწყო. ფორუმი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გახსნა. სასტუმრო „რადისონ ბლუ ივერიაში“ ნატოს კვირეულის გახსნას საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი და შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე დაესწრნენ. ფორუმზე იმყოფებოდნენ ასევე, თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე დავით ებრალიძე და მინისტრის მრჩეველი შოთა ღვინერია.
სიტყვით გამოსვლისას გიორგი კვირიკაშვილმა ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმის ჩატარებასა და საქართველოს ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსთან კავშირების გამყარებაზე გაამახვილა ყურადღება. „ეს ფორუმი კარგი შესაძლებლობაა, რომ უფრო ფართოდ განვიხილოთ საკუთარი სტრატეგიები და ერთმანეთს გავუზიაროთ გამოცდილება, თუ როგორ შეიძლება გამოვიყენოთ სტრატეგიული კომუნიკაცია იმისათვის, რომ იგი გახდეს დეზინფორმაციასთან ბრძოლის ინსტრუმენტი როგორც ჩვენს რეგიონში, ისე მის ფარგლებს გარეთ,“ - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. მან ასევე აღნიშნა, რომ საქართველო ასრულებს მნიშვნელოვან ვალდებულებებს იმით, რომ მონაწილეობს ნატოს სწრაფი რეაგირების ძალებში (NRF) და „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის თქმით, ღონისძიება საინტერესო კვირას დაემთხვა. „საინტერესო სტუმრები არიან, საინტერესოა თვითონ კვირეულისთვის და ასევე, საინტერესოა რეგიონში მიმდინარე დაძაბულობის თაობაზე დისკუსიისთვის. საქართველოში უკვე მეცხრე წელია კვირეული ტარდება. როდესაც თბილისის ქუჩებში ნატოს დროშები ჩვეულებრივ ამბად იქცა, ვფიქრობ, ეს არის საუკეთესო დიპლომატია, საუკეთესო კომუნიკაცია მოსახლეობასთან. იმედი მაქვს, ეს კვირა ძალიან წარმატებული იქნება. ეს ერთგვარი საინტერესო სტარტია 26 მაისის, ქვეყნის 25 წლის დამოუკიდებლობისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ციკლისთვის, რომელიც აპრილის შუა რიცხვებიდან დაიწყება,“ - განაცხადა თინათინ ხიდაშელმა.
გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ კი საქართველოს შეიარაღებული ძალების ნატოსთან თავსებადობის კუთხით ისაუბრა: „ამ ეტაპზე საქართველოს შეიარაღებული ძალები სრულად თავსებადია ნატოს ქვეყნების შეიარაღებულ ძალებთან. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ რეფორმა დავასრულეთ. ჩვენ ვაგრძელებთ ამ რეფორმებს. აღნიშნულს არა მარტო ჩვენ, არამედ ჩვენი პარტნიორებიც ადასტურებენ და ამას ადასტურებს ის მოქმედებები და თანამონაწილეობა იმ ოპერაციებში, რასაც საქართველო ნატოსთან ერთად ახორციელებს“.
ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმი საქართველოში პირველად ტარდება. ფორუმის მეორე დღე ნატოს ვარშავის სამიტამდე საქართველოს გზას და ამ კუთხით სტრატეგიული კომუნიკაციების ეფექტურ როლზე საუბარს დაეთმობა. პანელის მთავარი მომხსენებლები საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი და თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი იქნებიან. პანელში მონაწილეობას მიიღებს თავდაცვის მინისტრის მრჩეველი შოთა ღვინერია.
ნატოს კვირეული 19 აპრილამდე გაგრძელდება. კვირეულში თავდაცვის სამინისტრო აქტიურადაა ჩართული. ნატოს კვირეული საქართველოში წელს მეცხრედ ტარდება. ღონისძიება სსიპ "ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის" ორგანიზებით და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის, თავდაცვის სამინისტროს, საქართველოში ნატოს სამეკავშირეო ოფისისა და რუმინეთის საელჩოს მხარდაჭერით ხორციელდება.
პოლიტიკა
- არსებული ურთიერთობების გათვალისწინებით, საქართველო ყირგიზეთს განიხილავს არა მხოლოდ როგორც მნიშვნელოვან და საიმედო პარტნიორს, არამედ როგორც მეგობარს - ირაკლი კობახიძე
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
- რუსთავში არასრულწლოვანმა კაცი მოკლა
საზოგადოება
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მსოფლიო
- ჩვენ დღეს ირანთან ომი დავასრულეთ, ისინი დათანხმდნენ, რომ არასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი - დონალდ ტრამპი
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
- უნგრეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას აჩერებს
- პეტერ მადიარი აცხადებს, რომ მზადაა მომავალ კვირაში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
- „ქალი მართავს“ - „თეგეტას“ კამპანიამ KIAF-ის 11 ჯილდო მოიპოვა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















