გიორგი მარგველაშვილი: ნათლად ვაფიქსირბთ ჩვენი ქვეყნის კულტურულ და პოლიტიკურ მომავალს ევროკავშირში, ჩვენ ნათლად ვაფიქსირებთ ნატოს, როგორც უსაფრთხოების ქოლგას, რომელშიც ჩვენ უნდა გავერთიანდეთ
საქართველო, თბილისი - 10:40 | 05.04.2016 ნანახია: 1902
საქართველოს პრეზიდენტმა ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმის მონაწილეებს სიტყვით მიმართა და ყარაბაღში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა.
გიორგი მარგველაშვილმა სომხეთს და აზერბაიჯანს დაძაბულობის მშვიდობიანად დასრულებისაკენ მოუწოდა.
„დღეს მე ხაზგასმით მინდა მოვუწოდო, კავკასიის რეგიონში ჩვენს მეზობლებს, რაც შეიძლება მეტი ძალისხმევა მოახმარონ იმას, რომ მშვიდობიანად დასრულდეს დაძაბულობა, მშვიდობიანად განიტვირთოს ის გარემო, რომელიც სულ რამდენიმე ასეულ კილომეტრშია აქედან და მაქსიმალურად დიპლომატიური ხერხებით, საერთაშორისო თანამეგობრობის აქტიური ჩართვით მოხერხდეს დაძაბულობისა და კონფლიქტის ნეიტრალიზება“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა სიტყვით გამოსვლისას.
გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, არსებული რთული ვითარებიდან გამომდინარე, პრეზიდენტის ადმინისტრაცია მუდმივ კოორდინაციაშია და კონსულტაციებს გადის როგორც საქართველოს მთავრობასთან, ასევე ჩვენს საერთაშორისო მისიებთან. „არ ვაკლებთ ძალისხმევას იმას, რომ საქართველომ მაქსიმალურად ხელი შეუწყოს რეგიონში ვითარების დეესკალაციას“, - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტმა ვაშინგტონში სამუშაო ვიზიტისას, მსოფლიო ლიდერების მიერ მიღწეულ შეთანხმებებზეც ისაუბრა.
„რამდენიმე დღის წინ, ვაშინგტონში მსოფლიო თანამეგბრობა შეთანხმდა, რომ ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლა უნდა იყოს კოორდინირებული, არა მარტო ერთი გეოპოლიტიკური ბლოკის და მსოფლიოს ნაწილის მიერ, არამედ მთელი კაცობრიობის მიერ.
დღეს ჩვენ ვსაუბრობთ იმის თაობაზე, რომ ალიანსს გააჩნია მეტი შესაძლებლობები იმისათვის, რომ მეტი სტაბილურობა შემოიტანოს, მეტი სიმშვიდე შემოიტანოს და განტვირთოს ვითარება. აქედან გამომდინარე, საქართველო არის ქვეყანა, რომელსაც არასოდეს დაუკლია საკუთარი ძალისხმევა გლობალური სტაბილურობისათვის და ეს ძალისხმევა არ გამოიხატებოდა მხოლოდ პოლიტიკური განცხადებებით, არამედ გამოიხატებოდა იმ საერთაშორისო მისიებში მონაწილეობით, სადაც ქართველმა ჯარისკაცებმა ისახელეს თავი.
ამ ქვეყნის პოზიციიდან გამომდინარე, ჩვენ მტკიცედ ვამბობთ, რომ საქართველოში არანაირი კითხვა იმასთან დაკავშირებით - რა არის ჩვენი ქვეყნის მომავალი, არ არსებობს!
ჩვენ ნათლად ვაფიქსირებთ ჩვენი ქვეყნის კულტურულ და პოლიტიკურ მომავალს ევროკავშირში, ჩვენ ნათლად ვაფიქსირებთ ნატოს, როგორც იმ უსაფრთხოების ქოლგას, რომელშიც ჩვენ უნდა გავერთიანდეთ, გავერთიანდებით და რომელსაც ჩვენ გავაძლიერებთ ჩვენი თანამონაწილეობით და რომელიც კიდევ უფრო მეტ სიმშვიდეს მოუტანს ქვეყნებს, როგორც ჩვენს რეგიონში, ასევე გლობალურად! „ - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა
პოლიტიკა
- არსებული ურთიერთობების გათვალისწინებით, საქართველო ყირგიზეთს განიხილავს არა მხოლოდ როგორც მნიშვნელოვან და საიმედო პარტნიორს, არამედ როგორც მეგობარს - ირაკლი კობახიძე
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
- რუსთავში არასრულწლოვანმა კაცი მოკლა
საზოგადოება
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მსოფლიო
- ჩვენ დღეს ირანთან ომი დავასრულეთ, ისინი დათანხმდნენ, რომ არასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი - დონალდ ტრამპი
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
- უნგრეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას აჩერებს
- პეტერ მადიარი აცხადებს, რომ მზადაა მომავალ კვირაში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
- „ქალი მართავს“ - „თეგეტას“ კამპანიამ KIAF-ის 11 ჯილდო მოიპოვა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















