არჩევნების თარიღი არ შეიცვლება
საქართველო, თბილისი - 10:07 | 08.04.2016 ნანახია: 1733არჩევნების თარიღი არ შეიცვლება, არჩევნები გაიმართება 8 ოქტომბერს და ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება–ამის შესახებ საქართველოს პრემიერ მინისტრმა მთავრობის სხდომის დაწყების წინ განაცხადა. გიორგი კვირიკაშვილის განმარტებით, საარჩევნო თარიღი პრეზიდენტთან კონსულტაციის შედეგად, სერიოზული მსჯელობის შედეგად შეირჩა. რაც შეეხება საარჩევნო კამპანიის გამოცხადებას და ე.წ. მრიცხველის ჩართვას, პრემიერის თქმით, მთავრობა გადაწყვეტილებას მოგვიანებით მიიღებს.
„გვქონდა კონსულტაციები პრეზიდენტთან, ვიმსჯელეთ ამ საკითხზე. არავისთვის იქნება ცუდი, რომ წინასწარ დაგეგმოს გარკვეული აქტივობები. მათ შორის სტუმრებს სჭირდებათ, რომ დაგეგმონ საკუთარი კალენდარი. იმაში, რომ ჩვენ წინასწარ ვიცოდეთ, როდის იქნება არჩევნები, მემგონი კარგის მეტი არაფერი არ არის. ჩვენ მივიღეთ პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომ არჩევნები გაიმართოს 8 ოქტომბერს. რატომ 8 ოქტომბერი? მოგეხსენებათ მაჟორიტარული არჩევნების შემთხვევაში, შესაძლებელია, გაიმართოს მეორე ტური. თუ ჩვენ ოქტომბრის ბოლოსთვის გადავწევდით თარიღს, დაახლოებით ერთი თვე სჭირდება მეორე ტურამდე მისვლას და შესაძლოა ეს იყოს მაღალმთიანი რეგიონების შემთხვევაში პრობლემა საარჩევნო უბნებთან მისვლის კუთხით. ამიტომ, ელემენტარული ტექნიკური არგუმენტების გამო, ჩვენ მივიღეთ პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომ არჩევნების თარიღი ყოფილიყო 8 ოქტომბერი,“– აღნიშნა პრემიერმა.
გიორგი კვირიკაშვილის თქმით, საარჩევნო კამპანიის დაწყების საკითხთან დაკავშირებულ ტექნიკურ და იურიდიულ დეტალებზე კონსულტაციები მიმდინარეობს, რომელშიც ჩართულია ცენტრალური საარჩევნო კომისია. პრემიერი მიიჩნევს, რომ ქვეყანა 7 თვე წინასაარჩევნო რეჟიმში ვერ იცხოვრებს.
„ჩვენ არ გვაქვს იმის ფუფუნების უფლება, რომ დამატებით 7 და 8 მილიონი ლარი გადავიხადოთ მხოლოდ იმის გამო, რომ დღეიდან ჩავრთოთ ეს მრიცხველი. დღეს მიმდინარეობს მსჯელობა ფინანსურ და ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით, ჩართულია ცენტრალური საარჩევნო კომისია მსჯელობის პროცესში და კონსულტაციების შედეგად მივიღებთ გადაწყვეტილებას, თუ როდიდან ჩაირთვება ე.წ. მრიცხველი. არ შეიძლება ქვეყანამ 7–8 თვე იცხოვროს წინასაარჩევნო კამპანიის რეჟიმში, ამიტომ ეს არის ჩვეულებრივი საკითხები და აქ არანაირი დამატებითი კითხვები არ არსებობს,“–განაცხადა პრემიერ–მინისტრმა.
პოლიტიკა
- არსებული ურთიერთობების გათვალისწინებით, საქართველო ყირგიზეთს განიხილავს არა მხოლოდ როგორც მნიშვნელოვან და საიმედო პარტნიორს, არამედ როგორც მეგობარს - ირაკლი კობახიძე
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
- რუსთავში არასრულწლოვანმა კაცი მოკლა
საზოგადოება
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მსოფლიო
- ჩვენ დღეს ირანთან ომი დავასრულეთ, ისინი დათანხმდნენ, რომ არასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი - დონალდ ტრამპი
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
- უნგრეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას აჩერებს
- პეტერ მადიარი აცხადებს, რომ მზადაა მომავალ კვირაში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
- „ქალი მართავს“ - „თეგეტას“ კამპანიამ KIAF-ის 11 ჯილდო მოიპოვა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















