დიმიტრი ქუმსიშვილი: ციფრული ეკონომიკის განვითარება ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის
საქართველო, თბილისი - 11:30 | 09.04.2016 ნანახია: 1700
„ციფრული ტექნოლოგიებისა და ციფრული ბაზრის განვითარება ჩვენთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან სერვისები, რომელსაც ხელს შევუწყობთ, აუცილებლად გამოიწვევს სხვადასხვა საოპერაციო ხარჯებისა და დროის შემცირებას ჩვენი მოსახლეობისთვის“ - ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა ტექნოპარკში, ინოვაციებისა და ციფრული ეკონომიკის თემაზე გამართულ ბიზნეს-ფორუმზე განაცხადა.
ღონისძიებას მსოფლიო ბანკის წარმომადგენელი უვე დეიჰმანი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ხელმძღვანელი ირაკლი ქაშიბაძე და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ. ფორუმი „ბიზნეს ჯორჯიასა“ და ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ორგანიზებით ჩატარდა.
„ციფრული ეკონომიკის განვითარება ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის. ჩვენ არაერთი მნიშვნელოვანი რეფორმა განვახორციელეთ ბოლო წლების განმავლობაში. პირველი დივიდენდები ციფრული რეფორმიდან მივიღეთ მაშინ, როდესაც ანალოგიური მაუწყებლობა გადავიყვანეთ ციფრულ მაუწყებლობაზე. ამ დროს ჩვენ მოვახერხეთ ის, რომ პრაქტიკულად, სიხშირეების ნაწილში დავნერგეთ ნეიტრალიტეტის პრინციპი და დღეს იმ კომპანიებს, რომლებსაც ფართოზოლოვანი მობილური ინტერნეტის ლიცენზიები გააჩნიათ, ასევე გააჩნიათ ვალდებულება, ფართოზოლოვანი მობილური ინტერნეტით სრულად დაფარონ საქართველო შემდეგი ერთი წლის განმავლობაში“ - აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ინფორმაციით, მთელ მსოფლიოში ციფრული ტექნოლოგიების სწრაფად განვითარების მიუხედავად, მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი კვლავ ინტერნეტთან კავშირის გარეშეა დარჩენილი, რაც თანამედროვე მსოფლიოს ერთ-ერთ გამოწვევას წარმოადგენს. დღეს წარმოუდგენელია ეკონომიკის, განათლების, ჯანდაცვის სფეროებისა და ღია მმართველობის განვითარება ციფრული დივიდენდების გარეშე. ეს არის ღირებული რესურსი, რომელსაც შეუძლია ტრანსფორმაციის მოხდენა, გარდატეხის შეტანა და მომავალზე ზემოქმედება.
საქართველოს მთავრობისთვის ციფრული უთანასწორობის აღმოფხვრა ერთ-ერთ ძირითად ამოცანას წარმოადგენს. მთავრობის მიზანია ქვეყანაში ინტერნეტი ყველასთვის ხელმისაწვდომი გახდეს - განსაკუთრებით სოფლად და მაღალმთიან რეგიონებში. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მთავრობამ ხელი უნდა შეუწყოს მოსახლეობის უნარების ახალ ეკონომიკურ მოთხოვნებთან ადაპტაციას.
„განვითარების კვალდაკვალ, შემდგომი რეფორმა არის უკვე ქვეყნის ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელებით დაფარვა და იმ ძირითადი ღერძისა და ინფრასტრუქტურის განვითარება, რომელიც მოგვცემს შესაძლებლობას უკვე შემდგომი სერვისები მივაწოდოთ მოსახლეობას. ამ სერვისებში იგულისხმება როგორც დისტანციური განათლება, ასევე დისტანციური მკურნალობა და ა.შ. რა თქმა უნდა, აქ ძალიან მნიშვნელოვანი იქნება მეწარმეობის განვითარება, ელექტრონული კომერციის განვითარება იმისთვის, რომ რეგიონებში მცხოვრებმა ჩვენმა მოსახლეობამ მოახდინოს უკეთესი კომუნიკაცია, თავისი მომსახურების სერვისების თუ პროდუქციის გაყიდვა უკვე მთლიან ბაზარზე და ასევე იმ მნიშვნელოვანი სერვისებისა და პროდუქციის ყიდვა, რომელიც ესაჭიროებათ“ - განაცხადა ვიცე-პრემიერმა.
საქართველოს მოსახლეობის ფართოზოლოვანი მომსახურებებით და ინტერნეტთან წვდომის უზრუნველსაყოფად კერძო ინვესტორების, სახელმწიფოსა და საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების დახმარებით აიგება ელექტრონული საკომუნიკაციო ინფრასტრუქტურა და ქსელი იმ დასახლებულ პუნქტებამდე, სადაც ასეთი აქამდე არ არსებობდა. როგორც ფორუმზე ითქვა, თანამედროვე ცოდნაზე დამყარებულ სამყაროში, მაღალსიჩქარიან ინტერნეტის საშუალებით საინფორმაციო სერვისებთან წვდომა ეკონომიკის კონკურენტუნარიანობის ზრდის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია.
პოლიტიკა
- არსებული ურთიერთობების გათვალისწინებით, საქართველო ყირგიზეთს განიხილავს არა მხოლოდ როგორც მნიშვნელოვან და საიმედო პარტნიორს, არამედ როგორც მეგობარს - ირაკლი კობახიძე
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
- რუსთავში არასრულწლოვანმა კაცი მოკლა
საზოგადოება
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მსოფლიო
- ჩვენ დღეს ირანთან ომი დავასრულეთ, ისინი დათანხმდნენ, რომ არასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი - დონალდ ტრამპი
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
- უნგრეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას აჩერებს
- პეტერ მადიარი აცხადებს, რომ მზადაა მომავალ კვირაში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
- „ქალი მართავს“ - „თეგეტას“ კამპანიამ KIAF-ის 11 ჯილდო მოიპოვა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















