„Check in Georgia“-ს პროექტში ავიაკომპანია „ატლასგლობალი“ ჩაერთვება
საქართველო, თბილისი - 11:41 | 09.04.2016 ნანახია: 1956საქართველოში დაგეგმილი მსოფლიო ვარსკვლავების კონცერტებისა და ფესტივალების პრომოუშენში ჩართვის სურვილი კერძო სექტორიდან უკვე გამოხატა ავიაკომპანია „ატლასგლობალმა.“ ამასთან დაკავშირებით დღეს საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა და კომპანიის კომერციულმა დირექტორმა, თამარ თანდაშვილმა ერთობლივი ბრიფინგი გამართეს.
„ჩვენ როცა დავაანონსეთ Check in Georgia, ავღნიშნეთ, რომ პროექტში გვეყოლებოდა კერძო სექტორიდან პარტნიორები. ერთ-ერთმა პირველმა, ავიაკომპანია „ატლასგლობალმა“ გამოხატა მზაობა, რომ ყველა თავიანთ მიმართულებაზე განათავსებენ სარეკლამო-საპრომოციო მასალებს ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე კონცერტებთან და ღონისძიებებთან დაკავშირებით. ეს კომპანია დაფრინავს არაერთი მიმართულებით, მაგალითისთვის შემიძლია დავასახელო ისეთი ქვეყნები, როგორიცაა თურქეთი, საფრანგეთი, საბერძნეთი, ჰოლანდია, გერმანია, ინგლისი, შვედეთი, შვეიცარია, ირანი, დუბაი, უკრაინა და ა.შ. შესაბამისად, კომპანიის მხარდაჭერა პროექტის მიმდინარეობისას საკმაოდ მნიშვნელოვანია. „ატლასგლობალმა“ უკვე დაიწყო ტურპაკეტების ფორმირება და სამიზნე ჯგუფებისთვის შეთავაზება იმისთვის, რომ სპეციალურად „Check in Georgia“-ს ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებებისთვის დამატებით შემოიყვანოს ტურისტები“ - განუცხადა ჟურნალისტებს დიმიტრი ქუმსიშვილმა.
„ატლასგლობალის“ კომერციული დირექტორის, თამარ თანდაშვილის განცხადებით, კომპანიამ ევროპის ქვეყნებიდან უკვე მიიღო სამ, ხუთ და შვიდდღიანი ტურების განხორციელებაზე შეკვეთები. „ჩვენ სამიზნე ჯგუფებს მივაწოდეთ სასტუმროების ნუსხა და გავაცანით საქართველოს თვალსაჩინო ადგილების დათვალიერების შესაძლებლობები. მჭიდრო კავშირი გვაქვს მსოფლიოს ცნობილ ტუროპერატორებთან, მათ მიეწოდებათ დეტალური ინფორმაცია საქართველოში დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ, ისინი შექმნიან ტურისტულ პაკეტებს და გაუწევენ პოპულარიზაციას შეთავაზებულ პროდუქტს. ჩვენი ავიაკომპანია მოხარულია, რომ მხარს უჭერს ამ მნიშვნელოვან პროექტს“ - აღნიშნა თამარ თანდაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის 24 აპრილიდან საქართველოში კონცერტებს გამართავენ მსოფლიო ვარსკვლავები - ეროს რამაზოტი, რობი უილიამსი, „Maroon 5“- და ხოსე კარერასი. „Check in Georgia“-ს ფარგლებში საქართველოს 19 ქალაქში ასევე ჩატარდება კონცერტები და და ფესტივალები ქართველი და უცხოელი შემსრულებლების მონაწილეობით. გარდა ამისა, დაგეგმილია სასოფლო-სამეურნეო პროდუქტისა და ადგილობრივი ნაწარმის გამოფენა-გაყიდვები, ღვინისა და ყველის ფესტივალები, ასევე ველო-ტურები და ლაშქრობები საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე.
პოლიტიკა
- არსებული ურთიერთობების გათვალისწინებით, საქართველო ყირგიზეთს განიხილავს არა მხოლოდ როგორც მნიშვნელოვან და საიმედო პარტნიორს, არამედ როგორც მეგობარს - ირაკლი კობახიძე
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
- რუსთავში არასრულწლოვანმა კაცი მოკლა
საზოგადოება
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მსოფლიო
- ჩვენ დღეს ირანთან ომი დავასრულეთ, ისინი დათანხმდნენ, რომ არასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი - დონალდ ტრამპი
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
- უნგრეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას აჩერებს
- პეტერ მადიარი აცხადებს, რომ მზადაა მომავალ კვირაში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
- „ქალი მართავს“ - „თეგეტას“ კამპანიამ KIAF-ის 11 ჯილდო მოიპოვა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















