დავით ბაქრაძის საჯარო ლექცია პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში
საქართველო, თბილისი - 17:18 | 11.04.2016 ნანახია: 1906
დღეს, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა დავით ბაქრაძემ პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში სტუდენტებისა და მოსწავლეებისთვის საჯარო ლექცია ჩაატარა. სახელმწიფო მინისტრმა ნატო-საქართველოს ურთიერთობის დინამიკაზე, ნატო-ს ვარშავის სამიტთან დაკავშირებულ მოლოდინებზე, საქართველოს ნატო-ში გასაწევრიანებლად არსებულ მექანიზმებზე, გაზრდილ ანტიდასავლურ პროპაგანდაზე, გავრცელებულ მითებსა და მონტენეგროს გამოცდილებაზე ისაუბრა..
შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში საზოგადოების ინფორმირებისა და მხარდაჭერის და ამ პროცესში ახალგაზრდების ჩართულობის მნიშვნელობას. საჯარო ლექცია აქტიური კითხვა-პასუხის რეჟიმით დასრულდა.
შეხვედრა საქართველოში 4-19 აპრილს მიმდინარე ნატო-ს კვირეულის ფარგლებში გაიმართა. კვირეული 4 აპრილს ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმით გაიხსნა.
კვირეულის ფარგლებში დედაქალაქსა და რეგიონებში უკვე გაიმართა სხვადასხვა ტიპის ღონისძიებები, მათ შორის, ორდღიანი სემინარი სამცხე-ჯავახეთის რეგიონის ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი პედაგოგებისთვის, საინფორმაციო ცენტრის ახალქალაქის რეგიონული ოფისის გახსნა, სამხრეთ კალიფორნიის უნივერსიტეტის პროფესორის, ჟურნალისტიკის სკოლის ვიცე-დეკანის შეხვედრა ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტებთან და სხვა. ასევე, იგეგმება პროექტი „ერთი დღე ჯარში“ მედია საშუალებების წარმომადგენლებისთვის. გამწვანების აქცია გურიაში, სტუდენტების ვიზიტი კიბერუსაფრთოხების ბიუროში, კონკურსები, კონფერენციები, დებატები და სპორტული ღონისძიებები.
ნატო-ს კვირეული საქართველოში წელს მეცხრედ ტარდება. კვირეული სსიპ "ნატოსა დაევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის" ორგანიზებითა და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატთან კოორდინაციით, თავდაცვის სამინისტროს, საქართველოში ნატო-ს სამეკავშირეო ოფისისა და რუმინეთის საელჩოს მხარდაჭერით ხორციელდება.
პოლიტიკა
- არსებული ურთიერთობების გათვალისწინებით, საქართველო ყირგიზეთს განიხილავს არა მხოლოდ როგორც მნიშვნელოვან და საიმედო პარტნიორს, არამედ როგორც მეგობარს - ირაკლი კობახიძე
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
- რუსთავში არასრულწლოვანმა კაცი მოკლა
საზოგადოება
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მსოფლიო
- ჩვენ დღეს ირანთან ომი დავასრულეთ, ისინი დათანხმდნენ, რომ არასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი - დონალდ ტრამპი
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
- უნგრეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას აჩერებს
- პეტერ მადიარი აცხადებს, რომ მზადაა მომავალ კვირაში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
- „ქალი მართავს“ - „თეგეტას“ კამპანიამ KIAF-ის 11 ჯილდო მოიპოვა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















