წულუკიანი: ვთვლი საჭიროდ, რომ დედაენაში ყველა ამჟამინდელი თუ მომავალი თანამშრომლის ცოდნის დონე შემოწმდეს
საქართველო, თბილისი - 18:32 | 11.04.2016 ნანახია: 1766
ქართული ენის ცოდნის დონის განმსაზღვრელ საცდელ ტესტირებაში, რომელიც იუსტიციის სასწავლო ცენტრში შემუშავდა, იუსტიციის მინისტრმაც მიიღო მონაწილეობა. ტესტი ენათმეცნიერმა ნინო შარაშენიძემ შეიმუშავა.
საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრში ქართული ენის ცოდნის დონის განმსაზღვრელი ორი ტიპის ტესტი შეიქმნა: პირველი განსაზღვრავს მშობლიური ენის ცოდნის დონეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროში მომუშავე ან ნებისმიერი სხვა დაინტერესებული პირისათვის, ხოლო მეორე აფასებს ქართული ენის, როგორც უცხო ენის, ცოდნას ევროპის საბჭოს მიერ შემუშავებულ პრინციპებზე დაყრდნობით და ცოდნის A, B და C დონეებს განსაზღვრავს.
ტესტირების გავლა იუსტიციის სამინისტროს თანამშრომლებს თეა წულუკიანმა შესთავაზა. მინისტრი პირადად ჩაერთო ტესტირების პროცესში, თავადაც გაიარა ტესტირება და თითოეულ თანამშრომელს შეატყობინა ამ შესაძლებლობის შესახებ. თუმცა, ქართული ენის ცოდნის დონის შემოწმება დღეს სხვა უწყებების წარმომადგენლებსა და მოქალაქეებსაც შეეძლოთ. პირველ ეტაპზე ქართულ ენაში ტესტირების გავლის სურვილი 313-მა მოქალაქემ გამოთქვა. მათგან 91 იუსტიციის სამინისტროს სისტემის თანამშრომელია. პროგრამამ, რომელიც სატესტო რეჟიმში მუშაობს, იმ მსურველთა ცოდნის დონე შეამოწმა, რომლებმაც რეგისტრაცია სხვებზე ადრე გაიარეს. მათ შორის იყო იუსტიციის სამინისტროს 26 თანამშრომელი და 40 დაინტერესებული პირი, რომლებიც სასწავლო ცენტრის ვებგვერდზე დარეგისტრირდნენ. საუკეთესო შედეგების მქონე 10 პირს სერტიფიკატები გადაეცემა დედაენის დღეს − 14 აპრილს.
იუსტიციის სასწავლო ცენტრში შემუშავებული ტესტი ქართული ენის ცოდნის ყველა კომპონენტს განსაზღვრავს. გაგების, კითხვის, წერისა და მეტყველების ენობრივი უნარების გარდა, იგი იძლევა შესაძლებლობას, გაირკვეს გრამატიკული საკითხების ცოდნის დონე და ენობრივი კონსტრუქციების სწორად აგების უნარი. უშუალოდ გრამატიკული სავარჯიშოების გარდა, ის მოიცავს მოსმენილის გაგების, მეტყველების, დიალოგის წარმართვის და წერითი უნარების − ესეს დაწერის − კომპონენტს. ტესტირების გავლის შემდეგ მონაწილეს გადაეცემა სერტიფიკატი, რომელიც ქართული ენის ცოდნის დონეს განსაზღვრავს.
„ხშირად ვაწყდებით სიტუაციებს, რომ საჯარო სამსახურში მომუშავე ჩემმა ზოგიერთმა თანამშრომელმა ქართული ენის გრამატიკა მიივიწყა. ამიტომაც დღეს გადავწყვიტეთ, ერთმანეთს შევეჯიბროთ დედაენის ცოდნაში, საბოლოოდ კი იუსტიციის სასწავლო ცენტრის მიერ შექმნილი ქართული ენის ეს ტესტი მოქალაქეობის საკითხთა განმხილველ კომისიას დაეხმარება. ასევე, ვთვლი საჭიროდ, რომ დედაენაში ყველა ამჟამინდელი თუ მომავალი თანამშრომლის ცოდნის დონე შემოწმდეს, რადგან, როცა წერ კანონებს, გაქვს ყოველდღიური ურთიერთობა 30 000 მოქალაქესთან, ვალდებული ხარ, თავად აჩვენო სახელმწიფო ენის სამაგალითო ცოდნა“, − განაცხადა მინისტრმა.
პოლიტიკა
- არსებული ურთიერთობების გათვალისწინებით, საქართველო ყირგიზეთს განიხილავს არა მხოლოდ როგორც მნიშვნელოვან და საიმედო პარტნიორს, არამედ როგორც მეგობარს - ირაკლი კობახიძე
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
- რუსთავში არასრულწლოვანმა კაცი მოკლა
საზოგადოება
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მსოფლიო
- ჩვენ დღეს ირანთან ომი დავასრულეთ, ისინი დათანხმდნენ, რომ არასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი - დონალდ ტრამპი
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
- უნგრეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას აჩერებს
- პეტერ მადიარი აცხადებს, რომ მზადაა მომავალ კვირაში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
- „ქალი მართავს“ - „თეგეტას“ კამპანიამ KIAF-ის 11 ჯილდო მოიპოვა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















