გიგა ბოკერია: NDI-ის კვლევის შედეგები არის პოლიტიკური განაჩენი ივანიშვილის რეჟიმისთვის
საქართველო, თბილისი - 19:38 | 11.04.2016 ნანახია: 3285
,,ნაციონალური მოძრაობის” საგარეო ურთიერობათა მდივანი მიიჩნევს, რომ NDI-ის კვლევა არის განაჩენი ხელისუფლებითვის. გიგა ბოკერია აცხადებს, რომ ეს არის ისტორიულად კატასტროფული მონაცემები, რომელიც ასახავს რეალობას.
,,NDI-ის კვლევა, როგორც ყოველთვის, ასახავს იმ უმძიმეს ვითარებას, რომელშიც შეიყვანა ქვეყანა ივანიშვილის რეჟიმმა, მისმა პოლიტიკურმა მარიონეტებმა და თვითონ ივანიშვილმა პირველ რიგში. ისტორიულად დაბალი ციფრებია ქვეყნის მომავლის რწმენის, ისტორიულად დაბალი ციფრებია იმ ადამიანების, ვინც თვლის, რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით მიდის, გაზრდილია სიღარიბე, ფასების ზრდა, უმუშევრობა. ეს ყველაფერი ეკონომიკური ზრდის შენელების ფონზე, არის ისტორიულად კატასტროფული მონაცემები, ისტორიულად კატასტროფულია რეალობა ჩვენი ქვეყნის და ამიტომაა სწორედ საკვანძო, რომ ის ხალხი, ვინც ამ მდგომარეობამდე მიგვიყვანა, ოქტომბერში არჩევნების გზით ჩამოვაშოროთ ხელისუფლებას და დავიწყოთ ქვეყნის გამოყვანა ამ ვითარებიდან, რომელშიც თვითონ ივანიშვილმა შეიყვანა ის. არჩევნებამდე ხუთი თვით ადრე ეს არის პოლიტიკური განაჩენი, აბსოლუტურად დამსახურებული განაჩენი და ეს განაჩენი პოლიტიკურად, არჩევნების გზით და მშვიდობიანად სისრულეში უნდა იქნეს მოყვანილი ოქტომბრის არჩევნებზე», - განაცხადა ბოკერიამ.
NDI-ის მორიგი კვლევის შედეგების მიხედვით, გამოკითხულთა 58 % არ ეთანხმება მოსაზრებას, რომ ხელისუფლება მისთვის მნიშვნელოვან ცვლილებებს ახორციელებს. კვლევებში მოსახლეობის მიერ დასახელებულია მთავარი პრობლემების ხუთეული: სამუშაო ადგილები, ფასების ზრდა, სიღარიბე, პენსიები და ტერიტორიული მთლიანობა. კვლევის თანახმად საზოგადოება ასევე განმარტავს, რომ ჯანდაცვის ხელმისაწვდომობის გარდა სხვა ყველა მიმართულებით მათი მდგომარეობა გაუარესებულია.
NDI-ს სოციალური კვლევისთვის საველე სამუშაოები 23 თებერვალი-14 მარტის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით ჩატარდა, 3,900 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე. კვლევის პოლიტიკურ ნაწილსაც NDI მიმდინარე კვირაში გამოაქვეყნებს.
პოლიტიკა
- არსებული ურთიერთობების გათვალისწინებით, საქართველო ყირგიზეთს განიხილავს არა მხოლოდ როგორც მნიშვნელოვან და საიმედო პარტნიორს, არამედ როგორც მეგობარს - ირაკლი კობახიძე
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
- რუსთავში არასრულწლოვანმა კაცი მოკლა
საზოგადოება
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მსოფლიო
- ჩვენ დღეს ირანთან ომი დავასრულეთ, ისინი დათანხმდნენ, რომ არასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი - დონალდ ტრამპი
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
- უნგრეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას აჩერებს
- პეტერ მადიარი აცხადებს, რომ მზადაა მომავალ კვირაში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
- „ქალი მართავს“ - „თეგეტას“ კამპანიამ KIAF-ის 11 ჯილდო მოიპოვა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















