მიხეილ სააკაშვილი პეტრო პოროშენკოს ულტიმატუმს უყენებს
საქართველო, თბილისი - 10:30 | 12.04.2016 ნანახია: 2850
ოდესის გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი უკრაინის პრეზიდენტს პეტრო პოროშენკოს ულტიმატუმს უყენებს. ,,უკრაინსკაია პრავდას” ინფორმაციით, სააკაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ მისი პირობების შეუსრულებლობა ე.წ. რეფორმატორთა გუნდის თანამდებობებიდან წასვლას გამოიწვევს.
„რეფორმებთან დაკავშირებით მაიდანზე გაცემული არც ერთი პირობა არ შესრულებულა. ჩვენ ყველას მოგვატყუეს", - აღნიშნა სააკაშვილმა. მისი თქმით, პრემიერმინისტრ არსენი იაცენიუკის გათავისუფლება უკრაინაში კორუფციის პრობლემებს ვერ გადაწყვეტს.
"პრობლემა მხოლოდ იაცენიუკში არ არის, პრობლემა პოლიტიკურ კლასში და პრეზიდენტის მიდგომაშია, ქვეყნის შიდა პროცესებისა და რეფორმების მიმართ", - განაცხადა სააკაშვილმა და აღნიშნა, რომ ცენტრალური ხელისუფლება ხელს უშლის რეფორმების პროცესს ოდესის ოლქშიც.
ოდესის გუბერნატორი მოუწოდებს პეტრო პოროშენკოს, ღია განხილვის შემდეგ ჩამოაყალიბოს მთავრობა, რომელსაც ექნება ხალხის ნდობა. ასევე, დაუყოვნებლივ, მომდევნო რამდენიმე დღის ან კვირის განმავლობაში, გაათავისუფლოს ოდესის მხარის პროკურორი ნიკოლაი სტოიანოვი და დანიშნოს ის, ვინც ხალხის ნდობით ისარგებლებს. ასევე, პროკურატურა "გაიწმინდოს" იმ ხალხისგან, ვინც დავით საყვარელიძეზე "ნადირობდნენ". გარდა ამისა, ოდესის გუბერნატორი ითხოვს, აღიძრას სისხლის სამართლის საქმე ოდესის მერის ტრუხანოვის წინააღმდეგ, რადგან "მან მოატყუა საარჩევნო კომისია, დამალა თავისი რუსული პასპორტი. ასევე, დამალული მილიონები მას აშკარად არასამართლებრივი გზით აქვს ნაშოვნი". სააკაშვილი მოუწოდებს უკრაინის პრეზიდენტს, გაათავისუფლოს ადგილობრივი СБУ-შნიკები, რომლებიც "იმის ნაცვლად, რომ სეპარატისტებსა და კორუფციონერებს ებრძოდნენ, რეფორმატორებს ავიწროებენ". ასევე, შეცვალოს ადგილობრივი საგადასახადო სამსახურის წარმომადგენლები, "რომლებიც აშკარა კორუფციით არიან დაკავებულები".
„მოვუწოდებ დეპუტატებს, არ დაუჭირონ მხარი მთავრობას. ვუერთდები კიევის მერის ინიციატივას - შეიქმნას სახალხო ნდობის მთავრობა და ის იმ ადამიანებით დაკომპლექტდეს, ვისაც ხალხი ენდობა“, - აღნიშნა სააკაშვილმა.
პოლიტიკა
- არსებული ურთიერთობების გათვალისწინებით, საქართველო ყირგიზეთს განიხილავს არა მხოლოდ როგორც მნიშვნელოვან და საიმედო პარტნიორს, არამედ როგორც მეგობარს - ირაკლი კობახიძე
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
- რუსთავში არასრულწლოვანმა კაცი მოკლა
საზოგადოება
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მსოფლიო
- ჩვენ დღეს ირანთან ომი დავასრულეთ, ისინი დათანხმდნენ, რომ არასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი - დონალდ ტრამპი
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
- უნგრეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას აჩერებს
- პეტერ მადიარი აცხადებს, რომ მზადაა მომავალ კვირაში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
- „ქალი მართავს“ - „თეგეტას“ კამპანიამ KIAF-ის 11 ჯილდო მოიპოვა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















