დავით ბაქრაძე სამუშაო ვიზიტით დიდ ბრიტანეთში იმყოფება
საქართველო, თბილისი - 12:11 | 15.04.2016 ნანახია: 183013-14 აპრილს, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი დავით ბაქრაძე სამუშაო ვიზიტით დიდ ბრიტანეთსა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოშიიმყოფებოდა, სადაცორმხრივი შეხვედრა გამართა დიდი ბრიტანეთის მინისტრთან ევროპის საკითხებში დევიდ ლიდინგტონთან. ვიზიტის ფარგლებში, ასევე, გაიმართა შეხვედრა საქართველოს საკითხებზე პარტიათაშორისი საპარლამენტო ჯგუფის ხელმძღვანელთან ჯონათან ჯანოღლისთან და ჯგუფის წევრებთან.
შეხვედრებზე მხარეებმა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი და პერსპექტივები განიხილეს. აღინიშნა ასოცირების შეთანხმებისა და მისივე შემადგენელი ევროკავშირთან თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA), აგრეთვე, ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის შესრულების მიმართულებით საქართველოს მიერ დაფიქსირებული პროგრესი და ხაზი გაესვა ევროკავშირის გადაწყვეტილებებში აღნიშნული პროგრესის ადეკვატური ასახვის მნიშვნელობას.
დიდი ბრიტანეთის აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებმა დაადასტურეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, ასევე, ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების მტკიცე და ურყევი მხარდაჭერა.
შეხვედრებზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ნატოს ვარშავის სამიტისთვის მზადების საკითხებსა და მოლოდინებზე.
„გაერთიანებული სამეფოს მხრიდან ჩვენ კიდევ ერთხელ მივიღეთ ევროპული და ევროატლანტიკური დღის წესრიგის, რეფორმების მიმართულებით გაერთიანებული სამეფოს აღამსრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების ურყევი მხარდაჭერის დადასტურება. ჩვენ ვემზადებით ვარშავის სამიტისთვის, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ის მოლოდინები, რომელიც ამ მიმართულებით გვაქვს, იყოს გაზიარებული ჩვენს პარტნიორებთან, ჩვენს მხარდამჭერებთან და მეგობრებთან“-აღნიშნა სახელმწიფო მინისტრმა შეხვედრების დასრულების შემდეგ.
14 აპრილს, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი დავით ბაქრაძე სიტყვით გამოვიდა გაერთიანებული სამსახურების სამეფო ინსტიტუტში (RUSI) გამართულ შეხვედრაზე „Expectations from Warsaw summit and importance of strategic communication“, ღონისძიებას სხვადასხვა საერთაშორისო კვლევითი ინსტიტუტებისა და ცენტრების, ასევე, ლონდონში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
სახელმწიფო მინისტრმა საქართველოს ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესზე, საქართველოს ეკონომიკური განვითარების პერსპექტივებზე, რეგიონში არსებულ ვითარებაზე ისაუბრა და მოწვეული სტუმრების შეკითხვებსაც უპასუხა.
პოლიტიკა
- არსებული ურთიერთობების გათვალისწინებით, საქართველო ყირგიზეთს განიხილავს არა მხოლოდ როგორც მნიშვნელოვან და საიმედო პარტნიორს, არამედ როგორც მეგობარს - ირაკლი კობახიძე
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
- რუსთავში არასრულწლოვანმა კაცი მოკლა
საზოგადოება
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მსოფლიო
- ჩვენ დღეს ირანთან ომი დავასრულეთ, ისინი დათანხმდნენ, რომ არასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი - დონალდ ტრამპი
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
- უნგრეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას აჩერებს
- პეტერ მადიარი აცხადებს, რომ მზადაა მომავალ კვირაში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
- „ქალი მართავს“ - „თეგეტას“ კამპანიამ KIAF-ის 11 ჯილდო მოიპოვა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















