დღევანდელი დღის მთავრი სლოგანია: მასწავლებლების გაძლიერება, მდგრადი საზოგადოების შენება!
საქართველო, თბილისი - 17:34 | 05.10.2015 ნანახია: 2467დღევანდელი დღის მთავრი სლოგანია: მასწავლებლების გაძლიერება, მდგრადი საზოგადოების შენება! თუ გვაქვს სურვილი, გვყავდეს ძლიერი საზოგადოება და განათლებული მომავალი თაობა, ხელისუფლების ვალია დაგეხმაროთ თქვენ და შეგიქმნათ პირობები, რათა იყოთ მოტივირებულები, მაქსიმალურად გადასცეთ ცოდნა მოსწავლეებს,-ასე მიმართა პედაგოგებს პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მასწავლებლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე.
მთავრობის მეთაურმა პედაგოგებს პროფესიული დღე მიულოცა და მასწავლებლის პროფესიის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. ირაკლი ღარიბაშვილის განმარტებით, სახელმწიფოს მომავალი, მისი განვითარება, განათლების ხარისხზეა დამოკიდებული.
„ჩვენი ახალგაზრდა თაობის აღზრდაში თქვენი როლი განუზომელია. დღის ერთ ნაწილს მოსწავლე ატარებს სკოლაში, მის მეორე ოჯახში და დანარჩენ ნაწილს შინ. ამიტომ მინდა აღვნიშნო თქვენი როლი ბავშვის აღზრდაში. ჩვენი ხელისუფლების პრიორიტეტია მაქსიმალურად ხელი შევუწყოთ პედაგოგების მდგომარეობის გაუმჯობესებას, მათი ხელფასების ზრდას, მათი მოტივაციის გაზრდას. მასწავლებელია მთავარი შთაგონების წყარო. საკუთარი მაგალითით ვიტყვი, რომ მყავდა პედაგოგები, რომელთაც ძალიან შემაყვარეს საგნები. მასწავლებელზე ბევრია დამოკიდებული. მე მქონდა სიხარულის განცდა, როდესაც გაკვეთილს ვაბარებდი ჩემს საყვარელ მასწავლებელს, რადგან ვიცოდი, რომ მის გაკვეთილზე მეტს ვისწავლიდი. მაგრამ, იყვნენ პედაგოგები, რომელთა გაკვეთილების მოსმენაც ნაკლებად საინტერესო იყო ჩვენთვის,“–აღნიშნა პრემიერმა.
პრემიერ–მინისტრის ინფორმაციით, მასწავლებლების საბაზო ხელფასის ეტაპობრივი ზრდა 2013 წლიდან დაიწყო. 2015-2016 სასწავლო წელს საბაზო ხელფასის 65%-იანი ზრდა დაფიქსირდება და მასწავლებლის საშუალო ხელფასი საქართველოში არსებულ საშუალო ხელფასს გაუთანაბრდება.
„კარგად მესმის, რომ ეს არ არის საკმარისი. ჩვენი მთავარი ამოცანა არის, რომ მასწავლებელმა იფიქროს მხოლოდ ერთზე–მისცეს მაქსიმალური ცოდნა ჩვენს მომავალ თაობას და ღირსეული თაობა აღგვიზარდოს. როდესაც ჩვენ მოვედით ხელისუფლებაში განათლების სამინისტროს ბიუჯეტი იყო სულ რაღაც 617 მილიონი, წელს იგი 840 მილიონია, გაისად კი 975 მილიონი ლარი იქნება. ამ მოკლე პერიოდში ჩვენ შევძელით მასწავლებელთა ხელფასების 65%–იანი ზრდა. მეცნიერებზეც მინდა ვთქვა, რომელთა ხელფასები გავზარდეთ 2,5 ჯერ. განათლების მიმართულებით სხვა მნიშვნელოვანი ღონისძიებები გავატარეთ. 10 ახალი სკოლა შევმატეთ საქართველოს, 8 სკოლის მშენებლობა მიმდინარეობს და 1069 საჯარო სკოლას ჩაუტარდა სარეაბილიტაციო სამუშაოები. ასევე შეგახსენებთ, რომ 21 ფაკულტეტზე სწავლა გახდა უფასო და 12 ათასი სტუდენტი სწავლობს უფასოდ. 1150 სკოლის ტრანსპორტით მომსახურებას ვახორციელებთ და 500 000 მოსწავლის სასკოლო სახელმძღვანელობით უზრუნველყოფას ვახდენთ,“–განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
საქართველოს მთავრობის მეთაური მიიჩნევს, რომ საჭიროა მასწავლებლის პროფესია უფრო მეტად საამაყო და პრესტიჟული გახდეს. მანვე მოუწოდა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრს, მომავალ წელს მასწავლებელთა პროფესიული დღე მეტი პომპეზურობით აღინიშნოს.
პოლიტიკა
- საგამოძიებო სამსახურმა 19 ტონა ვადაგასული და ჯანმრთელობისთვის საშიში ხორცპროდუქტის რეალიზაციის ფაქტი გამოავლინა
- არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, თუ რას გვიპირებს ივანიშვილი, მნიშვნელოვანია, ჩვენ რას ვუპირებთ მას - ელენე ხოშტარია
- ტრამპის წერილის შემდეგ, შეიძლება, ოპოზიციას ძილი გაუქრა, მაგრამ ფაქტია, ორმხრივი ურთიერთობები ვითარდება, ურთიერთობების გადატვირთვაზე ორივე მხარეს პოზიტიური დამოკიდებულება აქვს გამოხატული - ლევან მახაშვილი
- როგორ წარმოგიდგენიათ, ჟორჟოლიანის შექმნილი გმირი მართლა გმირი იქნება? გმირების ქვეყანაში თუ მან უნდა შექმნას გმირები, კარგად ყოფილა საქმე - თენგიზ შარმანაშვილი
მსოფლიო
- დონალდ ტრამპი მიხვდა, რომ ომის შეჩერება სწორედ რუსეთს არ სურს - ვოლოდიმირ ზელენსკი
- ირანი ძალიან, ძალიან სერიოზულად დაზიანდა, მათ სამხედრო თვალსაზრისით თითქმის ყველაფერი დაკარგეს - დონალდ ტრამპი
- აშშ-მა ირანზე ხუთსაათიანი იერიშების სერია დაასრულა - აშშ-ის ცენტრალური სარდლობა
- ევროკავშირის საბჭომ უნგრეთისთვის აღდგენისა და მდგრადობის ახალი გეგმა დაამტკიცა
კონფლიქტები
- სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „თეგეტა მოტორსმა“ გეზის ფილიალში JCB-ს სააკრედიტაციო ტრენინგს უმასპინძლა
- „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ ახალი Toyota RAV4 ოფიციალურად წარადგინა
- „Geely - შენი სპონტანური მოგონებებისთვის“ - „ჯილი ცენტრი თეგეტამ“ საზაფხულო კამპანია დაიწყო
- უმსხვილესი მაღალტექნოლოგიური ინფრასტრუქტურა რეგიონში - „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალი სრული დატვირთვით მუშაობს
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















