ქართველი მოცეკვავეები ყველა სხვა უცხოური ჯგუფისგან გამოარჩიეს
საქართველო, თბილისი - 12:10 | 19.04.2016 ნანახია: 7039
ქართველები თითქოს მიჩვეულები ვართ ნიჭიერ ახალგაზრდებს, მაგრამ ემიგრაციაში მყოფი ქართველების წარმატება მაინც ყოველთვის განსაკუთრებულად გვეამაყება.
იტალიის ქალაქ ფლორენციაში, წმ.ნინოს ქართულ მართლმადიდებლურ ტაძართან არსებული ქართული სიმღერისა და ცეკვის ანსამბლი “ნანილა”, მხოლოდ მესამე წელია, რაც არსებობს, მაგრამ იტალიელ მაყურებელსა და კულტურის სფეროს მოღვაწეებს თავი უკვე დაამახსოვრა. გარდა იმისა, რომ “ნანილას” ანგარიშზე უკვე რამდენიმე საქველმოქმედო სოლოკონცერტია, ანსამბლმა გასული წლის ივნისის თვეში, ქალაქს ალერნოში, ასოციაცია "CONFSPORT ITALIA"- ს ორგანიზებით გამართულ საერთაშორისო ფესტივალზე ფოლკლორის ნომინაციაში გაიმარჯვა და ორგანიზატორებს თავი ისე დაამახსოვრა, რომ ერთადერთი უცხოური გუნდი გახდა, რომელიც ფესტივალის ორგანიზატორებმა ყველა სხვა მონაწილისგან გამოარჩიეს და რამდენიმე დღის წინ, 16-17აპრილს გამართულ ნაციონალურ კონკურსზე, საპატიო სტუმრის სტატუსით მიიწვიეს. კონკურსზე, რომელიც იტალიის ისტორიული ქალაქის, სპოლეტოს ულამაზეს თეატრში Teatro nuovo Gian Carlo Menotti ჩატარდა, ქართველებმა განსაკუთრებული მოწონება და ოვაცია დაიმსახურეს. ეს კი, იტალიელი მაყურებლისგან, არც თუ იოლი მისაღებია.
ანსამბლმა სპოლეტოში ოთხი ცეკვა წარადგინა: ქართული, განდაგანა, ნარნარი და სპეციალურად ამ ღონისძიებისათვის მომზადებული- ქალაქური. კონცერტის ბოლოს, ანსამბლსა და გამორჩეულად მის ქორეოგრაფიულ ხელმძღვანელ რიტა სიმსივეს განსაკუთრებული მადლობა გადაუხადეს და “ნანილა” მორიგ სართაშორისო ფესტივალზე მიიწვიეს, რომელიც 10-11 ივნისს გაიმართება, იტალიის ქალაქ მონტეკატინიში.
ნინო მამუკაძე, სპეციალურად იტალიიდან
პოლიტიკა
- „თავისუფლება სინდისის პატიმრებს - მადლობა ბრძოლისთვის“ - ფილარმონიიდან პარლამენტისკენ მსვლელობა იმართება
- სრული ბოდვაა, ქვეყნის შიგნით რა კანონებია საჭირო, ხელისუფლება გადაწყვეტს - კახა კალაძე „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშზე
- მინდა, ვუთხრა რეჟიმის ყველა მსხვერპლს - თქვენ მოიპოვეთ ახალი მნიშვნელოვანი მექანიზმი იმისთვის, რომ ამ რეჟიმმა პასუხი აგოს სამართლებრივად ყველა დარღვევაზე - სალომე სამადაშვილი
- ეუთო-ს რეკომენდაციები ან უნდა შესრულდეს, ან დადგება ანგარიშში აღწერილი პოლიტიკური და სამართლებრივი შედეგები - ლონდა თოლორაია
სამართალი
- კახეთში ახალგაზრდა კაცს თანხის გამოძალვის მიზნით, პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტო-ვიდეო მასალა სოციალურ ქსელში გაუვრცელეს, რის შემდეგაც მან თავი მოიკლა - დაკავებულია 2 პირი
- თბილისში უცხო ქვეყნის მოქალაქეს ყაჩაღურად თავს დაესხნენ
- დააკავეს 4 არასრულწლოვანი, რომელთაც აფთიაქებიდან და მაღაზიიდან პროდუქცია გაიტაცეს
- თინა ხიდაშელი და გუბაზ სანიკიძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე დაიბარეს
მსოფლიო
- სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ ბელარუსის მიერ კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი შესაძლო დანაშაულების გამოძიება დაიწყო - Reuters
- ჩვენ მთლიანად ვანადგურებთ ირანის ტერორისტულ რეჟიმს, ნახეთ, რა დაემართებათ დღეს ამ შეშლილ ნაძირლებს, მე, როგორც აშშ-ის პრეზიდენტი, ვკლავ მათ, დიდი პატივია ამის გაკეთება - დონალდ ტრამპი
- ერაყში, სამხედრო ბაზაზე დრონების თავდასხმის შედეგად ერთი ფრანგი სამხედრო დაიღუპა და ექვსი დაიჭრა
- ევროკავშირის სანქციები იმ ადამიანებზეც უნდა გავრცელდეს, ვინც პასუხისმგებლები არიან საქართველოში დემოკრატიის განადგურებაზე - მალგოჟატა გოშევსკა
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა
- საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის გათამაშებისთვის ემზადება

















