მექსიკის ქარხანაში მომხდარ ძლიერ აფეთქებას სამი ადამიანი ემსხვერპლა

საქართველო, თბილისი - 10:10 | 21.04.2016
ნანახია: 1656

სამი ადამიანი ემსხვერპლა მექსიკაში ნავთობის კომპანია Pemex-ის ქარხანაში მომხდარ აფეთქებას. ასამდე თანამშრომელი საავადმყოფოებშია გადაყვანილი  

სააგენტო ”როიტერის” ცნობით, ძლიერი აფეთქება ვერაკრუსის შტატის ქალაქ კოატსაკოალკოსის ქარხანაში მოხდა. მიმდებრაე ტერიტორიიდან  ორი ათასამდე  ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.

ადგილზე სამაშველო სამსახურებია მობილიზებული.