საქართველოს პრეზიდენტი საფრანგეთის სენატის თავმჯდომარეს შეხვდა
საქართველო, თბილისი - 15:46 | 22.04.2016 ნანახია: 1827
საფრანგეთში ოფიციალურ ვიზიტად მყოფი საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი საფრანგეთის რესპუბლიკის სენატის თავმჯდომარეს ჟერარ ლაშერს შეხვდა.
საფრანგეთის სენატის ეზოში საქართველოს პრეზიდენტის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა, რომელშიც საფრანგეთის რესპუბლიკის გვარდიის საპატიო ყარაულის პირადი შემადგენლობა და კავალერია მონაწილეობდა.
შეხვედრისას მხარეებმა საფრანგეთსა და საქართველოს ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებაზე, საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციაზე ისაუბრეს.
როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ საფრანგეთის სენატის თავმჯდომარემ ჟერარ ლაშერმა განაცხადა, შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველო-ევროკავშირის პარტნიორობას და პრეზიდენტი შეტყობინებებიდან ნათელი გახდა, რომ ეს პარტნიორობა საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
,,იმ ქვეყნის მიმართ, რომელმაც ყველა ვალდებულება შეასრულა, სამოქმედო გეგმის ფარგლებში და ახლა საკითხი დგას ვიზალიბერალიზაციის შესახებ გადაწყვეტილებაზე, ვფიქრობ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით უნდა იყოს ისეთი შედეგი, რასაც საქართველო მოელის", - განაცხადა ჟერარ ლაშერმა.
მისი თქმით, საუბარი შეეხო ასევე რუსეთთან ურთიერთობს, მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის გავლენას მთელს რეგიონზე.
" საქართველოს პრეზიდენტს ძალიან ზომიერი და პრაგმატული ხედვა აქვს რეგიონის განვითარებასთან დაკავშირებით. ვისაუბრეთ იმ პროექტებზე, რომელშიც საქართველოს უდიდეს როლს ასრულებს და მათ შორის ,,აბრეშუმის გზის" პროექტზე.
რა პოლიტიკური ხედვის ხელისუფლებაც არ უნდა მოვიდეს საფრანგეთში არასოდეს შეიცვლება საფრანგეთის დამოკიდებულება საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის საკითხში"-განაცხადა ჟერარ ლაშერმა.
საქართველოს პრეზიდენტის პოლიტიკური მდივნის ფიქრია ჩიხრაძის განცხადებით, გამოიკვეთა საფრანგეთის ხელისუფლების პოზიცია, რომ მიუხედავად რთული საერთაშორისო კონტექსტისა საფრანგეთი ამჩნევს, მხარს უჭერს და მიიჩნევს, რომ საქართველო რეფორმების თვალსაზრისით ლიდერი ქვეყანაა და განწყობილნი არიან მაქსიმალური მხარდაჭერისათვის ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანების თვალსაზრისით.
,,როგორი იქნება კონკრეტული გადაწყვეტილებები, არ არის დამოკიდებული მხოლოდ მათ ნებაზე, ვიმეორებ, რთულია საერთაშორისო კონტექსტი, მაგრამ საქართველოს მიმართ, მათი დამოკიდებულება არის გამორჩეულად პოზიტიური, და ეს კიდევ უფრო მეტ სტიმულს გვაძლევს იმისათვის, რომ კიდევ უფრო მეტი ვიმუშაოთ, რომ რეალურ შედეგზე გავიდეთ", -განაცხადა ფიქრია ჩიხრაძემ.
საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის დავით დონდუას განცხადებით, ფრანგულმა მხარემ ძალიან დიდი შეფასება მისცა საქართველოში მიმდინარე რეფორმებს და ყველანაირი მხარდაჭერა აღგვითქვა ევროკავშირთან და ნატოსთან თანამშრომლობის კუთხით.
"აღინიშნა, რომ საქართველო ტექნიკური თვალსაზრისით ყველა მოთხოვნას აკმაყოფილებს, როგორც ერთი ასევე მეორე მიმართულებით, იმისათვის, რომ პროგრესი დაფიქსირდეს", -აღნიშნა დავით დონდუამ.
საქართველოს პრეზიდენტისა და საფრანგეთის სენატის თავმჯდომარის შეხვედრას საქართველოს პრეზიდენტის დელეგაცია და სენატის საფრანგეთ-კავკასიის მეგობართა ჯგუფის წევრები დაესწრნენ.
პოლიტიკა
- არსებული ურთიერთობების გათვალისწინებით, საქართველო ყირგიზეთს განიხილავს არა მხოლოდ როგორც მნიშვნელოვან და საიმედო პარტნიორს, არამედ როგორც მეგობარს - ირაკლი კობახიძე
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
- რუსთავში არასრულწლოვანმა კაცი მოკლა
საზოგადოება
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მსოფლიო
- ჩვენ დღეს ირანთან ომი დავასრულეთ, ისინი დათანხმდნენ, რომ არასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი - დონალდ ტრამპი
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
- უნგრეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას აჩერებს
- პეტერ მადიარი აცხადებს, რომ მზადაა მომავალ კვირაში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
- „ქალი მართავს“ - „თეგეტას“ კამპანიამ KIAF-ის 11 ჯილდო მოიპოვა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















