სუპერმარკეტების ქსელი „სმარტი“ მოძრაობა „მადლიან საქართველოს“ ფარგლებში სააღდგომო საქველმოქმედო აქციას მართავს
საქართველო, თბილისი - 13:12 | 23.04.2016 ნანახია: 1907სუპერმარკეტების ქსელი „სმარტი“ სახალხო მოძრაობა „მადლიან საქართველოს“ ფარგლებში სააღდგომო საქველმოქმედო აქციას მართავს და ერთგულ მომხმარებელთან ერთად ვაკის, საბურთალოსა და რუსთაველის ობიექტებზე განთავსებულ „მადლიან კალათებში“ სურსათ-სანოვაგეს შეაგროვებს მათთვის, ვისაც აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულის სათანადოდ აღნიშვნის შესაძლებლობა არ აქვს და სოციალურად დაუცველია. ვაკის „სმარტში“ პარალელურად სოციალურად დაუცველ ბავშვებს შესაძლებლობა ქონდათ საკვირაო სკოლა "რებუსთან“ ერთად სააღდგომო დეკორაციები შეექნათ.
„სუპერმარკეტების ქსელი “სმარტი“ აღდგომის დღესასწაულისთვის განსაკუთრებულად ემზადება. ერთგული მომხმარებლისთვის უამრავი უგემრიელესი შეთავაზება და მიმზიდველი აქცია გვაქვს, მაგრამ გვინდა უყურადღებოდ არც ის ადამიანები დავტოვოთ, ვისაც არ აქვს შესაძლებლობა უსახსრობის გამო აღდგომას სადღესასწაულო განწყობა სრულყოფილად შეიგრძნოს. ამიტომ ერთგულ მომხმარებელთან ერთად „მადლიან კალათას“ საჭირო სურსათ-სანოვაგით ავავსებთ და მივცემთ მათ შესაძლებლობას ბრწყინვალე დღესასწაული სათანადოდ აღნიშნოს“, აცხადებენ „სმარტში“
სახალხო მოძრაობა „მადლიან საქართველოს“ მიზანია სამოქალაქო საზოგადოების მშენებლობის ხელშეწყობა, ნებელობითი სოციალური სოლიდარობის ტრადიციების ჩამოყალიბება, ქართულ საზოგადოებაში ევროპული სოლიდარული ღირებულებების დამკვიდრება, რათა საქართვეოში ადამიანები უზრუნველყოფილნი იყვნენ საარსებო პირობებითა და საკვებით.
„სახალხო მოძრაობა „მადლიანი საქართველო“ კვლავ განაგრძობს აქციებს „დააპურე საქართველო“ თბილისს, ბათუმსა და ქუთაისში და მოუწოდებს მსხვილი და საუბნო მარკეტების მფლობელებს თავიანთ მაღაზიებში მოაწყონ „მადლიანი კუთხე“, თარო, მაგიდა ან მაცივარი სადაც მომხმარებლებს შეეძლებათ დატოვონ სურსათი იმათთვის ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდებათ და გაულამაზოთ აღდგომა სოციალურად გაჭირვებულებს. სიკეთე ძალაა, ძალა ერთობაშია, ჩვენ ვართ ძალა, ჩვენ ერთად დავამარცხებთ შიმშილს“ განაცხადა „მადლიანი საქართველოს“ პრესს–მდივანმა ვერონიკა სიჭინავა–გოლდმანმა.
პოლიტიკა
- არსებული ურთიერთობების გათვალისწინებით, საქართველო ყირგიზეთს განიხილავს არა მხოლოდ როგორც მნიშვნელოვან და საიმედო პარტნიორს, არამედ როგორც მეგობარს - ირაკლი კობახიძე
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
- რუსთავში არასრულწლოვანმა კაცი მოკლა
საზოგადოება
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მსოფლიო
- ჩვენ დღეს ირანთან ომი დავასრულეთ, ისინი დათანხმდნენ, რომ არასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი - დონალდ ტრამპი
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
- უნგრეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას აჩერებს
- პეტერ მადიარი აცხადებს, რომ მზადაა მომავალ კვირაში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
- „ქალი მართავს“ - „თეგეტას“ კამპანიამ KIAF-ის 11 ჯილდო მოიპოვა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















