გიორგი მარგველაშვილი: რუსეთი ოკუპირებული ტერიტორიების მშვიდობიანად დაბრუნებით, შეიძენს მეგობრებს რეგიონში
საქართველო, თბილისი - 13:11 | 25.04.2016 ნანახია: 1800
რუსეთმა უნდა გაიაზროს, რომ საქართველოსათვის სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის სეპარატისტული რეგიონების მშვიდობიანი გზით დაბრუნებაში დახმარებით, ის შეიძენს მეგობრებს რეგიონში, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა ფრანგულ რადიო RFI-სთან ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.
მისი თქმით, კრიზისის ერთადერთი გადაწყვეტა დიპლომატიაშია და არა ომში. ინტერვიუში გიორგი მარგველაშვილმა აღნიშნა ასევე, რომ ის დარწმუნებულია საკუთარი ქვეყნის ეკონომიკურ როლში, რომელიც საქართველოს, როგორც აზიასა და ევროპას შორის ცენტრს შეუძლია შეასრულოს; ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენითა და ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის წყალობით, რომელიც მალე შევა ექსპლუატაციაში, ჩინეთი და ცენტრალური აზია დაუკავშირდება ევროპას.
მარგველაშვილის განცხადებით, საქართველომ ყველა ვალდებულება პასპორტის გაცემის პროცედურებთან დაკავშირებით შეასრულა. მისი თქმით, შენგენის სივრცეში ამით უნდა დაჩქარდეს მოქალაქეების უვიზო მიმოსვლა.
მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირთან კავშირების განმტკიცების მიზნით მოლაპარაკებები მნიშვნელოვანია, პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქათველოს საგარეო პოლიტიკისათვის ასევე არანაკლებ საკვანძოა ორმხრივი ურთიერთობები.
როგორც რადიოს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ სტატიაშია აღნიშნული, ალბათ, ევროკავშირის წევრობაზე, უფრო დიდი მიზანი საქართველოსთვის არის გახდეს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ნაწილი.
RFI-სთვის მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში პრეზიდენტმა მარგველაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ 2014 წელს ქვეყანას ალიანსის სტანდარტებთან ყველაზე თავსებადი სამხედრო ძალების მქონე NATO-ს არაწევრი ქვეყნის სტატუსი მიანიჭეს. ქართველი სამხედროები მონაწილეობენ NATO-ს ოპერაციებში ავღანეთში, ისევე, როგორც ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ევროკავშირის მისიაში.
ფრანგული რადიო სხვა თემებითაც დაინტერესდა. სტატიაში აღნიშნულია, რომ საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, ქსოვა - მისი გასაოცარი ჰობია, მან ის მოწევისათვის თავის დანებების მიზნით, როგორც „დრამატული ძალისხმევის ნაწილი“ გამოიყენა. თუმცა, პრეზიდენტმა ასევე, გააფრთხილა სხვა მწეველები, რომ „ეს მათ ვერ დაეხმარებათ“.
პოლიტიკა
- არსებული ურთიერთობების გათვალისწინებით, საქართველო ყირგიზეთს განიხილავს არა მხოლოდ როგორც მნიშვნელოვან და საიმედო პარტნიორს, არამედ როგორც მეგობარს - ირაკლი კობახიძე
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
- რუსთავში არასრულწლოვანმა კაცი მოკლა
საზოგადოება
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მსოფლიო
- ჩვენ დღეს ირანთან ომი დავასრულეთ, ისინი დათანხმდნენ, რომ არასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი - დონალდ ტრამპი
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
- უნგრეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას აჩერებს
- პეტერ მადიარი აცხადებს, რომ მზადაა მომავალ კვირაში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
- „ქალი მართავს“ - „თეგეტას“ კამპანიამ KIAF-ის 11 ჯილდო მოიპოვა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















