პრემიერ-მინისტრმა აშშ-ის მშვიდობის ინსტიტუტში საჯარო გამოსვლა გამართა
საქართველო, თბილისი - 18:15 | 27.04.2016 ნანახია: 1897
ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა აშშ-ის მშვიდობის ინსტიტუტში საჯარო გამოსვლა გამართა.
მტავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, გიორგი კვირიკაშვილმა აშშ-საქართველოს ურთიერთობებზე, საქართველოს ევროპულ დაევროატლანტიკურ სივრცეში სწრაფვასა და საქართველოს დღის წესრიგზე ისაუბრა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის თქმით, ქვეყნის შიგნით და რეგიონში არსებულიგამოწვევების მიუხედავად, საქართველო აგრძელებს დემოკრატიის გაძლიერებას დაევტოატლანტიკურ ინტეგრაციას, რაშიც დიდია ამერიკის შეერთებული შტატების დახმარების წვლილი.
"მიუხედავად გარე გამოწვევებისა, საქართველო მტკიცედ ისწრაფვის შინ და რეგიონში მშვიდობის უზრუნველყოფისკენ. სწორედ ეს არის ჩვენი საერთო მიზანი ამერიკის შეერთებულ შტატებსა და, რასაკვირველია, ამერიკის შეერთებული შტატების მშვიდობის ინსტიტუტთან. წლების განმავლობაში ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან საქართველოს მთავრობის მხარდაჭერას უდიდესი მნიშვნელობა აქვს. საქართველომ გამოიარა რამდენიმე შეიარაღებული კონფლიქტი. ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერის გარეშე შეუძლებელი იქნებოდა საქართველოს დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის შენარჩუნება,"-განაცხადა პრემიერმა.
გიორგი კვირიკაშვილი მიიჩნევს, რომ საქართველო არის აშშ-ის ერთგული მეგობარი სამხრეთ კავკასიაში, რომელმაც დაამტკიცა სანდოობა დასავლური კურსის მიმართ. მისი განმარტებით, საქართველოში ხორციელდება დემოკრატიული ინსტიტუტების ევროპეიზაცია და ინსტიტუციონალური სტანდარტების დაახლოება ევროპულ ნორმებთან.
გიორგი კვირკაშვილმა ხაზი გაუსვა ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის მნიშვნელობას და განაცხადა, რომ ვიზიტის ერთ-ერთი მიზანი საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობების შესახებ ინფორმაციის გავრცელება და ინვესტორების მოზიდვაა.
"საქართველომ ხელი მოაწერა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შეთანხმებას, რომელიც გულისხმობს ფუნდამენტურ ცვლილებებს საქართველოს ინსტიტუციონალურ მოწყობასა და საკანონმდებლო ბაზაში, რისი მიზანიცაა საქართველოში დემოკრატიული სტანდარტების ამაღლება. ეს შეთანხმება ასევე უზრუნველყოფს კარგ საფუძველს ინვესტირებისთვის. ამ მხრივ, საქართველო მართლაც განსაკუთრებული ქვეყანაა, რომელსაც აქვს მაღალი რეიტინგები, მაგალითად, ბიზნესის წარმოების სიმარტივის კუთხით, ერთ-ერთი ყველაზე დაბალი კორუფციის მაჩვენებელი, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მსუბუქი საგადასახადო ტვირთი,"-აღნიშნა პრემიერმა.
მისივე თქმით, საქართველო ამერიკელ ინვესტორებს სთავაზობს დიდ შესაძლებლობებს.
"საქართველო არის ინვესტირების კუთხით ერთ-ერთი ყველაზე მომხიბვლელი ქვეყანა. რეგიონში ჩვენ ვართ ერთადერთი ქვეყანა, რომელსაც აქვს თავისუფალი და ღია ეკონომიკა. საქართველოს აქვს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებები ევროკავშირის ყველა წევრ ქვეყანასთან, ასევე ჩვენს მეზობლებთან. გარდა ამისა, ახლახან ჩვენ წამოვიწყეთ მოლაპარაკებები ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების შესახებ,"-განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მთავრობის ოთხპუნქტიანი რეფორმების გეგმაზე ისაუბრა. მისი თქმით, გეგმის ეკონომიკური ბლოკი გულისხმობს ცვლილებებს საგადასახადო სისტემის შემდგომ ლიბერალიზაციას, გადასახადების ადმინისტრირების მეთოდების ძირეულ ცვლილებებს, სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე კომპანიების აქტივების დაყადაღების პრაქტიკის გაუქმებას, დამწყები ბიზნესების დაფინანსების მექანიზმების დანერგვას. მანვე განათლების სისტემის ძირეულ რეფორმაზე, ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების სტრატეგიასა და ღია, ეფექტიანი მმართველობის უზრუნველყოფაზე ისაუბრა.
ვრცელ გამოსვლაში გიორგი კვირიკაშვილი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მდგომაროებას შეეხო და ხაზი გაუსვა, საქართველოს მთავრობის ურყევ ნებას გააღვივოს აფხაზ და ოს მეგობრებთან მშვიდობიანი და მეგობრული ურთიერთობები.
პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებზე.
«ჩვენი მტკიცე გადაწყვეტილებაა წელს საქართველოს უახლეს ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო არჩევნების ჩატარება. ამ მიზნის მისაღწევად, მე გამოვედი საქართველოში სხვადასხვა პოლიტიკურ ძალასა და დაინტერსებულ მხარეს შორის კომუნიკაციის რამდენიმე ტიპისა და ფორმატის გამოყენების ინიციატივით,"-აღნიშნა პრემიერმა.
სიტყვით გამოსვლის დასასრულს გიორგი კვირიკაშვილმა შეხვედრის მონაწილეთა მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხა.
პრემიერ-მინისტრის საჯარო მოხსენებას მშვიდობის ინსტიტუტის პროფესორები და ამერიკელი ექსპერტები დაესწრნენ. შეხვედრაზე იმყოფებოდნენ სენატორი კრის მერფი,საქართველოში აშშ-ის ელჩი იან კელი და ყოფილი ელჩი რიჩარდ ნორლანდი.
პოლიტიკა
- არსებული ურთიერთობების გათვალისწინებით, საქართველო ყირგიზეთს განიხილავს არა მხოლოდ როგორც მნიშვნელოვან და საიმედო პარტნიორს, არამედ როგორც მეგობარს - ირაკლი კობახიძე
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
- რუსთავში არასრულწლოვანმა კაცი მოკლა
საზოგადოება
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მსოფლიო
- ჩვენ დღეს ირანთან ომი დავასრულეთ, ისინი დათანხმდნენ, რომ არასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი - დონალდ ტრამპი
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
- უნგრეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას აჩერებს
- პეტერ მადიარი აცხადებს, რომ მზადაა მომავალ კვირაში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
- „ქალი მართავს“ - „თეგეტას“ კამპანიამ KIAF-ის 11 ჯილდო მოიპოვა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















