პრეზიდენტმა ხელი მოაწერა კანონპროექტს „სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე"
საქართველო, თბილისი - 11:18 | 29.04.2016 ნანახია: 1821
საქართველოს პრეზიდენტის მრჩევლის კახა კოჟორიძის განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ხელი მოაწერა კანონპროექტს „სპეციალური პენიტენციური სამსახურისშესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე".
მედიასთან შეხვედრისას კახა კოჟორიძემ ასევე იმ შენიშვნებზე ისაუბრა, რომელიც პრეზიდენტის ადმინისტრაციას აქვს პარლამენტში კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით :
"დღეს პარლამენტმა მიიღო გამარტივებული წესით სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესახებ კანონში ცვლილებების პროექტი, ამ ცვლილებებით ხდება 2017 წლის პირველ მარტამდეგადავადება იმ წესისა, რომელიც 2016 წლის პირველ მაისს უნდა ამოქმედებულიყო. ეს წესი ითვალისწინებდა იმას, რომ მინისტრს და დეპარტამენტის დირექტორს თანამდებობაზე პირისკონკურენციის გარეშე დანიშვნის შესაძლებლობა აღარ უნდა ჰქონოდა. საქართველოს პრეზიდეტმა მიიღო გადაწყვეტილება ამ კანონპროექტზე ხელმოწერასთან დაკავშირებით, თუმცა გვსურსრამდენიმე გარემოებას გავუსვათ ხაზი. სამწუხაროდ, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა საქართველოს პარლამენტის მხრიდან ხდება ძალიან მნიშვნელოვანი რეგულაციების ამოქმედების ვადისგადაწევა. უშუალოდ ეს კანონპროექტი რამდენჯერმე იქნა გადადებული. დამატებით მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენთვის მიუღებელია ის ცაიტნოტი, რა მდგომარეობაშიც საქართველოს პრეზიდენტსგადაწყვეტილების მიღება უწევს. კონსტიტუციის თანახმად, პრეზიდენტს აქვს 10 დღიანი ვადა, რომ კარგად გაეცნოს კანონპროექტს და მიიღოს გადაწყვეტილება. ამ შემთხვევაში პრეზიდენტიცაიტნოტში აღმოჩნდა, გამომდინარე იქიდან, რომ ეს 10 დღიანი ვადა აღარ არის დარჩენილი პირველ მაისამდე და ჩვენ იძულებული ვიყავით, ამ კონკრეტულ კანონპროექტთან დაკავშირებითგადაწყვეტილება რამდენიმე საათში მიგვეღო", - განაცხადა კოჟორიძემ.
პრეზიდენტის მრჩევლის განცხადებით, ეს კონკრეტული საკითხი არ განეკუთვნება იმ კატეგორიას, როცა რაიმე ექსტრაორდინალურ ვითარებასთან გვაქვს საქმე. კახა კოჟორიძის თქმით, მიუხედავადზემოაღნიშნულისა, გიორგი მარგველაშვილი ხელს აწერს ამ გადაწყვეტილებას, გამომდინარე იქიდან, რომ ითვალისწინებს იმ სპეციფიკას, რასაც სპეციალური პენიტენციური სამსახური ახორციელებსდა მისი მუშაობის შეფერხება არ სურს.
"თუმცა კიდევ ერთხელ და უკვე მერამდენედ უნდა მოვუწოდოთ და მოვთხოვოთ საქართველოს პარლამენტს, რომ დასრულდეს მნიშვნელოვანი და სწორი რეგულაციების გადავადების პრაქტიკა დაკანონპროექტის მიღება ხდებოდეს იმ ვადით, რომ პრეზიდენტს ჰქონდეს კონსტიტუციით განსაზღვრული 10 დღიანი ვადის სრულად გამოყენების საშუალება. ასეთი დაპირება პარლამენტისთავმჯდომარის მხრიდან მოვისმინეთ, რომ პრეზიდენტი ცაიტნოტის რეჟიმში არ აღმოჩნდებოდა, თუმცა ასეთი გარემოება კვლავ განმეორდა", - აღნიშნა კახა კოჟორიძემ.
პოლიტიკა
- არსებული ურთიერთობების გათვალისწინებით, საქართველო ყირგიზეთს განიხილავს არა მხოლოდ როგორც მნიშვნელოვან და საიმედო პარტნიორს, არამედ როგორც მეგობარს - ირაკლი კობახიძე
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
- რუსთავში არასრულწლოვანმა კაცი მოკლა
საზოგადოება
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მსოფლიო
- ჩვენ დღეს ირანთან ომი დავასრულეთ, ისინი დათანხმდნენ, რომ არასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი - დონალდ ტრამპი
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
- უნგრეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას აჩერებს
- პეტერ მადიარი აცხადებს, რომ მზადაა მომავალ კვირაში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
- „ქალი მართავს“ - „თეგეტას“ კამპანიამ KIAF-ის 11 ჯილდო მოიპოვა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















