„სიტყვის მუზეუმი“ 5 მაისს გაიხსნება
საქართველო, თბილისი - 14:22 | 04.05.2016 ნანახია: 1759
5 მაისს, 19:00 საათზე, გ. ლეონიძის სახ. ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმში გაიხსნება გამოფენა „სიტყვის მუზეუმი“, რომელიც 16 მაისამდე გაგრძელდება. პროექტი ხორციელდება თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრის მხარდაჭერით.
პროექტში 20-მდე მხატვარი მონაწილეობს: მარიამ ნატროშვილი/დეთუ ჯინჭარაძე, ილიკო ზაუტაშვილი, კოკა რამიშვილი, მამუკა ჯაფარიძე, გურამ წიბახაშვილი, თემო ჯავახიშვილი, კარლო კაჭარავა, ლევან ჭოღოშვილი, ნიკო ცეცხლაძე, კოტე ჯინჭარაძე, გიო სუმბაძე, არჩილ თურმანიძე, მაქსიმე მაჩაიძე, ზურა ჯიშკარიანი, ანდრეა დოლიძე, ჯგუფი "ბულიონი".
გამოფენა ქართველი მხატვრების ტექსტზე დაფუძნებული ნამუშევრების დროებითი „მუზეუმია“, რომელიც ქართული თანამედროვე ხელოვნების სხვადასხვა თაობის მხატვრებს ერთ სივრცეში აერთიანებს. გამოფენაზე ნაჩვენებია როგორც გასული საუკუნის 90-ანი წლების, ასევე ბოლო 10 წლის მანძილზე და სპეციალურად გამოფენისთვის შექმნილი ნამუშევრები.
გამოფენის კურატორები: მაგდა გურული, მარიამ ნატროშვილი
სიტყვის ფენომენი ცნობიერ, ვერბალურ და გამომსხველობით განზომილებებშია სტრუქტურირებული. ბგერების და სიტყვების კონცეპტუალური და ლინგვისტური მახასიათებლების გამოყენება ესთეტიკური ამოცანების გადასაწყვეტად, მხატვრული კვლევის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სფეროა.
ვიზუალურ ინფორმაციაში ლინგვისტური კოდის შესვლა მნიშვნელოვანი გარდატეხა იყო თანამედროვე ხელოვნებაში. როგორც როლან ბარტი ამბობს: "როდესაც კონცეპტუალისტმა მხატვრებმა თავიანთი ნამუშევრების ახსნა ვრცელი ტექტსებით დაიწყეს ან ტექსტები სულაც გამოსახულებებზე მოათავსეს, ამით მათ გაანადგურეს მანამდე არსებული დაყოფა იმიჯსა და ტექსტს, მაღალ ხელოვნებასა და მასკულტურას შორის." გამოფენზე წარმოდგენილია ტექსტზე დაფუძნებული ნამუშევრები, რომლებშიც სიტყვა და ტექსტი პირველადი შემოქმედებითი იმპულსის მატარებელი, კონცეპტუალური კომპონენტია. ეს არის განმარტებითი, მისტიფიკაციური, დეკლარაციული, სპონტანური ან წინააღმდეგობრივი ტექსტები. ისინი თან ერთვიან იმიჯს, ობიექტს, ან თვითონვე გარდაიქმნებიან იმიჯად და დამოუკიდებელი ნამუშევრები ხდებიან. გარდა იმისა, რომ იდეის გადმოსაცემად ისინი ვიზუალურ შემადგენელთან ერთად, სიტყვას და ტექსტს იყენებენ, მსგავსი ნამუშევრები იმიჯსა და ტექსტს შორის ურთიერთდამოკიდებულებასაც იკვლევენ.
„word-art“-ს, სიტყვის ხელოვნებას, ევროპული ტრადიციის პარალელურად, მნიშვნელოვანი ისტორია აქვს თბილისური მოდერნიზმის მხატვრების შემოქმედებაში. (დავით კაკაბაძე, ილია და კირილე ზდანევიჩები, H2SO4, ვიზუალური პოეზია და სხვ.) ქართველი მხატვრები დღემდე ქმნიან ორმაგად კოდირებულ ნამუშევრებს, სადაც არტისტული და სოციალური კონტექსტის გამოსავლენად, ისინი ორ საინფორმაციო/სასიგნალო სისტემას - ლინგვისტურ და ვიზუალურ გზავნილს შორის არსებულ დაძაბულობას, კონფრონტაციას და პირიქით, თანხვედრის ან უერთიერთგაძლიერების ეფექტს იყენებენ. ტექსტზე დაფუძნებული ნამუშევრები მაყურებელს მათი გააზრების უფრო აქტიურ პროცესს და ჩართულობის მეტ დიაპაზონს სთავაზობს, რადგან ნამუშევრის პერცეფცია, ამ დროს, ცილდება ვიზუალურ, თვალის საამებელ, "მხოლოდ მხედველობით" ("only retinal" Marcel Duchamp) აქღმას და მნახველს ნამუშევრის ხილული, "ფიზიკური სხეულის" მიღმა, საკუთარ გამოცდილებაში და წარმოდგენებში აგზავნის.
როგორც ცნობილია, მუზეუმი არის ინსტიტუცია, რომელიც განსაკუთრებული სახელოვნებო, კულტურული, ისტორიული და სამეცნიერო მნიშვნელობის მქონე არტეფაქტების და ობიექტების კოლექციებს ქმნის და დროებითი თუ პერმანენტული გამოფენების გზით ხელმისაწვდომს ხდის ფართო საზოგადოებისთვის. „სიტყვის მუზეუმი“ მუზეუმის სწორედ ამ ფუნქციას იმეორებს.
პოლიტიკა
- არსებული ურთიერთობების გათვალისწინებით, საქართველო ყირგიზეთს განიხილავს არა მხოლოდ როგორც მნიშვნელოვან და საიმედო პარტნიორს, არამედ როგორც მეგობარს - ირაკლი კობახიძე
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
- რუსთავში არასრულწლოვანმა კაცი მოკლა
საზოგადოება
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მსოფლიო
- ჩვენ დღეს ირანთან ომი დავასრულეთ, ისინი დათანხმდნენ, რომ არასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი - დონალდ ტრამპი
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
- უნგრეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას აჩერებს
- პეტერ მადიარი აცხადებს, რომ მზადაა მომავალ კვირაში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
- „ქალი მართავს“ - „თეგეტას“ კამპანიამ KIAF-ის 11 ჯილდო მოიპოვა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















