„საქართველო აუცილებლად გახდება ნატოს წევრი“ - თინათინ ხიდაშელი
საქართველო, თბილისი - 18:10 | 05.05.2016 ნანახია: 1839
„მე ვიცი ზუსტად, ის, რაც წერია დოკუმენტებში, ის, რაზეც საუბრობენ ნატოს წევრი ქვეყნების ლიდერები, ის, რაც ხდება ნატოს მინისტერიალებზე... მე ვიცი, რომ საქართველო აუცილებლად გახდება ნატოს წევრი. მონტენეგროს მიწვევა დეკემბერში ნატოს წევრობისთვის არის საუკეთესო დასტური იმისა, რომ ღია კარის პოლიტიკა მოქმედებს და არავის ნატოს კარი არ ჩაუკეტავს“,- განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ტელეკომპანია GDS-ის გადაცემა 20:30-ში სტუმრობისას. თინათინ ხიდაშელის განცხადებით, დეკემბრის მინისტერიალის ტექსტი, სრულიად ცალსახად ამბობს, რომ მაპი არის პოლიტიკური გადაწყვეტილების პროცესის ნაწილი.
„საქართველოს აქვს ყველა ინსტრუმენტი ნატოს წევრობისთვის მოსამზადებლად. მე ძალიან ხშირად ვამბობ, რომ მაპი არის საქართველოს წარსული და ამას თავის დაზღვევის მიზნით არ ვამბობ... სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, არც ერთ ქვეყანას, რომელიც სოციალისტური ბანაკის გაქრობის შემდეგ ნატოს წევრი გახდა, არ ჰქონია არაფერი იმის მსგავსიც კი, რაც 19 მაისს იქნება საქართველოში. 19 მაისს ჩვენ გვექნება ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის პირველი გამოშვების ღონისძიება. ველოდები, რომ წინადადებების პაკეტი, რომელიც თებერვლის თავდაცვის მინისტერიალზე წარვადგინე და, რომელიც ერთადერთი ამოცანის მატარებელია, რომ საქართველოს თავდაცვისუნარიანობა იყოს გაცილებით ფართო, მეტი ინსტრუმენტით დატვირთული, მეტი შესაძლებლობების მატარებელი შეჩერების პოლიტიკის ეფექტიანობისთვის, იყოს რეალიზებული ვარშავაში. ამ წინადადებებზე მიმდინარეობს მუშაობა, ამ წუთას თითქმის 90%-ზე მწვანე შუქი გვაქვს და დასტური გვაქვს ნატოდან... 11 მაისს ჩვენ ვიწყებთ სრულიად უპრეცენდენტო სწავლებას, ასეთი რამ საქართველოში არ ყოფილა. ეს მთელი წლის განმავლობაში გაწეული ძალიან დიდი შრომის შედეგია“,- განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.
პოლიტიკა
- არსებული ურთიერთობების გათვალისწინებით, საქართველო ყირგიზეთს განიხილავს არა მხოლოდ როგორც მნიშვნელოვან და საიმედო პარტნიორს, არამედ როგორც მეგობარს - ირაკლი კობახიძე
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
- რუსთავში არასრულწლოვანმა კაცი მოკლა
საზოგადოება
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მსოფლიო
- ჩვენ დღეს ირანთან ომი დავასრულეთ, ისინი დათანხმდნენ, რომ არასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი - დონალდ ტრამპი
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
- უნგრეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას აჩერებს
- პეტერ მადიარი აცხადებს, რომ მზადაა მომავალ კვირაში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
- „ქალი მართავს“ - „თეგეტას“ კამპანიამ KIAF-ის 11 ჯილდო მოიპოვა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















