ბინის განახლება გაზაფხული/ზაფხულის სეზონზე - 7 შეუდარებელი იდეა
საქართველო, თბილისი - 07:54 | 07.05.2016 ნანახია: 2724
გთავაზობთ 7 უბრალო და ამავე დროს აუცილებელ იდეას საგაზაფხულოდ/საზაფხულოდ ბინის განახლებისათვის:
კარგად გაანიავეთ ბინა
განახლება დაიწყეთ ბინის/სახლის სისუფთავით. მოაწყვეთ "გრანდიოზული" დასუფთავება. კარგად შეამოწმეთ ყველა ოთახის კუთხე და წერტილი, გაწმინდეთ ფანჯრები. ასევე დაალაგეთ კარადები, უჯრები, გადაარჩიეთ ნივთები...
ფერები განსაზღვრავს განწყობას
ფერთა პალიტრის შეცვლა მნიშვნელოვან გავლენას ახდენს განწობაზე. ზაფხულის სეზონისათვის საუკეთესოა თბილი და ხასხასა ფერები: ყვითელი, მწვანე, ფირუზისფერი... თუმცა აუცილებლად შეაზავეთ ნაზი ფერის შტრიხებით და თავად ნახავთ როგორ შეიცვლება ატმოსფერო.
რა თქმა უნდა, ეს არ გულისხმობს "გლობალურ" ცვლილებებს. ხასიათს ქმნის ისეთი დეტალები, როგორიცაა სამზარეულოს ფარდა, ლარნაკი ყვავილებით, დეკორატიული ბალიშები და ა.შ
დაე სახლი აყვავდეს!
ეცადეთ სახლში ბევრი ქოთნის ყვავილი გაახაროთ. ალტერნატიული ვარიანტია - ყვავილები ლარნაკში. ცოცხალ ყვავილს რეალური სარგებელი მოაქვს ენერგეტიკისა და სახლის ეკოლოგიისათვის. ყვავილებიან ბინაში ყოველთვის დიდი ოდენობით სისუფთავის შეგრძნება და შთაგონების წყაროა.
გაზაფხული კედლებზე
გამბედავი და ნიჭიერი ადამიანებისთვის იდეალური ვარიანტია კედლების შეღებვა ან ვინილის დეკორატიული სტიკერები, რომლის მეშვეობითაც თქვენს კედლებზე შესაძლებელია იყოს ყვავილები, ჩიტები, ხეები... ასევე შეგიძლიათ თქვენთვის საუკეთესო ფოტოკოლაჟი გააკრათ მაგიდის თავზე.
საუზმე ბაღში
მომგებიანი გზა იგრძნოთ ბინაში საზაფხულო განწყობა - ისაუზმოთ ბაღში, სახლიდან გაუსვლელად. ხის დაწნილი სკამები, ყვავილებიანი მაგიდის გადასაფარებელი, დიდი ყვავილებიანი ლარნაკი მაგიდის შუაში მოთავსებული,- რა შეიძლება იყოს აგარაკის მშვიდ ატმოსფეროზე უკეთესი? ამიტომ, გააღეთ ფანჯრები, მოიდუღეთ თქვენთვის საყვარელი ბალახეული ჩაი, მოდუნდით და ზაფხულიც თქვენს ფანჯრებთან და თქვენში იქნება!
არ დაგავიწყდეთ ჭურჭლის შესახებ!
მოსაწყენ და ერთფეროვან ჭურჭელს შემატეთ სიხალასე, სასურველია სიჭრელე, - გაახარეთ საკუთარი თავი ჭიქით, რომელსაც ყვავილებიანი პრინტი ექნება, სალათისფერი თეფშებით... ისეთ განწყობას შეგიქმნით ფერადი ჭურჭელი, რომ თავადაც გაგიკვირდებათ.
ეკონომიური ცვლილებები
თუ ფიქრობთ, რომ ბინის დეკორი ძვირი დაგიჯდებათ, ძალიან ცდებით! ნამდვილი "აღმოჩენა" შეიძლება ცხვირწინ გქონდეთ, ან სულაც ძველ სკივრში, ანტრესოლზე, წინდებით მოვაჭრე ბებიასთან.
გარდა იმისა, რომ საკმაოდ ბევრ მაღაზიას აქვს დიდი არჩევანი ხარისხიან და ამავე დროს ხელმისაწვდომ ნივთებზე ინტერიერისათვის, საუკეთესო და საინტერესო ნივთები ხშირად ჩვენს სახლებში ინახება, რომელსაც მცირედი "ხელის შევლება" ორიგინალურ და საყვარელ ავეჯად აქცევს. მთავარია შეამჩნიოთ!
გაზაფხული/ზაფხული საუკეთესო დროა განახლებისა და ცვლილებებისათვის, ამიტომ გაითვალისწინეთ ჩვენი რჩევები და ერთად განვაახლოთ ბინები.
თუ თქვენი განსაკუთრებული მეთოდები გაქვთ, აუცილებლად გაგვიზიარეთ კომენტარებში.
პოლიტიკა
- „თავისუფლება სინდისის პატიმრებს - მადლობა ბრძოლისთვის“ - ფილარმონიიდან პარლამენტისკენ მსვლელობა იმართება
- სრული ბოდვაა, ქვეყნის შიგნით რა კანონებია საჭირო, ხელისუფლება გადაწყვეტს - კახა კალაძე „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშზე
- მინდა, ვუთხრა რეჟიმის ყველა მსხვერპლს - თქვენ მოიპოვეთ ახალი მნიშვნელოვანი მექანიზმი იმისთვის, რომ ამ რეჟიმმა პასუხი აგოს სამართლებრივად ყველა დარღვევაზე - სალომე სამადაშვილი
- ეუთო-ს რეკომენდაციები ან უნდა შესრულდეს, ან დადგება ანგარიშში აღწერილი პოლიტიკური და სამართლებრივი შედეგები - ლონდა თოლორაია
სამართალი
- კახეთში ახალგაზრდა კაცს თანხის გამოძალვის მიზნით, პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტო-ვიდეო მასალა სოციალურ ქსელში გაუვრცელეს, რის შემდეგაც მან თავი მოიკლა - დაკავებულია 2 პირი
- თბილისში უცხო ქვეყნის მოქალაქეს ყაჩაღურად თავს დაესხნენ
- დააკავეს 4 არასრულწლოვანი, რომელთაც აფთიაქებიდან და მაღაზიიდან პროდუქცია გაიტაცეს
- თინა ხიდაშელი და გუბაზ სანიკიძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე დაიბარეს
მსოფლიო
- სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ ბელარუსის მიერ კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი შესაძლო დანაშაულების გამოძიება დაიწყო - Reuters
- ჩვენ მთლიანად ვანადგურებთ ირანის ტერორისტულ რეჟიმს, ნახეთ, რა დაემართებათ დღეს ამ შეშლილ ნაძირლებს, მე, როგორც აშშ-ის პრეზიდენტი, ვკლავ მათ, დიდი პატივია ამის გაკეთება - დონალდ ტრამპი
- ერაყში, სამხედრო ბაზაზე დრონების თავდასხმის შედეგად ერთი ფრანგი სამხედრო დაიღუპა და ექვსი დაიჭრა
- ევროკავშირის სანქციები იმ ადამიანებზეც უნდა გავრცელდეს, ვინც პასუხისმგებლები არიან საქართველოში დემოკრატიის განადგურებაზე - მალგოჟატა გოშევსკა
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა
- საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის გათამაშებისთვის ემზადება

















