სოფლის მეურნეობის სამინისტრო სამოქმედო გეგმის შესრულების კვარტალურ ანგარიშს აჯამებს
საქართველო, თბილისი - 16:38 | 08.05.2016 ნანახია: 2056
სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ დანელიამ მინისტრის მოადგილეებთან და სამინისტროს სისტემაში შემავალი უწყებების ხელმძღვანელ პირებთან ერთად საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარების 2015-2020 წლების სტრატეგიის 2016 წლის სამოქმედო გეგმის შესრულების კვარტალური ანგარიში შეაჯამა.
ოთარ დანელიას განცხადებით, დეტალურად გაწერილი სამოქმედო გეგმა და მისი სრულფასოვნად შესრულება, სოფლის მეურნეობის განვითარების სტრატეგიის წარმატებულად განხორციელებისთვის აუცილებელი მექანიზმია.
აღსანიშნავია, რომ სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2016 წლის ბიუჯეტის პირველი კვარტლის გეგმა 94%-ით შესრულდა. სამუშაო შეხვედრის დროს, საანგარიშო პერიოდში დაგეგმილი პროექტების შესრულების ანგარიში სოფლის მეურნეობის სამინისტროს და მის სისტემაში შემავალი უწყებების ხელმძღვანელმა პირებმა წარმოადგინეს.
შეხვედრაზე წარმოდგენილი იყო ინფორმაცია სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენრეთა დაცვის მიმართულებით განხორციელებული ღონისძიებების შესახებ. აღინიშნა, რომ
- 2016 წლის პირველ კვარტალში 2015 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში, ბიზნესოპერატორთა შემოწმებების რაოდენობა გაიზარდა (81%--ით დოკუმენტური შემოწმება, 65%-ით ინსპექტირება), დარღვევის ფაქტებმა კი იკლო, რაც სურსათის ეროვნული სააგენტოს მხრიდან ბიზნესოპერატორების კარგად ინფორმირებულობამ და ცნობიერების ამაღლებამ განაპირობა;
- ეპიზოოტიური კეთილსაიმედოობის უზრუნველყოფის მიზნით, მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს ცხოველთა ვაქცინაცია, ბრუცელოზის საწინააღმდეგო ღონისძიებები და ცხოველთა იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის პროგრამა;
- მცენარეთა დაცვის პროგრამის ფარგლებში ხორციელდება განსაკუთრებით საშიშ მავნებლებთან ბრძოლის ღონისძიებები და პესტიციდების ბაზრის კონტროლი.
- მიმდინარე წლის პირველ კვარტალში საქართველოს მელიორაციის მიერ სამელიორაციო სისტემების რეაბილიტაცია მიმდინარეობდა 26 ობიექტზე. ამ ეტაპისთვის წყალუზრუნველყოფილია 106,4 ათასი ჰა, ხოლო დაშრობილი ფართობი 28,4 ათასი ჰექტარია.
- სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს მიერ, მეფუტკრეობის კოოპერატივების მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებზე გადასაცემად, საანგარიშო პერიოდში შეძენილია 3 351 სკა და 18 საწური.
- შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტით მიმიდნარე წლის პირველ კვარტალში გაცემულია 293 სესხი 8,762 819 აშშ დოლარი და 63 სესხი 2,756,177 ლარი.
მცირემიწიან ფერმერთა საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის ღონისძიებების ფარგლებში საანგარიშო პერიოდში მოხნულმა ფართობმა 37,609 ჰა შეადგინა, ამ ეტაპზე პროექტის ფარგლებში მოხნული მიწის ფართობი ჯამში შეადგენს 85,320 ჰა-ს. აგროქულებით სასოფლო-სამეურნეო პროდუქტებზე განაღდებულია 5,391 554 ლარი.
- სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადამამუშავებელი საწარმოების თანადაფინანსების პროექტის ფარგლებში 2014-2016 წლებში დამტკიცებულია 29 პროექტი, ჯამური ღირებულებით 18,961,442 აშშ დოლარი, საიდანაც სახელმწიფო თანადაფინანსებამ 6,796,375 აშშ დოლარი შეადგინა. 2016 წელს აღნიშნული თანადაფინანსების პროექტიდან გაცემულია 265,842 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარში.
- პროექტის „დანერგე მომავალის“ ფარგლებში, 2016 წელს დამტკიცებულია 100 განაცხადი. სააგენტოს ჯამური თანადაფინანსება ნერგებსა და სარწყავ სისტემებზე შეადგენს 2,367,874 ლარს. გასაშენებელი ბაღების ფართობი 509 ჰა-ს შეადგენს. პროექტის დაწყებიდან დღემდე საქართველოს სხვადასხვა რეგიონში გაშენების ეტაპზეა 836 ჰა ინტენსიური და ნახევრად ინტენსიური ბაღები.
- ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელშეწყობით, ქართულმა კომპანიებმა მონაწილეობა მიიღეს ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების 6 საერთაშორისო გამოფენა-დეგუსტაციის ღონისძიებებში მსოფლიოს 7 ქვეყანაში. მთლიანობაში ღვინის, ბრენდის, ჭაჭის, ღვინომასალის, ჩამოსასხმელი ბრენდისა და საბრენდე სპირტის ექსპორტის შედეგად მიღებულმა შემოსავლებმა საანარიშო პერიოდში 47,370 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან მიმართებაში 14 მლნ აშშ დოლარით მეტია.
- სოფლის მეურნეობის დარგში სამეცნიერო-კვლევითი ღონისძიებები რეგიონებში ხორციელდება აქტიურად, გრძელდება საქართველოში თესლისა და სარგავი მასალების სერთიფიცირების სისტემის დანერგვისთვის საჭირო ღონისძიებების გატარება.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამოქმედო გეგმაში გათვალისწინებულია რეგიონებისა და მუნიციპალიტეტების ეკონომიკური განვითარების ხელშწყობა; ინსტიტუციური მოწყობის სრულყოფა; საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურების ეფექტიანი ფუნქციონირება; ფერმერთა გადამზადება საბაზრო ურთიერთობების მოთხოვნების შესაბამისად; სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ინტეგრირებული განვითარება; სასოფლო-სამეურნეო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია; ფერმერთა ცოდნის ამაღლება და ეფექტიანი სასოფლო-სამეურნეო ექსტენციის მომსახურების გაწევა (ექსტენციის სტრატეგიის შემუშავება); სასურსათო უსაფრთხოების ანალიზისა და მონიტორინგის ხარისხის გაუმჯობესება;
ბორჯომში გამართული სამუშაო შეხვედრა ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკის სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების პროგრამის (ENPARD) და სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) პროექტის "სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაძლებლობების განვითარება“ ფარგლებში გაიმართა.
პოლიტიკა
- არსებული ურთიერთობების გათვალისწინებით, საქართველო ყირგიზეთს განიხილავს არა მხოლოდ როგორც მნიშვნელოვან და საიმედო პარტნიორს, არამედ როგორც მეგობარს - ირაკლი კობახიძე
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
- რუსთავში არასრულწლოვანმა კაცი მოკლა
საზოგადოება
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მსოფლიო
- ჩვენ დღეს ირანთან ომი დავასრულეთ, ისინი დათანხმდნენ, რომ არასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი - დონალდ ტრამპი
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
- უნგრეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას აჩერებს
- პეტერ მადიარი აცხადებს, რომ მზადაა მომავალ კვირაში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
- „ქალი მართავს“ - „თეგეტას“ კამპანიამ KIAF-ის 11 ჯილდო მოიპოვა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















