კანადაში საქართველოსთან პარლამენტთაშორისი ურთიერთობის გააქტიურებაზე იმსჯელეს
საქართველო, თბილისი - 16:28 | 13.05.2016 ნანახია: 1842
საქართველოსა და კანადის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის მიმდინარე პოლიტიკური კონსულტაციების ფარგლებში, საგარეო საქმეთამინისტრის პირველი მოადგილე დავით ზალკალიანი კანადაში შეხვედრებს განაგრძობს.
2016 წლის 12 მაისს მინისტრის პირველმა მოადგილემ შეხვედრა გამართა კანადის პარლამენტის წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა დასაერთაშორისო განვითარების კომიტეტის თავმჯდომარესთან რობერტ ნოლტთან, ასევე ნატოს საპარლამენტო ასამბლეაში კანადის დელეგაციისხელმძღვანელის მოადგილეებთან, წარმომადგენელთა პალატის წევრებთან, კრის ბიტლთან და შერილ გალანტთან.
შეხვედრებზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საქართველოსა და კანადას შორის პარლამენტთაშორისი ურთიერთობების გააქტიურებაზე და საპარლამენტო დელეგაციების ვიზიტების გაცვლის შესაძლებლობაზე.
ქართულმა მხარემ ისაუბრა საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებზე, ქვეყნის ვერო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესზე. მიმოიხილეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება.
ხაზი გაესვა საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერის მნიშვნელობას საქართველოს საგარეო პოლიტიკური მისწრაფებების განხორციელების კუთხით.
ნატოს საპარლამენტო ასამბლეაში კანადის დელეგაციის ხელმძღვანელის მოადგილეებთან შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ნატოს 2016 წლის ვარშავის სამიტის მოსამზადებელ საკითხებს. ამ მხრივ აღინიშნა ნატო-ში ინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესის სათანადოდ ასახვის მნიშვნელობა. კანადურმა მხარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა ნატოს საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში საქართველოს ნატოში გაწევრიანების საკითხის მხარდაჭერა.
ვიზიტის ფარგლებში გაიმართა მინისტრის პირველი მოადგილის საჯარო გამოსვლა კარლტონის უნივერსიტეტის ევროპის, ევრაზიისა და რუსეთის სწავლებების ინსტიტუტში თემაზე „საქართველო დასავლეთისკენ: გამოწვევები და შესაძლებლობები." საკუთარ გამოსვლაში დავით ზალკალიანმა დეტალურად მიმოიხილა საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტები, ისაუბრა რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოსა და გამოწვევებზე, საქართველოში მიმდინარე დემოკრატიული და ეკონომიკური რეფორმებზე. გამოსვლის დასრულების შემდგომ დავით ზალკალიანმა უპასუხა დამსწრე საზოგადოების შეკითხვებს.
პოლიტიკა
- არსებული ურთიერთობების გათვალისწინებით, საქართველო ყირგიზეთს განიხილავს არა მხოლოდ როგორც მნიშვნელოვან და საიმედო პარტნიორს, არამედ როგორც მეგობარს - ირაკლი კობახიძე
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
- რუსთავში არასრულწლოვანმა კაცი მოკლა
საზოგადოება
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მსოფლიო
- ჩვენ დღეს ირანთან ომი დავასრულეთ, ისინი დათანხმდნენ, რომ არასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი - დონალდ ტრამპი
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
- უნგრეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას აჩერებს
- პეტერ მადიარი აცხადებს, რომ მზადაა მომავალ კვირაში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
- „ქალი მართავს“ - „თეგეტას“ კამპანიამ KIAF-ის 11 ჯილდო მოიპოვა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















