საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის დავით დონდუას ვიზიტი ირლანდიაში
საქართველო, თბილისი - 11:00 | 19.05.2016 ნანახია: 1886
17-18 მაისს გაიმართა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, დავით დონდუას ვიზიტი ირლანდიაში.
ვიზიტის ფარგლებში დავით დონდუა შეხვდა ირლანდიის პარლამენტის წარმომადგენლობითი პალატის თავმჯდომარეს, შონ ო'ფარელს, ირლანდიის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის დეპარტამენტის გენერალურ მდივანს, ნაიალ ბურჯესს, საგარეო უწყებაში ირლანდიის, გაერთიანებული სამეფოსა და ამერიკის განყოფილების გენერალურ დირექტორს, ადრიან ო'ნილს, ევროპის განყოფილების გენერალურ დირექტორს, ოუნ ო'ლირის, ასევე ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს კოლუმბიის სამშვიდო პროცესის საკითხებში, ირლანდიის ყოფილ საგარეო საქმეთა მინისტრს, ეიმონ გილმორს.
ვიზიტის ძირითად ამოცანას წარმოადგენდა ირლანდიური მხარისათვის საქართველოში კონფლიქტისა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარების შესახებ ინფორმაციის მიწოდება და ირლანდიური გამოცდილების გაზიარება კონფლიქტის დარეგულირებისა და სამშვიდობო მოლაპარაკებების კუთხით.
შეხვედრებზე საუბარი შეეხო აგრეთვე საქართველოში მიმდინარე დემოკრატიულ რეფორმებსა და ქვეყნის საგარეო პოლიტიკურ დღის წესრიგს. განხილულ იქნა საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციასთან დაკავშირებული საკითხები. ხაზი გაესვა ევროკავშირთან სავიზო ლიბერალიზაციის პროცესის დასრულებისა და ნატო-ს ვარშავის სამიტზე საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესის სათანადოდ ასახვის მნიშვნელობას.
საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ირლანდიურ მხარეს ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოების, ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული კუთხით არსებული რთული ვითარების შესახებ. პარტნიორებს გააცნო საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკა და მიდგომები კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების კუთხით.
თავის მხრივ, ირლანდიურმა მხარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა. მათ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს ინფორმაცია მიაწოდეს ჩრდილოეთ ირლანდიის კონფლიქტის გადაწყვეტის, სამშვიდობო მოლაპარაკებების მიმდინარეობისა და დარეგულირების პროცესში შექმნილი გამოწვევების შესახებ. გამოითქვა ასევე მზაობა საქართველოსთან ორმხრივი თანამშრომლობის შემდგომ გაღრმავებასთან დაკავშირებით.
ვიზიტის ფარგლებში დავით დონდუამ ინტერვიუ მისცა ირლანდიურ გაზეთს „The Irish Times" და სიტყვით გამოვიდა წამყვან ანალიტიკური ცენტრში - საერთაშორისო და ევროპულ საქმეთა ინსტიტუტში (IIEA).
პოლიტიკა
- არსებული ურთიერთობების გათვალისწინებით, საქართველო ყირგიზეთს განიხილავს არა მხოლოდ როგორც მნიშვნელოვან და საიმედო პარტნიორს, არამედ როგორც მეგობარს - ირაკლი კობახიძე
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
- რუსთავში არასრულწლოვანმა კაცი მოკლა
საზოგადოება
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მსოფლიო
- ჩვენ დღეს ირანთან ომი დავასრულეთ, ისინი დათანხმდნენ, რომ არასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი - დონალდ ტრამპი
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
- უნგრეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას აჩერებს
- პეტერ მადიარი აცხადებს, რომ მზადაა მომავალ კვირაში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
- „ქალი მართავს“ - „თეგეტას“ კამპანიამ KIAF-ის 11 ჯილდო მოიპოვა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















