აზერბაიჯანის რესპუბლიკის დელეგაცია რეადმისიის მართვის ელექტრონული სისტემის ფუნქციონირებას გაეცნო
საქართველო, თბილისი - 16:58 | 19.05.2016 ნანახია: 1675
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ეწვია აზერბაიჯანის რესპუბლიკის დელეგაცია, რომლის შემადგენლობაშიც შედიოდნენ მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის ბაქოს ოფისის, სახელმწიფო მიგრაციის სამსახურისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის წარმომადგენლები.
დელეგაციის ვიზიტის მიზანს საქართველოს მიერ დანერგილი რეადმისიის მართვის ელექტრონული სისტემის ფუნქციონირების გაცნობა წარმოადგენდა. აღნიშნული ინოვაციური პროდუქტი დადებითად არის შეფასებული ევროკომისიის და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მხრიდან.იგი რეადმისიის განხორციელების ერთ-ერთ ეფექტურ საშუალებად მიიჩნევა. ევროპელი პარტნიორები რეკომენდაციას უწევენ ევროკავშირისსახელმწიფოებს, ჩაერთონ ამ ელექტრონულ პროგრამაში (ამჟამად ჩართულია 14 ევროპული სახელმწიფო), ასევე მიმართავენ სხვა დაინტერსებულქვეყნებსაც, განიხილონ ანალოგიური პროგრამული უზრუნველყოფის დანერგვის შესაძლებლობა. სწორედ ამ ინიციატივის ფარგლებში შედგა აზერბაიჯანის დელეგაციის ვიზიტი.
რეადმისიის მართვის ელექტრონული სისტემის გაცნობის მიზნით, 2016 წლის თებერვალსა და მარტში, საქართველოში ასევე იმყოფებოდნენ თურქეთის რესპუბლიკისა და სომხეთის რესპუბლიკის დელეგაციები.
რეადმისიის მართვის ელექტრონული სისტემა შემუშავებულ იქნა საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის მიერ, ევროკავშირის დაფინანსებული და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის მხარდაჭერით განხორციელებული ორი პროექტის ფარგლებში („ევროკავშირსა და საქართველოს შორის რეადმისიის ხელშეკრულების იმპლემენტაციის მიზნით საქართველოს ხელისუფლების ორგანოების მხარდაჭერა" და „რეადმისიის ეფექტიანი სისტემის ჩამოყალიბების მხარდაჭერა სომხეთში, აზერბაიჯანსა და საქართველოში").
პოლიტიკა
- არსებული ურთიერთობების გათვალისწინებით, საქართველო ყირგიზეთს განიხილავს არა მხოლოდ როგორც მნიშვნელოვან და საიმედო პარტნიორს, არამედ როგორც მეგობარს - ირაკლი კობახიძე
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
- რუსთავში არასრულწლოვანმა კაცი მოკლა
საზოგადოება
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მსოფლიო
- ჩვენ დღეს ირანთან ომი დავასრულეთ, ისინი დათანხმდნენ, რომ არასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი - დონალდ ტრამპი
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
- უნგრეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას აჩერებს
- პეტერ მადიარი აცხადებს, რომ მზადაა მომავალ კვირაში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
- „ქალი მართავს“ - „თეგეტას“ კამპანიამ KIAF-ის 11 ჯილდო მოიპოვა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















