მიხეილ ჯანელიძე ნატო-ს მინისტერიალის ფარგლებში ორმხრივ შეხვედრებს მართავს
საქართველო, თბილისი - 13:44 | 20.05.2016 ნანახია: 1687
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე ქ. ბრიუსელში იმყოფება, სადაც ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტერიალში მონაწილეობს.
მინისტერიალის ფარგლებში საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელი შეხვედრებს მართავს თავის კოლეგებთან.
19 მაისს, მიხეილ ჯანელიძემ შეხვედრა გამართა სლოვაკეთის, ალბანეთის და რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრებთან.
შეხვედრებზე განხილული იქნა აღნიშნულ ქვეყნებთან როგორც ორმხრივი, ასევე მრავალმხრივ ფორმატებში არსებული თანამშრომლობის აქტუალური საკითხები. საუბარი შეეხო ნატო-ს ვარშავის სამიტის მოსამზადებელ პერიოდს და ჩრდილო-ატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესის სათანადოდ ასახვის საკითხს.
სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრაზე მიხეილ ჯანელიძემ მადლობა გადაუხადა კოლეგას საქართველოს აქტიური მხარდაჭერისათვის. თავის მხრივ მიროსლავ ლაიჩაკმა ხაზი გაუსვა საქართველოს მნიშვნელოვან პროგრესს, როგორც ნატო-ში ინტეგრაციის, ასევე ევროკავშირთან თანამშრომლობის თვალსაზრისით და აღნიშნა, რომ საქართველო ზედმიწევნით ასრულებს მასზე ნაკისრ ვალდებულებებს, რაც შესაბამისად უნდა იქნას აღიარებული, როგორც ევროკავშირის, ასევე ნატო-ს მხრიდან. სლოვაკეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა საქართველოსთან ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში პრაქტიკული დახმარების თვალსაზრისით ინტენსიური თანამშრომლობის მზადყოფნა გამოთქვა.
ალბანეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან დიტმირ ბუშატთან შეხვედრის დროს ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის პოლიტიკური თანამშრომლობის პოზიტიურ დინამიკას და გამოითქვა სურვილი სხვადასხვა მიმართულებით, განსაკუთრებით კი ეკონომიკურ სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების თვალსაზრისით. ალბანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა საქართველოში გატარებული რიგი წარმატებული რეფორმების სამაგალითო მნიშვნელობა ალბანური მხარისათვის და გამოცდილების გაზიარების მიზნით ქართულ მხარესთან შემდგომი თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა.
რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან ლაზარ კომანეკუსთან შეხვედრაზე კიდევ ერთხელ ხაზი გაესვა რუმინეთისა და საქართველოს მეგობრულ ურთიერთობებს. რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა გამოხატა საკუთარი მხარდაჭერა საქართველოს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ. მხარეებმა ასევე მიმოიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები. მინისტრებმა ხაზი გაუსვეს შავი ზღვის რეგიონის ფორმატში თანამშრომლობის განვითარების აუცილებლობას საერთაშორისო სატრანზიტო მარშრუტებში შავი ზღვის პოტენციალის უკეთ გამოყენების მიზნით.
ნატო-ს მინისტერიალის ფარგლებში 20 მაისს მიხეილ ჯანელიძე მონაწილეობას მიიღებს ავღანეთში ნატო-ს „მტკიცე მხარდაჭერის მისიის“ (Resolute Support Mission-RSM) ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაში. სადაც განხილული იქნება ავღანეთში არსებული ვითარება და ნატო-ს მისიის სამომავლო გეგმები.
პოლიტიკა
- არსებული ურთიერთობების გათვალისწინებით, საქართველო ყირგიზეთს განიხილავს არა მხოლოდ როგორც მნიშვნელოვან და საიმედო პარტნიორს, არამედ როგორც მეგობარს - ირაკლი კობახიძე
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
- რუსთავში არასრულწლოვანმა კაცი მოკლა
საზოგადოება
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მსოფლიო
- ჩვენ დღეს ირანთან ომი დავასრულეთ, ისინი დათანხმდნენ, რომ არასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი - დონალდ ტრამპი
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
- უნგრეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას აჩერებს
- პეტერ მადიარი აცხადებს, რომ მზადაა მომავალ კვირაში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
- „ქალი მართავს“ - „თეგეტას“ კამპანიამ KIAF-ის 11 ჯილდო მოიპოვა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















