გიორგი მარგველაშვილი: საქართველოს სტრატეგიული თმენის პოლიტიკის მიზანი რუსეთის რაციონალურ დიალოგამდე მიყვანაა
საქართველო, თბილისი - 17:35 | 20.05.2016 ნანახია: 1788
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი სამძიმარს უცხადებს აფხაზეთის საოკუპაციო ხაზთან, სოფელ ხურჩაში, 19 მაისს, გარდაცვლილი საქართველოს მოქალაქის ოჯახს და აცხადებს,რომ რამდენიმე დღეში, ადამიანის უფლებებზე და ჰუმანიტარულ საკითხებზე დაგეგმილ გაეროს ფორუმზე, აღნიშნულ საკითხს საერთაშოსიო საზოგადოების წინაშე კიდევ ერთხელ დააყენებს.
„გუშინ ხურჩაში მოხდარი მკვლელობა ნიშნავს იმას, რომ კიდევ ერთი ადამიანი შეეწირა ოკუპაციას. ეს ის რეალობაა, რომელშიც ჩვენ ვართ, რომელიც აუცილებლად დაიძლევა ჩვენი და თქვენითაობის ძალიან მიზანმიმართული და ჭკვიანური ძალისხმევით", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა დღეს ევროპის კვირეულის ფარგლებში, პრეზიდენტის სასახლეში რეგიონებიდან ჩამოსულსტუდენტებთან შეხვედრაზე.
პრეზიდენტმა დღეს სტუნდენტების შეკითხვებსაც უპასუხა, რომლებიც საქართველო - რუსეთის ურთიერთობებს, საქართველოს ევროინტეგრაციის, ვიზალიბერალიზაციის და ოკუპირებულიტერიტორიების დაბრუნების საკითხს შეეხებოდა.
როგორც საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, რუსეთთან მიმართებაში საქართველოს სტრატეგიული თმენის პოლიტიკა აქვს და მისი მიზანი რუსეთის რაციონალურ დიალოგამდე მიყვანაა.
პრეზიდენტის განცხადებით, ჩვენ ვართ სახელმწიფო, რომელიც აცხადებს, რომ მას უნდა კეთილმეზობლური ურთიერთობა რუსეთის ფედერაციასთან, იმ პირობით, რომ რუსეთი აღიარებსსაქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას.
„ძალიან მძიმეა, როცა ირღვევა ადამიანის უფლებები, როცა შენს ტერიტორიაზე შუა სოფელში აბსოლუტურად აბსურდულ და არაფრისმთქმელ მავთულხლართებს ავლებენ , მაგრამ ემოციის აყოლაარაფერს მოგვიტანს.
ჩვენს პარტნიორებთან შეთანხმებული გზა არის შემდეგში - ჩვენ ვავითარებთ საქართველოს და უფრო ევროპულს, უფრო ევროატლანტიკურს ვხდით, გვაქვს სტრატეგიული თმენის პოლიტიკა დამიზანი ამ პოლიტიკის არის რუსეთის რაციონალურ დიალოგამდე მიყვანაა" - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
პრეზიდენტის განცხადებით, რაციონალური დიალოგი ნიშნავს იმას, რომ შენს საზოგადოებას და მოწინააღმდეგე მხარეს აჩვენო, რომ ამ დაპირისპირებაში არც რუსეთი არ არის მოგებული. ესდიალოგი მიგვიყვანს ჩვენ სუვერენიტეტის აღდგენამდე, ეს არის რთული გზა, მძიმე გზა, მაგრამ სხვა ალტერნატივა ამ გზას არ გააჩნია.
როგორც სტუდენტებთან შეხვედრისას საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური დღის წესრიგის კონტექსტში, ყველა თვალსაზრისით, უმაღლესიშეფასება გვაქვს. ეს შეეხება, როგორც რეფორმების განხორციელებას, ასევე საერთაშორისო მისიებში ქართველი ჯარისკაცების ძალიან აქტიურ ჩართულობას - ავღანეთში - ნატოს ფორმატში დაცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში - ევროპულ ფორმატში.
„ევროინტეგრაციის მიმართულებით წინგადადგმული ნაბიჯია ასევე, ასოცირების ხელშეკრულება. ჩვენ სულ მალე უვიზო მიმოსვლაზე ხელშეკრულებას ველით. ნატოს მიმართულებით, ჩვენ გვაქვსშინაარსობრივი პაკეტი, რომელსაც ვახორციელებთ თუნდაც იმ წვრთნებით, რომელიც ახლა მიმდინარეობს. მთელი ეს გამოწვევები უაღრესად ადეკვატურადაა პასუხგაცემული", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
პოლიტიკა
- არსებული ურთიერთობების გათვალისწინებით, საქართველო ყირგიზეთს განიხილავს არა მხოლოდ როგორც მნიშვნელოვან და საიმედო პარტნიორს, არამედ როგორც მეგობარს - ირაკლი კობახიძე
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
- რუსთავში არასრულწლოვანმა კაცი მოკლა
საზოგადოება
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მსოფლიო
- ჩვენ დღეს ირანთან ომი დავასრულეთ, ისინი დათანხმდნენ, რომ არასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი - დონალდ ტრამპი
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
- უნგრეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას აჩერებს
- პეტერ მადიარი აცხადებს, რომ მზადაა მომავალ კვირაში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
- „ქალი მართავს“ - „თეგეტას“ კამპანიამ KIAF-ის 11 ჯილდო მოიპოვა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















