ზონდერებად მოხსენიებული სპორტსმენები ხელისიფლებას ცილისწამებაში ადანაშაულებენ
საქართველო, თბილისი - 11:08 | 23.05.2016 ნანახია: 3094
,,ქართული ოცნების” მიერ ზონდერებად მოხსენიებული სპორტსმენები ხელისიფლებას ცილისწამებაში ადანაშაულებენ. ილია მარტყოფლიშვილი, თეიმურაზ ლუტიძე და ანრი ბიჩენოვი პარტიის შტაბში გამართულ ბრიფინგს გამოეხმაურნენ.
მათი განცხადებით, მთელი დღის განმავლობაში თბილისში იმყოფებოდნენ და სამეგრელოში მომხდარი ამბების შესახებ მხოლოდ ტელევიზიიდან შეიტყვეს.
ისინი პოლიციის განყოფილებაშიც იმყოფებოდნენ, სადაც განაცხადეს, რომ მთელი დღის განმავლობაში დედაქალაქი არ დაუტოვებიათ და მათ შესახებ გავრცელებული ინფორმაცია, რომ ისინი კორცხელში მომხდარი ინციდენტის მონაწილეები იყვნენ, სიცრუეა.
მათივე თქმით, ბევრი მოწმე არსებობს, რომელიც მათ ნათქვამს დაადასტურებს.
შეგახსენებთ, პარტია „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს წევრმა მამუკა მდინარაძემ ზუგდიდის მუნიციპალიტეტ სოფელ კორცხელში მომხდარი დაპირისპირების მონაწილე პირები დაასახელა. ამასთან, პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე მამუკა მდინარაძემ მედიას შესაბამისი ფოტო მასალა წარუდგინა.
მისი თქმით, ზონდერ ჯგუფის წევრები, რომლებიც ზაზა კედელაშვილის მეთვალყურეობით,
“ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის გიგა ბოკერიას მითითებით არეულობის მოწყობას გეგმავდნენ არიან: 1. რუსლან შამახია- სამეგრელოს კუდის ყოფილი უფროსი 2. ვლადიმერ სხულუხია – თავისუფალი ზონის წევრი, 2012 წლამდე მუშაობდა ზუგდიდის საკრებულოში. 3. თენგიზ ჭანია -ზონდერი 4. ანრი ბიჭინოვი 5. ილია მარტყოფიშვილი 6. ირაკლი ჭანტურია 7. თეიმურაზ ლუტიძე“,-განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
პოლიტიკა
- არსებული ურთიერთობების გათვალისწინებით, საქართველო ყირგიზეთს განიხილავს არა მხოლოდ როგორც მნიშვნელოვან და საიმედო პარტნიორს, არამედ როგორც მეგობარს - ირაკლი კობახიძე
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
- რუსთავში არასრულწლოვანმა კაცი მოკლა
საზოგადოება
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მსოფლიო
- ჩვენ დღეს ირანთან ომი დავასრულეთ, ისინი დათანხმდნენ, რომ არასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი - დონალდ ტრამპი
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
- უნგრეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას აჩერებს
- პეტერ მადიარი აცხადებს, რომ მზადაა მომავალ კვირაში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
- „ქალი მართავს“ - „თეგეტას“ კამპანიამ KIAF-ის 11 ჯილდო მოიპოვა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















