ნინო გვენეტაძე თურქეთის რესპუბლიკის პროკურორთა დელეგაციას შეხვდა
საქართველო, თბილისი - 16:18 | 23.05.2016 ნანახია: 1690
2016 წლის 23 მაისს უზენაესი სასამართლოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, ნინო გვენეტაძემ უზენაეს სასამართლოში თურქეთის რესპუბლიკის პროკურორთა დელეგაციას, თურქეთის საკასაციო სასამართლოს მთავარი პროკურორის, მეჰმეტ აქარჩას ხელმძღვანელობით უმასპინძლა. შეხვედრას, ასევე ესწრებოდნენ: თურქეთის რესპუბლიკის ელჩი საქართველოში - ზაქი ლევენთ გუმრუქჩუ, საქართველოს მთავარი პროკურორი - ირაკლი შოთაძე, საქართველოს მთავარი პროკურორის მოადგილე - გიორგი გოგაძე და უზენაესი სასამართლოს სისხლის, სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის პალატის მოსამართლეები.
შეხვედრაზე უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ დელეგაციის წევრებს ინფორმაცია მიაწოდა ქართული მართლმსაჯულების სისტემის წინაშე არსებული გამოწვევებისა და მიმდინარე რეფორმების შესახებ. ნინო გვენეტაძემ მიმოიხილა სამართალწარმოების ხარისხის გაუმჯობესებისა და მართლმსაჯულების დამოუკიდებლობის მიმართულებით დაგეგმილი ღონისძიებები, განსაკუთრებით კი ყურადღება გაამახვილა სისხლის სამართლის რეფორმის საკითხებზე. „იუსტიციის უმაღლესი საბჭო, საქართველოს მთავარ პროკურატურასთან და იუსტიციის სამინსიტროსთან თანამშრომლობის ფარგლებში იწყებს მართლმსაჯულების გრძელვადიანი სტრატეგიის და სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესს. ამავე დროს, აქტიურად ვუჭერთ მხარს იუსტიციის სამინისტროს მიერ შემუშავებულ სისხლის სამართლის პოლიტიკის და რეფორმის წინადადებებს, რომელიც ეხება ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის გაფართოებას საქართველოში“ - აღნიშნა უზენაესი სასამართლოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ.
„განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევთ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების იმპლემენტაციას შიდა სასამართლო გადაწყვეტილებებში და ამ მიზნით საკასაციო საჩივრის საფუძვლებს ვაფართოვებთ. აღნიშნული ცვლილება უზენაესი სასამართლოს დატვირთულობას კიდევ უფრო გაზრდის.“- განაცხადა ნინო გვენეტაძემ მართლმსაჯულების რეფორმის მესამე ტალღის ფარგლებში დაგეგმილი საკანონმდებლო ცვლილებების მიმოხილვისას. შეხვედრაზე მხარეებმა ასევე განიხილეს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებასა და საქმეთა ელექტრონულად განაწილების პრინციპთან დაკავშირებული საკითხები.
შეხვედრაზე თურქეთის რესპუბლიკის საკასაციო სასამართლოს მთავარმა პროკურორმა ქართველ მოსამართლეებს გააცნო თურქეთის მართლმსაჯულების სისტემა და თურქეთის სისხლის სამართლის კოდექსის ძირითადი ასპექტები. დელეგაციის ხელმძღვანელმა ნინო გვენეტაძეს მადლობა გადაუხადა მიღებისათვის და თურქეთის რესპუბლიკის სახელით უზენაესი სასამართლოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე მიიწვია მიმდინარე წლის 15-18 ოქტომბერს დაგეგმილ მართლმსაჯულების აქტუალურ საკითხებზე საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად.
შეხვედრის დასასრულს მხარეებმა ერთმანეთს სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს. თურქეთის რესპუბლიკის პროკურორთა დელეგაციამ აღნიშნა, რომ საქართველოში მათი ოფიციალური ვიზიტი ემსახურება მართლმსაჯულების სფეროში ორ ქვეყანას შორის უფრო მჭიდრო და კონსტრუქციული თანამშრომლობის ჩამოყალიბების მიზანს. უზენაეს სასამართლოში ვიზიტის ფარგლებში დელეგაციის წევრებმა დაათვალიერეს სასამართლოს ისტორიული შენობა და მასში განთავსებული მართლმსაჯულების მუზეუმი.
პოლიტიკა
- არსებული ურთიერთობების გათვალისწინებით, საქართველო ყირგიზეთს განიხილავს არა მხოლოდ როგორც მნიშვნელოვან და საიმედო პარტნიორს, არამედ როგორც მეგობარს - ირაკლი კობახიძე
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
- რუსთავში არასრულწლოვანმა კაცი მოკლა
საზოგადოება
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მსოფლიო
- ჩვენ დღეს ირანთან ომი დავასრულეთ, ისინი დათანხმდნენ, რომ არასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი - დონალდ ტრამპი
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
- უნგრეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას აჩერებს
- პეტერ მადიარი აცხადებს, რომ მზადაა მომავალ კვირაში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
- „ქალი მართავს“ - „თეგეტას“ კამპანიამ KIAF-ის 11 ჯილდო მოიპოვა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















