საქართველოში საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებას ევროკავშირი შეუწყობს ხელს
საქართველო, თბილისი - 12:53 | 08.10.2015 ნანახია: 2394შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში საგზაო უსაფრთხოების სფეროში რეგიონალური თანამშრომლობის განვითარების ხელშეწყობის მიზნით ღონისძიება გაიმართა. შეხვედრა ბრიტანული ორგანიზაცია ”უსაფრთხო და მდგრადი ტრანსპორტის აღმოსავლეთ ევროპული ალიანსის“, (EASST) შავი ზღვის საერთაშორისო უნივერისტეტისა (IBSU) და ფონდ ”პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისათვის“ ორგანიზებით შედგა.
მიღებას დაესწრნენ საგზაო უსაფრთხოების სფეროში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები ევროპის, კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებიდან ბელორუსია, უკრაინა, მოლდოვა, სომხეთი, აზერბაიჯანი, ყაზახეთი, ყირგიზეთი და ტაჯიკეთი, ასევე, ადგილობრივი ბიზნესის, არასამთავრობო, საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების, მედიისა და საელჩოების წარმომადგენლები.
მომხენებელთა შორის იყო საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი იანოშ ჰერმანი, მისი განაცხადებით ევროკავშირი საქართველოს მყარ პარტნიორად რჩება ყველა მნიშვნელოვან საქმეში, მათ შორის საგზაო მოძრაობის მოწესრიგებასა და ევროპულ სტანდარტებთან ჰარმონიზაციაში.
თავის მხრივ ’’უსაფრთხო და მდგრადი ტრანსპორტის ევროპული ალიანის“ თავჯდომარემ და დიდი ბრიტანეთის პარლამენტის წევრმა ლორდ ალფრედ დაბსმა აღნიშნა, რომ საგზაო მოძრაობის უსაფრთხოება ეროვნული სტრატეგია უნდა გახდეს, რაც ქვეყნის განვითარების განუყოფელი ნაწილი გახდება.
როგორც შეხვედრაზე აღინიშნა საქართველოში, წლების მანძილზე საგზაო შემთხვევების რაოდენობა იზრდება, მაშინ, როდესაც ევროპკავშირთან ასოცირების ნაწილში ჩვენ გვაქვს გარკვეული ვალდებულება, რომ ეს რაოდენობები შემცირდეს.
საგზაო უსაფრთხოების ეროვნულ სტრატეგიასა და 2015-2020 წლების სამოქმედო გეგმაზე მუშაობა, აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტომაგისტრალის მე-4 პროექტის ფარგლებში, 2015 წლის მარტში, მსოფლიო ბანკის დაფინანსებით დაიწყო. დოკუმენტის შემუშავებაში ჩართული იყვნენ სხვადასხვა სამთავრობო უწყების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მსოფლიო ბანკის წარმომადგენლები.
საჯარო გამოსვლების შემდეგ, მოწვეულ სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ შემდგომი თანამშრომლობის გაგრძელების პერსპექტივებზე არაფორმალურ გარემოში ესაუბრათ.
ცხოვრებაში ტვინი ორჯერ გადამიბრუნდა. ერთხელ, როცა ცხონებულმა პროფესორმა, გოგი ჭირაქაძემ მითხრა -"გიორგი ეს არის კალამი”-ო. გავცეცლხდი და გულში გავიფიქრე - თუ მე არ დაგიმტკიცო რომ ეგ კალამია, არაკაცი ვიყო-მეთქი. ჰოდა, დავიწყე ფრიადზე სწავლა. მეორედ კი - ახლა, აჭარაში, როცა მეუფე სპირიდონმა მითხრა - კარგი ქართველი ხარო ... ამ სიტყვების შემდეგ, ცხადია, კარგი ქართველობა უნდა დავამტკიცო... ეს ახალი გამოწვევაა!
პოლიტიკა
- საგამოძიებო სამსახურმა 19 ტონა ვადაგასული და ჯანმრთელობისთვის საშიში ხორცპროდუქტის რეალიზაციის ფაქტი გამოავლინა
- არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, თუ რას გვიპირებს ივანიშვილი, მნიშვნელოვანია, ჩვენ რას ვუპირებთ მას - ელენე ხოშტარია
- ტრამპის წერილის შემდეგ, შეიძლება, ოპოზიციას ძილი გაუქრა, მაგრამ ფაქტია, ორმხრივი ურთიერთობები ვითარდება, ურთიერთობების გადატვირთვაზე ორივე მხარეს პოზიტიური დამოკიდებულება აქვს გამოხატული - ლევან მახაშვილი
- როგორ წარმოგიდგენიათ, ჟორჟოლიანის შექმნილი გმირი მართლა გმირი იქნება? გმირების ქვეყანაში თუ მან უნდა შექმნას გმირები, კარგად ყოფილა საქმე - თენგიზ შარმანაშვილი
მსოფლიო
- დონალდ ტრამპი მიხვდა, რომ ომის შეჩერება სწორედ რუსეთს არ სურს - ვოლოდიმირ ზელენსკი
- ირანი ძალიან, ძალიან სერიოზულად დაზიანდა, მათ სამხედრო თვალსაზრისით თითქმის ყველაფერი დაკარგეს - დონალდ ტრამპი
- აშშ-მა ირანზე ხუთსაათიანი იერიშების სერია დაასრულა - აშშ-ის ცენტრალური სარდლობა
- ევროკავშირის საბჭომ უნგრეთისთვის აღდგენისა და მდგრადობის ახალი გეგმა დაამტკიცა
კონფლიქტები
- სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „თეგეტა მოტორსმა“ გეზის ფილიალში JCB-ს სააკრედიტაციო ტრენინგს უმასპინძლა
- „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ ახალი Toyota RAV4 ოფიციალურად წარადგინა
- „Geely - შენი სპონტანური მოგონებებისთვის“ - „ჯილი ცენტრი თეგეტამ“ საზაფხულო კამპანია დაიწყო
- უმსხვილესი მაღალტექნოლოგიური ინფრასტრუქტურა რეგიონში - „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალი სრული დატვირთვით მუშაობს
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















