ეკა ხერხეულიძემ პარლამენტს ბოიკოტი გამოუცხადა - "ერთმანეთს შევხვდებით 8 ოქტომბერს"
საქართველო, თბილისი - 15:02 | 25.05.2016 ნანახია: 2379
”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატმა ეკა ხერხეულიძემ პარლამენტს ბოიკოტი გამოუცხადა. მისი თქმით, ის არ აპირებს ისეთ სამხეცეთში მუშაობას, როგორიც დღეს საქართველოს პარლამენტია.
„ოთხოზორიების ოჯახის ტრაგედია, მთლიანად ასახავს რუსეთ-საქართველოს ურთიერთობას და სახელმწიფოს პოლიტიკას. ეს იყო ცინიზმით აღსავსე განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი მკვლელობა. როდესაც მტერი შენსავე კონტროლირებად ტერიტორიაზე მშვიდობიან მოქალაქეს კლავს, ეს ნიშნავს, რომ ქვეყნის თავდაცვისუნარიანობა უკიდურესად დაქვეითებულია. როდესაც მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირები ღიად ლობირებენ მტრის ჯაშუშების გათავისუფლებას, ეს ნიშნავს, რომ დღეს საქარველოს ოკუპანტების უფლებადამცველი ხელისუფლება მართავს. როდესაც ოკუპირებული ქვეყნის ურთიერთობა დამპყრობელთან იმ კონდიციამდე თბება, რომ მწვანილის გატანა უფრო პრიორიტეტულია, ვიდრე თავისულფებისთვის ბრძოლა, ეს ნიშნავს, რომ საქართველოს საოკუპაციო რეჟიმი მართავს.
მე ვფიქრობ, რომ ადამიანებმა რომელბმაც ჩაიდინეს ის მხეცობა, რომელიც კორცხელში მოხდა, დღეს საპარლამენტო დარბაზში გრძელდება. თქვენთვის არ არსებობს ტრაგედია, რომელიც დაგაფიქრებთ და ქვეყნის მომავლის გზას აგარჩევინებთ. მე ვფიქრობ, რომ ბოიკოტი უნდა გამოვუცხადო თქვენთან ერთად მუშაობას. ესაა ჩვეულებრივი სამხეცე, ამიტომ ვტოვებ დარბაზს. ერთმანეთს შევხვდებით 8 ოქტომბერს, სადაც განახებთ იგივე შედეგს, რაც კორცხელსა და ნასაკირალში იგემეთ", - განაცხადა ხერხეულიძემ.
პოლიტიკა
- არსებული ურთიერთობების გათვალისწინებით, საქართველო ყირგიზეთს განიხილავს არა მხოლოდ როგორც მნიშვნელოვან და საიმედო პარტნიორს, არამედ როგორც მეგობარს - ირაკლი კობახიძე
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
- რუსთავში არასრულწლოვანმა კაცი მოკლა
საზოგადოება
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მსოფლიო
- ჩვენ დღეს ირანთან ომი დავასრულეთ, ისინი დათანხმდნენ, რომ არასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი - დონალდ ტრამპი
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
- უნგრეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას აჩერებს
- პეტერ მადიარი აცხადებს, რომ მზადაა მომავალ კვირაში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
- „ქალი მართავს“ - „თეგეტას“ კამპანიამ KIAF-ის 11 ჯილდო მოიპოვა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















