საქართველოს პრეზიდენტმა იუნკერებს თავდაცვის აკადემიის 23 წლის იუბილე მიულოცა
საქართველო, თბილისი - 13:39 | 28.05.2016 ნანახია: 1778
დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს თავდაცვის აკადემიას 23 წლის იუბილე დღეს საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა მიულოცა.
საქართველოს პრეზიდენტმა აკადემიის კურსანტებს და პედაგოგებს მიმართა და განაცხადა, რომ დღეს ქართველი ჯარისკაცები გამორჩეული ადამიანები არიან, რომლებზეც სწორება აქვს საზოგადოების სხვა ნაწილს.
„ეროვნული თავდაცვის აკადემიის მსმენელები - იუნკერები არიან. ეს არის ის დიდი წარსული, რომელსაც ჩვენ ერთად დღესაც ვაცოცხლებთ და მომავლისკენ მივმართავთ.
თქვენ უმნიშვნელოვანესი მისია გენიჭებათ - უნდა დაიცვათ ჩვენი მოქალაქეების მშვიდობა, თქვენ უნდა დაიცვათ ქვეყნის განვითარება, თქვენ უნდა უზრუნველყოთ ურთულეს ვითარებაში ჩვენი ქვეყნის დაცულობა.
მე არაერთხელ მითქვამს და დღესაც გავიმეორებ, რომ როგორც მხედართმთავრების, ასევე ჯარისკაცის ყველაზე დიდი გამარჯვება არის, როდესაც ომი მოგებულია ბრძოლის გარეშე. ეს ის მიზანია, რომელიც გვაერთიანებს პოლიტიკოსებსაც და სამხედრო მოსამსახურეებსაც.
თქვენ მოდიხართ ძალიან დიდი სამხედრო და ისტორიული წარსულიდან და დარწმუნებული ვარ შექმნით ასეთივე მომავალს, რომელსაც ჩვენ გადავცემთ ჩვენს შთამომავლობას.
საქართველოში ძალიან ბევრი გამორჩეული ადამიანია, მათგან ძალიან ბევრი გამორჩეული ადამიანი მსახურობს შეიარაღებულ ძალებში.
განსაკუთრებული და ნიჭიერი ერი და სახელმწიფო ვართ. მაგრამ დღეს უკვე ნათლად ჩანს, რომ ქართული საზოგადოების ის გამორჩეული ფენა, რომელზეც გააკეთებს სწორებას საზოგადოების სხვა ნაწილი - ეს არის შეიარაღებული ძალები, ეს არის ადამიანი ფორმაში. ეს ძალიან მნიშვნელოვანია სახელმწიფოსთვის, რომ ქვეყანაში იყოს ნაწილი საზოგადოების, რომელზეც დანარჩენები სწორებას გააკეთებენ, განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
პრეზიდენტის განცხადებით, ნელ-ნელა საზოგადოების ასეთ ფენად ყალიბდებიან ქართველი ჯარისკაცები და ქართული შეიარაღებული ძალები.
„ეს იმ გმირების დამსახურებაა, რომელთაც როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საერთაშორისო მისიებში, საკუთარი სისხლით, საკუთარი ჯანმრთელობის ფასად შექმნეს ისეთი იმიჯი ჩვენს საზოგადოებაში, რომ ფორმაში ჩაცმული ადამიანი პატივისცემის ღირსია.
ბუნებრივია, მათი სიცოცხლე, მათი ღვაწლი, მათი გმირობა თქვენს მხრებზე გადმოდის და ეს ვალდებულება, რომ ემსახუროთ მათ სახელს, მათ ხსოვნას და ეს მაღლა აწეული დროშა არ დაუშვათ, თითოეულ იმ ადამიანზე გადმოდის ვისაც სამხრეები უკეთია", - განაცხადა პრეზიდენტმა.
საქართველოს პრეზიდენტმა და თავდაცვის მინისტრმა სამსახურებრივი მოვალეობის ღირსეულად შესრულებისათვის თავდაცვის აკადემიის პირადი შემადგენლობა დააჯილდოვეს.
დღეს თავდაცვის აკადემია საქართველოში არსებული ერთადერთი უმაღლესი სამხედრო საგანმანათლებლო დაწესებულებაა, რომელშიც საბაკალავრო, სამაგისტრო და ოფიცერთა საკარიერო სკოლები ფუნქციონირებს.
პოლიტიკა
- არსებული ურთიერთობების გათვალისწინებით, საქართველო ყირგიზეთს განიხილავს არა მხოლოდ როგორც მნიშვნელოვან და საიმედო პარტნიორს, არამედ როგორც მეგობარს - ირაკლი კობახიძე
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
- რუსთავში არასრულწლოვანმა კაცი მოკლა
საზოგადოება
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მსოფლიო
- ჩვენ დღეს ირანთან ომი დავასრულეთ, ისინი დათანხმდნენ, რომ არასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი - დონალდ ტრამპი
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
- უნგრეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას აჩერებს
- პეტერ მადიარი აცხადებს, რომ მზადაა მომავალ კვირაში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
- „ქალი მართავს“ - „თეგეტას“ კამპანიამ KIAF-ის 11 ჯილდო მოიპოვა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















