არჩილ ხაბაძე ქობულეთში სტიქიის ზონაში მოხვედრილ მოსახლეობას ხვდება
საქართველო, თბილისი - 16:49 | 08.10.2015 ნანახია: 2433
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე ამ დროისთვის ქობულეთში დაზარალებულ ადგილობრივ მოსახლეობას ხვდება და არსებულ მდგომარეობას პირადად ეცნობა. მანამდე კი საგანგებო შტაბის სხდომა გამართა ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობაში. მუნიციპალიტეტში შექმნილ სტიქიასთან ბრძოლის შტაბის წევრებს რეგიონის პირველი პირი ქობულეთის მაჟორიტარ დეპუტატთან ანზორ თხილაიშვილთან ერთად შეხვდა. შეხვედრას ასევე აჭარის საპატრულო პოლიციისა და სამაშველო სამსახურის უფროსები ესწრებოდნენ.
სხდომაზე მუნიციპალიტეტში არსებული მდგომარეობის განიხილეს. შეაფასეს იმ დროისთვის არსებული მდგომარეობა და სალიკვიდაციო ღონისძიებებისთვის სამოქმედო გეგმა შეადგინეს.
დაზარალებული მოსახლეობა ევაკუირებულია, მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახურების ორგანიზებით ისინი ქობულეთის დროებით სასტუმროებში გადაანაწილეს, დაზარალებული მოსახლეობის საკვები პროდუქტებით უზრუნველსაყოფად სარეზერვო ფონდიდან გამოიყო საჭირო რაოდენობის თანხა, რითაც პერიოდულად შეძენილი და დარიგებული იქნება მზა საკვები პროდუქტი. სურსათით დახმარება გაუწია მოსახლეობას ასევე შინაგან საქმეთა სამმართველოს შესაბამისმა სამსახურმა და რიქგითმა მოქალაქეებმაც.
ამ დროისათვის ქობულეთში აღარ წვიმს. დატბორილ ადგილებში წყლის დონემ იკლო 30 -40 სმ-ით. დილიდან პარალიზებულ რამდენიმე ქუჩაზე გადაადგილება უკვე შესაძლბელია. აქტიურად მიმდინარეობს შენობებიდან წყლის გამოტუმბვითი სამუშაოები.
მუნიციპალიტეტში შექმნილი სტიქიასთან ბრძოლის შტაბი საგანგებო რეჟიმში განაგრძობს მუშაობას. სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებების ოპრეატიულად განხორციელების მიზნით მობილიზებულია საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის დამატებითი სამაშველო ბრიგადები და ტექნიკა, მიმდინარეობს დაზიანებული ადგილების მონაცემთა ბაზის შექმნა.
პოლიტიკა
- საგამოძიებო სამსახურმა 19 ტონა ვადაგასული და ჯანმრთელობისთვის საშიში ხორცპროდუქტის რეალიზაციის ფაქტი გამოავლინა
- არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, თუ რას გვიპირებს ივანიშვილი, მნიშვნელოვანია, ჩვენ რას ვუპირებთ მას - ელენე ხოშტარია
- ტრამპის წერილის შემდეგ, შეიძლება, ოპოზიციას ძილი გაუქრა, მაგრამ ფაქტია, ორმხრივი ურთიერთობები ვითარდება, ურთიერთობების გადატვირთვაზე ორივე მხარეს პოზიტიური დამოკიდებულება აქვს გამოხატული - ლევან მახაშვილი
- როგორ წარმოგიდგენიათ, ჟორჟოლიანის შექმნილი გმირი მართლა გმირი იქნება? გმირების ქვეყანაში თუ მან უნდა შექმნას გმირები, კარგად ყოფილა საქმე - თენგიზ შარმანაშვილი
მსოფლიო
- დონალდ ტრამპი მიხვდა, რომ ომის შეჩერება სწორედ რუსეთს არ სურს - ვოლოდიმირ ზელენსკი
- ირანი ძალიან, ძალიან სერიოზულად დაზიანდა, მათ სამხედრო თვალსაზრისით თითქმის ყველაფერი დაკარგეს - დონალდ ტრამპი
- აშშ-მა ირანზე ხუთსაათიანი იერიშების სერია დაასრულა - აშშ-ის ცენტრალური სარდლობა
- ევროკავშირის საბჭომ უნგრეთისთვის აღდგენისა და მდგრადობის ახალი გეგმა დაამტკიცა
კონფლიქტები
- სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „თეგეტა მოტორსმა“ გეზის ფილიალში JCB-ს სააკრედიტაციო ტრენინგს უმასპინძლა
- „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ ახალი Toyota RAV4 ოფიციალურად წარადგინა
- „Geely - შენი სპონტანური მოგონებებისთვის“ - „ჯილი ცენტრი თეგეტამ“ საზაფხულო კამპანია დაიწყო
- უმსხვილესი მაღალტექნოლოგიური ინფრასტრუქტურა რეგიონში - „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალი სრული დატვირთვით მუშაობს
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















