„Maroon 5“-ი დღეს ქართველი მსმენელის წინაშე წარსდგება
საქართველო, თბილისი - 11:12 | 07.06.2016 ნანახია: 2282
საქართველოს მთავრობის ინიციატივით დაწყებული მასშტაბური პროექტი „Check in Georgia” გრძელდება. დღეს, ბათუმის „საოცრებათა მოედანზე“ მსოფლიოში ცნობილი პოპ-ჯგუფის „Maroon 5“-ის კონცერტი გაიმართება.
ჯგუფი ქართველი მსმენელის წინაშე გრანდიოზულ შოუს წარმოადგენს; შესრულდება ყველასათვის ცნობილი და საყვარელი ჰიტები - მათ შორის: “Sunday Morning”, “Moves Like Jagger”, “Sugar” და სხვა.
„Maroon 5”-ის კონცერტი ფესტივალის „Heat Batumi“ ფარგლებში იმართება. ფესტივალი 6 ივნისს, „ერისიონისა“ და „New York Brass Band”-ის კონცერტებით გაიხსნა და სეზონის ბოლომდე გაგრძელდება. „Heat Batumi“ საერთო ჯამში, 90-ზე მეტ ღონისძიებას აერთიანებს.
ლოს-ანჯელესში შექმნილი ჯგუფი „Maroon 5“ თავისი ჰიტებით, სოლისტის გამორჩეული ვოკალითა და დამახასიათებელი ხმის ტემბრით დღეისათვის წამყვან პოზიციებს იკავებს მუსიკალურ ჩარტებში. მრავალი პრიზის მფლობელმა ჯგუფმა 2005 წელს, ნომინაციაში „Best New Artist” პირველი გრემის ჯილდო მიიღო და მსოფლიო მასშტაბით 17 მილიონზე მეტი ალბომი გაყიდა.
“Maroon 5”-ის სოლისტი ადამ ლევინი ჩარტების 53 წლიანი ისტორიის განმავლობაში არის პირველი არტისტი, რომელიც ერთდროულად იკავებდა მოწინავე პოზიციებს, როგორც სოლო-შემსრულებელი, ასევე მუსიკალური ჯგუფის წევრი.
“Maroon 5“-ის ალბომებმა “Songs About Jane“ და “It Won't be Soon Before Long“, რომელშიც შესულია ჰიტები - “Makes Me Wonder" და "If I Never See your Face Again“, გამოსვლისთანავე მუსიკის კრიტიკოსებისა და გულშემატკივრების მოწონება და აღფრთოვანება დაიმსახურა. 2010 წელს ჯგუფმა გამოუშვა სტუდიური ალბომი “Hands All Over“, რომელშიც შესული მსოფლიო ჰიტები “Misery” და “Moves Like Jagger“ ბილბორდის ცხელი ასეულის (Billboard Hot 100) მოწინავე პოზიციებს დიდი ხნის განმავლობაში არ თმობდა. აღნიშნულმა ორმა ჰიტმა გრემის ჯილდო მიიღო ნომინაციაში “Best Pop Performance By A Duo Or Group With Vocals“. 2012 წელს გამოვიდა „Maroon 5“-ის კიდევ ერთი ალბომი “Overexposed“, რომელიც ასევე მალევე გახდა პოპულარული. ალბომში შესული სინგლი “Daylight“ რადიოს “Hot AC“ ჩარტებში პირველ ადგილს იკავებდა. აღნიშნული ალბომით ჯგუფმა წლის ყველაზე მაღალშემოსავლიანი ტურები გამართა - მხოლოდ ბილეთების გაყიდვით შემოსაულმა თანხამ 50 მილიონ დოლარს გადააჭარბა.
„Maroon 5”-ის უახლესი ალბომი “V“ ჰიტით “Maps” ასევე მსოფლიო ჩარტების ლიდერია, ხოლო ალბომში შესულ, გრემის ჯილდოზე ნომინირებულ სინგლს “Sugar” დღეისათვის მილიარდამდე ნახვა აქვს.
“Maroon 5“-მა მსოფლიო ტურნე 2015 წლის თებერვალში აშშ-ში დაიწყო. ტურნეს ფარგლებში ჯგუფი ევროპას, აზიას, ლათინურ ამერიკას, ავსტრალიასა და ახალ ზელანდასიაც ეწვია და მსმენელის წინაშე სხვადასხვა ფესტივალის ფარგლებში წარდგა. გასული წელს ჯგუფმა მსოფლიოს 30-ზე მეტ ქვეყანაში 120 კონცერტი გამართა და 2,5 მლრდ-ზე მეტი თაყვანისმცემლის წინაშე წარდგა.
პროექტის „Check in Georgia” განხორციელების მიზანია წლის განმავლობაში ჩვენი ქვეყნის კულტურულ ცენტრად ქცევა და დიდი რაოდენობით ტურისტების მოზიდვა; ამ გზით ადგილობრივი მეწარმეობის ხელშეწყობა; შედეგად, დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნა და როგორც თბილისში, ისე რეგიონებში ჩვენი მოსახლეობის შემოსავლების ზრდა. „Check in Georgia” მნიშვნელოვნად უწყობს ხელს საქართველოს პოპულარიზაციას, იზრდება ქვეყნის, როგორც ტურისტული და კულტურული ცენტრის ცნობადობა, ასევე საერთაშორისო იმიჯი.
პროექტის ფარგლებში უკვე გაიმართა ორი გრანდიოზული კონცერტი - ქართველი მსმენელის წინაშე წარდგნენ ეროს რამაზოტი და რობი უილიამსი. კონცერტებზე დასასწრები ბილეთები რეკორდული სისწრაფით გაიყიდა - ორივე ღონისძიებაზე სულ გაიყიდა 45,000-მდე ბილეთი, მათ შორის ტრანზაქციები შესრულდა მსოფლიოს 52-ზე მეტი ქვეყნიდან. სპეციალურად ამ ღონისძიებებზე დასასწრებად თბილისს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან მრავალი ტურისტი ეწვია.
პოლიტიკა
- რომან ქარცივაძე სუს-ის სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელად დაინიშნა
- პრემიერ-მინისტრს მარკო რუბიოსთან სატელეფონო საუბარი ჰქონდა, მაისში დელეგაციასაც ველოდებით, პოზიტიური მოლოდინები გვაქვს - კახა კალაძე
- კოლექტიური „ნაცმოძრაობისთვის“ მამუკა მდინარაძის საჯარო პოლიტიკაში დაბრუნება შოკის მომგვრელი იყო - არჩილ გორდულაძე
- ხელისუფლების ამჟამინდელი კურსი ქვეყანას აშორებს ევროკავშირის წევრობის გზას, უწყვეტი და მიზანმიმართული რიტორიკა ევროკავშირის წინააღმდეგ უფრო მეტად უთხრის ძირს საქართველოს ევროკავშირისკენ სწრაფვის დამაჯერებლობას - წარმომადგენლობა
საზოგადოება
- PSP-ს კამპანიამ "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" CLIO Awards-ის 2 ჯილდო მოიპოვა
- “390 000-ზე მეტი ბავშვი რეგისტრირებულია სოციალურად დაცვის ბაზაში და აქედან - 270 000 იღებს შემწეობას”
- PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში!
- საქართველოში 15-17 აპრილს უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი
სამართალი
- რაჭაში დააკავეს პირი, რომელმაც სტუმრად ყოფნისას, ცოლ-ქმარს ცივი იარაღის მუქარით მათ სახელზე რეგისტრირებული საცხოვრებელი ბინის გადაფორმება და თანხა მოსთხოვა, თუმცა განზრახვა სისრულეში ვერ მოიყვანა და მიიმალა
- არასრულწლოვნები თბილისში სასურსათო მაღაზიებსა და სააფთიაქო ქსელებს ძარცვავდნენ, ერთ-ერთმა, ასევე, გაძარცვა ტაქსის მძღოლი და მის ნივთებს, მათ შორის საბანკო ბარათებს დაეუფლა - დაკავებულია 4 პირი
- ჯუანშერ ბურჭულაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
- დააკავეს არასრულწლოვანი, რომელიც თანამზრახველთან ერთად, თბილისში მდებარე სხვადასხვა მაღაზიათა ქსელში წინასწარი შეთანხმებით შედიოდა - ძალის გამოყენებით, ჯამში 6000 ლარამდე თანხა გაიტაცეს
მსოფლიო
- რუსებმა ოდესაზე დრონებით მორიგი იერიში მიიტანეს - დაზიანდა მრავალსართულიანი კორპუსები, არიან დაშავებულები
- ჩვენ უკვე დავამარცხეთ ირანი, მაგრამ მსურს უფრო დიდი უპირატესობით გავიმარჯვოთ - დონალდ ტრამპი
- პოლონეთი უკრაინის დახმარებით დრონების არმადას ქმნის - დონალდ ტუსკი
- ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, „ჰეზბოლამ“ გასულ ღამეს ისრაელზე იერიში მიიტანა, რის შემდეგაც საპასუხო დარტყმები განახორციელეს
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- საკულტო მოდელით შთაგონებული: ახალი Cayenne Coupé Electric
- 10-ჯერ მეტი MR ქულა მაისში - „თეგეტა მოტორსში“ AmEx ბარათით გადახდა უკვე შესაძლებელია
- „გოგოების გზა ტექნოლოგიებში“ - „თეგეტა ჰოლდინგი“ გაეროს ქალთა ორგანიზაციის საერთაშორისო კონფერენციას შეუერთდა
- „თეგეტა“ ბიზნესისთვის - კომპანიამ სადისტრიბუციო სექტორს ფლიტ მენეჯმენტის ახალი სტანდარტი წარუდგინა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა
















