საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ესპანეთი 1:0 დაამარცხა

საქართველო, თბილისი - 09:52 | 08.06.2016
ნანახია: 2150

საქართველო სტუმრად ესპანეთს დაუპირისპირდა და მეტოქე მინიმალური სხვაობით დაამარცხა.

შეხვედრის ერთადერთი გოლი პირველი ტაიმის მე-40 წუთზე თორნიკე ოქრიაშვილმა გაიტანა. 

ამ მატჩით საქართველომ ევროპული შეკრება დაასრულა. ესპანეთი კი ევროპის ჩემპიონატზე მიიღებს მონაწილეობას.

აღსანიშნავია, რომ ვლადიმირ ვაისმა საქართველოს მთავარი მწვრთნელის რანგში პირველი გამარჯვება მოიპოვა.

 



პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე