გეილ სმითი: დემოკრატიული სახელმწიფოს ჩამოყალიბება ითხოვს დაუზოგავ მუშაობას და ეს პროცესი არასდროს მთავრდება
საქართველო, თბილისი - 18:38 | 09.06.2016 ნანახია: 1755
ვაშინგტონში, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 25 წლისთავთან დაკავშირებით გამართულ საზეიმო მიღებაზე, აშშ-სგანვითარების სააგენტოს ხელმძღვანელმა გეილ სმითმა ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა.
მიღებაზე სიტყვით გამოსვლისას, გეილ სმითმა აღნიშნა, რომ მისთვის პატივია მიმართოს ქართველ ხალხს და მიულოცოს ეს მნიშვნელოვანი და ისტორიული დღე. „ეს არ არის უბრალო დამთხვევა, რომ დღეს ჩვენ აღვნიშნავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს და საქართველოსა და აშშ-ს შორის არსებულ სტრატეგიულ პარტნიორობას" აღნიშნა გეილ სმითმა. „ჩვენ ყოველთვის ვუჭერდით და მომავალშიც დავუჭერთ მხარს საქართველოს - რაც საქართველოს ეხება, ის გვეხება ჩვენც, ეს არის მიზეზი იმისა, რომ ჩვენ ვთანამშრომლობთ წლების განმავლობაში. ჩვენ მხარს ვუჭერთ დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებას".
გეილ სმითმა სიტყვით გამოსვლისას ყურადღება გაამახვილა შემოდგომაზე საქართველოში საპარლამენტო არჩევნების ჩატარებაზე.
მან, ასევე, ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველო არის დემოკრატიული სახელმწიფოს და ძლიერი ეკონომიკის განვითარების მოდელი, მაგალითი. „დემოკრატიული სახელმწიფოს ჩამოყალიბება ითხოვს დაუზოგავ მუშაობას და ეს პროცესი არასდროს მთავრდება", - აღნიშნა გეილ სმითმა.
საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო მიღება ვაშინგტონში, აშშ-ში საქართველოს საელჩოს ორგანიზებითგაიმართა. მიღებას 900-ზე მეტი სტუმარი დაესწრო. საქართველოს მხრიდან ღონისძიებას მასპინძლობდა საქართველოს საგარეო საქმეთამინისტრი მიხეილ ჯანელიძე, საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი, აშშ-ში საქართველოს ელჩი არჩილ გეგეშიძე. აშშ-სმხრიდან ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართეს სახელმწიფო მდივნის მოადგილემ ტონი ბლინკენმა და საერთაშორისოუსაფრთხოების საკითხებში აშშ -ის თავდაცვის მდივნის თანაშემწემ ელისა სლოტკინმა.
პოლიტიკა
- არსებული ურთიერთობების გათვალისწინებით, საქართველო ყირგიზეთს განიხილავს არა მხოლოდ როგორც მნიშვნელოვან და საიმედო პარტნიორს, არამედ როგორც მეგობარს - ირაკლი კობახიძე
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
- რუსთავში არასრულწლოვანმა კაცი მოკლა
საზოგადოება
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მსოფლიო
- ჩვენ დღეს ირანთან ომი დავასრულეთ, ისინი დათანხმდნენ, რომ არასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი - დონალდ ტრამპი
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
- უნგრეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას აჩერებს
- პეტერ მადიარი აცხადებს, რომ მზადაა მომავალ კვირაში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
- „ქალი მართავს“ - „თეგეტას“ კამპანიამ KIAF-ის 11 ჯილდო მოიპოვა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















