ქართველი ახალგაზრდების წარმატება ბრიუსელში IFLC-ზე
საქართველო, თბილისი - 10:34 | 13.06.2016 ნანახია: 1981
ბრიუსელში მსოფლიოს ენისა და კულტურის ფესტივალის გალა კონცერტი გაიმართა. წელს ფესტივალი მეთოთხმეტედ ჩატარდა და იგი ევროპარლამენტისა და იუნესკოს მხარდაჭერით გაიმართა. ფესტივალში მონაწილეობა დემირელის კოლეჯის ცეკვის კლუბმა და ქუთაისელმა ახალგაზრდა ვოკალისტმა ნია წოწონავამმიიღეს.
ენისა და კულტურის ფესტივალის ფინალში 14 ქვეყნის 350-ზე მეტინიჭიერიახალგაზრდა იღებდა მონაწილეობას. თითოეული მონაწილე პროექტში საკუთარ ქვეყანასა და კულტურას წარადგენდა. დახურვის საზეიმო ღონისძიებას ევროპარლამენტის და ბელგიის პრემიერ მინისტრი, ასევე მონაწილე ქვეყნების მაღალი რანგის სტუმრები ესწრებოდნენ, რომლებმაც ერთად აღიარეს პროექტის განსაკუთრებული როლი და მნიშვნელობა.
წელს ფესტივალის ფარგლებში დაგეგმილ სხვადასხვა ღონისძიებებში საქართველოდან 5 ვოკალისტი და ორი ცეკვის ანსამბლი იღებდა მონაწილეობას.ქართველი ახალგაზრდები პროექტის ფარგლებში დაგეგმილ სხვადასხვა კონცერტებსა და ღონისძიებებში აქტიურად იყვნენ ჩართულები. მერვე-მეთორმეტე კლასის ქართველი მოსწავლეები: თბილისიდან, რუსთავიდან, ქუთაისიდან და ბათუმიდან წარმატებით წარდგნენ ფესტივალზებრაზილიაში, აფრიკაში, სინგაპურში, ინდოეთში, ამერიკაში, რუმინეთში, მოლდოვასა და ყირგიზეთში ჩატარებულ მასშტაბურ კონცერტებზე. ცეკვის კლუბი და ქართველი მომღერალი ნია წოწონავა ფინალამდე, ერთი თვის განმავლობაში 14 ქვეყნის წარმომადგენელთან ერთად გერმანიაში გადიოდნენ რეპეტიციებს ვოკალსა და ცეკვაში. მათ მონაწილეობამიიღესქალაქ დორტმუნდში გამართულ ფინალურ კონცერტზეც და დიდი წარმატებით წარდგნენ აუდიტორიის წინაშე.
ენისა და კულტურის XIV საერთაშორისო ფესტივალის დახურვაზე, ბრიუსელში ქართველ მოცეკვავეთა კლუბი განსაკუთრებული ნომრით წარსდგა და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებთან ერთად მათ ქართული ცეკვებიშესთავაზეს პუბლიკას. ქართველმა მოცეკვავეებმა ასევე სპეციალური ნომერი აფრიკელ მონაწილეებთან ერთადაც შეასრულეს.
ენისა და კულტურის ფესტივალი ტრადიციულად მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში იმართება და იგი 170 ქვეყნის ასობით მონაწილეს აერთიანებს. მისი მიზანია მსოფლიო კულტურების დაახლოება, მსოფლიო მშვიდობის დიალოგის წამოწყება და სხვადასხვა ენებისა და კულტურების დაახლოება.
წლევანდელ საერთაშორისო ფესტივალს განსაკუთრებული მხარდაჭერა აშშ-ს პრეზიდენტმა ბარაკ ობამაც გამოუცხადა. პროექტმა ფესტივალის ფარგლებში გამართულ ორ ღონისძიებას უმასპინძლა ამერიკის შეერთებულ შტატებში. პროექტს წელს მხარდაჭერა გაერთიანებული ერების გენერალურმა მდივანმა პან გიმუნმაც გამოუცხადა და მსოფლიო ფესტივალის მონაწილე ახალგაზრდები გაეროს შტაბ ბინაში მიიწვია და მათთვის სპეციალური მიღება გამართა.
2014 წლის ფესტივალი გამარჯვებული ქართველი მონაწილე ირინა ხეჩანოვი გახლდათ, რომელიც წელსაფრიკაში ჩატარებული ფესტივალის სპეციალური სტუმარი გახლდათ.
პოლიტიკა
- არსებული ურთიერთობების გათვალისწინებით, საქართველო ყირგიზეთს განიხილავს არა მხოლოდ როგორც მნიშვნელოვან და საიმედო პარტნიორს, არამედ როგორც მეგობარს - ირაკლი კობახიძე
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
- რუსთავში არასრულწლოვანმა კაცი მოკლა
საზოგადოება
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მსოფლიო
- ჩვენ დღეს ირანთან ომი დავასრულეთ, ისინი დათანხმდნენ, რომ არასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი - დონალდ ტრამპი
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
- უნგრეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას აჩერებს
- პეტერ მადიარი აცხადებს, რომ მზადაა მომავალ კვირაში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
- „ქალი მართავს“ - „თეგეტას“ კამპანიამ KIAF-ის 11 ჯილდო მოიპოვა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















