მთავრობა და „ქართუ“ ტექნოლოგიური ინსტიტუტის დაფუძნების სფეროში მსოფლიო დონის სამეცნიერო ინსტიტუტებთან ითანამშრომლებენ
საქართველო, თბილისი - 17:10 | 09.10.2015 ნანახია: 2428
საქართველოს მთავრობა და საქველმოქმედო ფონდი „ქართუ“ ტექნოლოგიური ინსტიტუტისა და თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარების სამეცნიერო-საგანმანათლებლო ცენტრის დაფუძნების სფეროში მსოფლიო დონის სამეცნიერო ინსტიტუტებთან ითანამშრომლებს-აღნიშნულ პროექტზე პრემიერ–მინისტრის ხელმძღვანელობით გამართულ ადრონული თერაპიის პროექტის კომისიის სხდომაზე იმსჯელეს.
შეხვედრას ფონდ "ქართუს" დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი, ბირთვული კვლევების ევროპული ორგანიზაციის CERN-ის სამეცნიერო დირექტორი სერჯიო ბერტოლუჩი, CERN-ის საერთაშორისო ურთიერთობების ოფისის მრჩეველი ქრისტოფ შეფერი, იტალიის ონკოლოგიური ადრონული თერაპიის ეროვნული ცენტრის გენერალური მენეჯერი სანდრო როსი და ბირთვული ფიზიკის ეროვნული ინსტიტუტის პრეზიდენტი ფერნანდო ფერონი დაესწრნენ.
საქართველოს მთავრობის მეთაურმა სხდომის დასაწყისში მადლობა გადაუხადა ფონდ "ქართუს" დამფუძნებელ ბიძინა ივანიშვილს, რომლის ინიციატივით და დაფინასებით ხორციელდება ტექნოლოგიური ინსტიტუტის და ადრონული თერაპიის მეგაპროექტი. ირაკლი ღარიბაშვილი მიიჩნევს, რომ 500 მილიონ ევროდ ღირებული პროექტი საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესია.
„დღეს არის მორიგი კომისიის სხდომა. პირველ რიგში მინდა გამოვყო ბიძინა ივანიშვილის როლი ამ საქმეში, როგორც ინიციატორის და ასევე გია დვალის წვლილი არის მნიშვნელოვანი. ბატონი ბიძინას ინიციატივა იყო ამ საქმის წამოწყება საქართველოში და პროექტს მთლიანად დააფინანსებს ბიძინა ივანიშვილი და მისი ფონდი „ქართუ“. ამ ორი პროექტის ჯამური ღირებულება შეადგენს ნახევარ მილიარდს და მჯერა, რომ ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი ჩვენი ქვეყნისთვის,“–განაცხადა პრემიერ–მინისტრმა.
ბიძინა ივანიშვილის განმარტებით, ქართული მხარე ყველაფერს გააკეთებს და მაქსიმალურად გამოიყენებს წამყვანი მეცნიერების შესაძლებლობებს, რათა საქართველოში თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარების ცენტრი დაფუძნდეს.
„ორ წელიწადზე მეტია, რაც მე და გია დვალი ამ პროექტით ვართ დაინტერესულნი. მინდა მადლობა გადავუხადო გიას. ინიციტივა ჩემი იყო, დავუკავშირდი გიას და მისგან მივიღე ძალიან დიდი მხარდაჭერა და სურვილი, რომ საქართველოში შეიქმნას ასეთი სამეცნიერო ცენტრი. თემურ ლომთაძემ მიიღო დიდი მონაწილეობა, ის აქტიურად არის ჩართული პროექტში, ისევე როგორც ჩვენი გუნდი. რა თქმა უნდა, მადლობა ჩამობრძანებისთვის ჩვენს სტუმრებს. თქვენი სტუმრობა საქართველოში ჩვენთვის დიდი პატივია და იმედი მაქვს, რომ თქვენი მხარდაჭერით ჩვენ შევძლებთ ამ პროექტის განხორციელებას. ჩვენი მხრივ, ქართული მხარე ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მაქსიმალურად გამოვიყენოთ თქვენი შესაძლებლობები , რათა საქართველოში მსგავსი ცენტრი დაფუძნდეს,“–აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.
საქართველოს მთავრობა და საქველმოქმედო ფონდი „ქართუ“, ტექნოლოგიური ინსტიტუტის და ადრონული თერაპიის მეგაპროექტის გარშემო თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარების სამეცნიერო-საგანმანათლებლო ცენტრის დაფუძნებისა და განვითარების სფეროში, ბირთვული კვლევების ევროპულ ორგანიზაციასთან (CERN), იტალიის ონკოლოგიური ადრონული თერაპიის ეროვნულ ცენტრსა (CNAO) და იტალიის ბირთვული ფიზიკის ეროვნულ ინსტიტუტთან (INFN) ითანამშრომლებს.
CERN, CNAO, INFN ქართულ მხარეს ექპერიმენტული კვლევითი ბაზის მშენებლობისა და ფუნქციონირების საქმეში მიღებულ გამოცდილებასა და ცოდნას გაუზიარებენ; აღნიშნული ორგანიზაციები ქართულ მხარეს გადასცემენ ტექნოლოგიური ინსტიტუტის სამეცნიერო-ტექნიკური ბაზის საპროექტო დოკუმენტაციას, ასევე გამოყოფენ სათანადო გამოცდილების მქონე ექსპერტებს, რათა ტექნოლოგიურმა ინსტიტუტმა ფუნქციონირება ეფექტურად დაიწყოს. მხარეები ითანამშრომლებენ სტუდენტების და მკვლევარების მომზადების, ერთობლივი პროგრამებისა და პროექტების შემუშავებაში.
საქართველოს მთავრობამ, საკანონმდებლო ინიციატივის სახით, პარლამენტში შეიტანა "საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ტექნოლოგიური ინსტიტუტის და ადრონული თერაპიის მეგაპროექტის გარშემო თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარების სამეცნიერო-საგანმანათლებლო ცენტრის შექმნის შესახებ" კანონპროექტი, რომლის საფუძველზე ტექნოლოგიური ინსტიტუტი და ტექნოლოგიების განვითარების სამეცნიერო-საგანმანათლებლო ცენტრი უნდა დაფუძნდეს.
ტექნოლოგიური უნივერსიტეტის და ადრონული თერაპიის თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარების სამეცნიერო-საგანმანათლებლო ცენტრის დაფუძნების ინიციატივა საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ბიძინა ივანიშვილს ეკუთვნის. ტექნოლოგიურ უნივერსიტეტსა და სამეცნიერო-საგანმანათლებლო ცენტრის თბილისში ფონდი „ქართუ“ ააშენებს. ამ ორი პროექტის ჯამური ღირებულება საორიენტაციოდ ნახევარ მილიარდ ევროს შეადგენს.
პოლიტიკა
- საგამოძიებო სამსახურმა 19 ტონა ვადაგასული და ჯანმრთელობისთვის საშიში ხორცპროდუქტის რეალიზაციის ფაქტი გამოავლინა
- არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, თუ რას გვიპირებს ივანიშვილი, მნიშვნელოვანია, ჩვენ რას ვუპირებთ მას - ელენე ხოშტარია
- ტრამპის წერილის შემდეგ, შეიძლება, ოპოზიციას ძილი გაუქრა, მაგრამ ფაქტია, ორმხრივი ურთიერთობები ვითარდება, ურთიერთობების გადატვირთვაზე ორივე მხარეს პოზიტიური დამოკიდებულება აქვს გამოხატული - ლევან მახაშვილი
- როგორ წარმოგიდგენიათ, ჟორჟოლიანის შექმნილი გმირი მართლა გმირი იქნება? გმირების ქვეყანაში თუ მან უნდა შექმნას გმირები, კარგად ყოფილა საქმე - თენგიზ შარმანაშვილი
მსოფლიო
- დონალდ ტრამპი მიხვდა, რომ ომის შეჩერება სწორედ რუსეთს არ სურს - ვოლოდიმირ ზელენსკი
- ირანი ძალიან, ძალიან სერიოზულად დაზიანდა, მათ სამხედრო თვალსაზრისით თითქმის ყველაფერი დაკარგეს - დონალდ ტრამპი
- აშშ-მა ირანზე ხუთსაათიანი იერიშების სერია დაასრულა - აშშ-ის ცენტრალური სარდლობა
- ევროკავშირის საბჭომ უნგრეთისთვის აღდგენისა და მდგრადობის ახალი გეგმა დაამტკიცა
კონფლიქტები
- სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „თეგეტა მოტორსმა“ გეზის ფილიალში JCB-ს სააკრედიტაციო ტრენინგს უმასპინძლა
- „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ ახალი Toyota RAV4 ოფიციალურად წარადგინა
- „Geely - შენი სპონტანური მოგონებებისთვის“ - „ჯილი ცენტრი თეგეტამ“ საზაფხულო კამპანია დაიწყო
- უმსხვილესი მაღალტექნოლოგიური ინფრასტრუქტურა რეგიონში - „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალი სრული დატვირთვით მუშაობს
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















