ანკარაში აფეთქებებს 20 ადამიანი ემსხვერპლა

საქართველო, თბილისი - 13:00 | 10.10.2015
ნანახია: 2148

სულ მცირე 20 ადამიანი დაიღუპა თურქეთის დედაქალაქ ანკარაში მომხდარი აფეთქებების შედეგად. ამის შესახებ  Reuters-ი იტყობინება. დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

რკინიგზის სადგურთან, სადაც ორი აფეთქება მოხდა, „მშვიდობის მარშის“ მონაწილეები იკრიბებოდნენ. ისინი ხელისუფლებასა და ქურთ რადიკალების შორის კონფლიქტის გაპროტესტებას აპირებდნენ.

მომხდარს ტერატქის კვალიფიკაცია მიეცა.

 



პოლიტიკა