საქართველოს პრეზიდენტმა ახალი მრჩეველი წარადგინა
საქართველო, თბილისი - 13:23 | 12.10.2015 ნანახია: 2349
საქართველოს პრეზიდენტმა პოლიტიკურ საკითხებში მრჩევლის თანამდებობაზე ფიქრია ჩიხრაძე წარადგინა.
„ფიქრია ჩიხრაძე ადმინისტარციაში ძალიან მნიშვნელოვან პოსტს დაიკავებს და მონაწილეობას მიიღებს იმ პროცესებში, რომელშიც ჩართულია პრეზიდენტი და მისი ადმინისტრაცია.
ბუნებრივია, ჩვენ თანამშრომლობა ვთხოვეთ ფიქრია ჩიხრაძეს, გამომდინარე მისი შთამბეჭდავი და ხანგრძლივი პოლიტიკური წარსულიდან. ქალბატონი ფიქრია მე სტუდენტობიდან მახსოვს, დაახლოებით 30 წლის წინ, როდესაც ჩაბმულები ვიყავით პოლიტიკაში და ასევე, შემდგომაც.
ეს არის ადამიანი, რომელსაც აქვს ინტენსიური პოლიტიკური გამოცდილება და ძალიან კარგი პოლიტიკური კონტაქტები. ბუნებრივია, ფიქრია ჩიხრაძე იმუშავებს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში და ერთად დავგეგმავთ იმ ძალიან მნიშვნელოვან პოლიტიკურ პროცესებში ჩართვას, რომელიც საქართველოს წინაშე დგას.
მინდა ხაზი გავუსვა ჩვენს სრულ ღირებულებით თანხმობას, რადგან ძალიან ბევრ საკითხში ჩვენ გვაქვს იმის ერთნაირი ხედვა, რაც უნდა გაკეთდეს დღეს ქვეყანაში, ერთნაირად ვხედავთ იმ პროცესებს, რაც უნდა განხორციელდეს. მაგრამ, ამავე დროს ჩვენი თანამშრომლობა იქნება ერთმანეთის შემვსები, რადგან ჩვენს გუნდში მოდის კვალიფიციური და სერიოზული პოლიტიკური გამოცდილების მქონე ადამიანი“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა ახალი მრჩევლის წადგენისას.
თავის მხრის, ფიქრია ჩიხრაძემ ქვეყნის პირველ პირს მადლობა გადაუხადა მის მიმართ გამოხატული ნდობისათვის.
„მსურს მადლობა გადავუხადო პრეზიდენტს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი შეთავაზებისათვის. ძალიან მნიშვნელოვანია, ის ყველაფერი რისთვისაც ჩვენ 30 წლის წინ მოვედით პოლიტიკურ ასპარეზზე, ძალიან ახალგაზრდები დ სავსე ვიყავით იდეალებით, რომელიც უკავშირდებოდა საქართველოს თავისუფლებას და დამოუკიდებლობას.
გავიდა 30 წელი; დღეს ვართ თავისუფალი საქართველოს შვილები, მაგრამ, სამწუხაროდ, სახელმწიფოს ჩამოყალიბებამდე გრძელი გზა გვაქვს გასავლელი. ჩვენ ძლიან ბევრი დრო დავკარგეთ ამ გაზაზე.
ჩემი გადაწყვეტილება, მიმეღო პრეზიდენტის შემოთავაზება, განაპირობა ასევე იმან, რომ საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი არის ხელისუფლებაში ერთერთი თუ არა ერთადერთი ადამიანი, რომელიც დემოკრატიული ინსტიტუტების ჩამოყალიბების კუთხით, დგამს ძალიან გამიზნულ და შთამბეჭდავ ნაბიჯებს.
ვფიქრობ, ეს ნაბიჯები არის წარმატებული და მომავალშიც უფრო წარმატებული იქნება, სწორედ იმისათვის, რომ შევქმნათ დემოკრატიულ ღირებულებებზე დაფუძნებული სახელმწიფო, სადაც სახელისუფლო შტოები იქნება მართლაც ურთიერთდაბალანსებული, შეიქმნება გარემო იმისათვის, რომ არსებობდეს თავისუფალი სასამართლო, თავისუფალი მედია და არავითარი საფრთხე არ დაემუქროს მას ამ კუთხით; ასევე, არსებობდნენ ძლიერი პოლიტიკური ძალები, რომლებიც დამყარებულნი იქნებიან მსოფლმხედველობაზე, ახალ იდეებზე, ახალ პოლიტიკურ ხედვებზე.
ბუნებრივია, მე ძალიან დიდ პასუხისმგებლობად და პატივად მიმაჩნია ამ გუნდთან ერთად მუშაობა”, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველმა პოლიტიკურ საკითხებში ფიქრია ჩიხრაძემ.
პოლიტიკა
- საგამოძიებო სამსახურმა 19 ტონა ვადაგასული და ჯანმრთელობისთვის საშიში ხორცპროდუქტის რეალიზაციის ფაქტი გამოავლინა
- არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, თუ რას გვიპირებს ივანიშვილი, მნიშვნელოვანია, ჩვენ რას ვუპირებთ მას - ელენე ხოშტარია
- ტრამპის წერილის შემდეგ, შეიძლება, ოპოზიციას ძილი გაუქრა, მაგრამ ფაქტია, ორმხრივი ურთიერთობები ვითარდება, ურთიერთობების გადატვირთვაზე ორივე მხარეს პოზიტიური დამოკიდებულება აქვს გამოხატული - ლევან მახაშვილი
- როგორ წარმოგიდგენიათ, ჟორჟოლიანის შექმნილი გმირი მართლა გმირი იქნება? გმირების ქვეყანაში თუ მან უნდა შექმნას გმირები, კარგად ყოფილა საქმე - თენგიზ შარმანაშვილი
მსოფლიო
- დონალდ ტრამპი მიხვდა, რომ ომის შეჩერება სწორედ რუსეთს არ სურს - ვოლოდიმირ ზელენსკი
- ირანი ძალიან, ძალიან სერიოზულად დაზიანდა, მათ სამხედრო თვალსაზრისით თითქმის ყველაფერი დაკარგეს - დონალდ ტრამპი
- აშშ-მა ირანზე ხუთსაათიანი იერიშების სერია დაასრულა - აშშ-ის ცენტრალური სარდლობა
- ევროკავშირის საბჭომ უნგრეთისთვის აღდგენისა და მდგრადობის ახალი გეგმა დაამტკიცა
კონფლიქტები
- სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „თეგეტა მოტორსმა“ გეზის ფილიალში JCB-ს სააკრედიტაციო ტრენინგს უმასპინძლა
- „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ ახალი Toyota RAV4 ოფიციალურად წარადგინა
- „Geely - შენი სპონტანური მოგონებებისთვის“ - „ჯილი ცენტრი თეგეტამ“ საზაფხულო კამპანია დაიწყო
- უმსხვილესი მაღალტექნოლოგიური ინფრასტრუქტურა რეგიონში - „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალი სრული დატვირთვით მუშაობს
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















