საქართველოში თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლა გაიხსნა
საქართველო, თბილისი - 19:25 | 28.06.2016 ნანახია: 2405
დღეს თბილისში თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლა (DIB) გაიხსნა. სკოლა ოფიციალურად საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა და სახალხო დიპლომატიის საკითხებში ნატოს გენერალური მდივნის თანაშემწემ თაკიმ ილდემმა გახსნეს.
საზეიმო ცერემონიალზე მოწვეულ სტუმრებს საქართველოს პრეზიდენტმა სიტყვით მიმართა. გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ინსტიტუციაა, რომელიც პროფესიული კადრების მომზადების თვალსაზრისით ჩვენს ქვეყანას გადაადგმევინებს ნაბიჯს უფრო სტაბილური, მტკიცე და დაცული რეგიონის შესაქმნელად.
„საქართველო მართლაც ურთულეს და ამავე დროს უმნიშვნელოვანეს რეგიონში სულ უფრო მტკიცედ ანვითარებს თავის სახელმწიფოებრიობას და თავდაცვისუნარიანობას. ჩვენი ქვეყანა რეალურად ურთულესი გამოწვევების წინაშე დგას, მაგრამ, ამავე დროს, გვაქვს უდიდესი შესაძლებლობები. სულ უფრო მეტი ქვეყანა, როგორც ევროპაში ასევე აზიაში, ხედავს ჩვენი რეგიონის მნიშვნელობას… ჩვენ არაერთხელ განგვიცხადებია, რომ სტაბილურობას ნატოში ინტეგრაციაში ვხედავთ. ჩვენ არაერთი მტკიცე ნაბიჯი გადაგვიდგამს ამ მიმართულებით. დღეს როდესაც ჩვენ ვლაპარაკობთ ამ მნიშვნელოვანი ახალი ინსტიტუტის შექმნაზე, ეს არის ის წარმატება, რომელიც 2014 წელს უელსიდან წამოვიღეთ. მაგრამ ის წარმატება, თავის მხრივ, მიღწეული იყო არა ერთი ქართველი სამხედრო მოსამსახურის გმირული შრომის და გმირული მოღვაწეობის შედეგად“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
თინათინ ხიდაშელის განცხადებით, თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლის გახსნა არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი და ფართოდ გადადგმული ნაბიჯი ნატო-საქართველოს ურთიერთობებში.
„ამ სკოლის მთავარი დევიზი ბანერზე წერია: „კომპეტენცია, გამჭვირვალობა, უსაფრთხოება, ერთიანობა“. ეს არის ის მთავარი ამოცანები, რომელსაც თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლა უნდა ემსახუროს. ეს არის პრინციპები, რომელსაც სკოლა დაეფუძნება. ეს არის პრინციპები, რომლის მიმდევარი იქნება მისი ყოველი მსმენელი, პროფესორი და მასწავლებელი. თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლა არის პროექტი, რომელიც უელსის სამიტიდან წამოვიღეთ და ამ ერთი წლის განმავლობაში მინდა მადლობა გადავუხადო თავდაცვის სამინისტროს ყველა იმ თანამშრომელს, რომლებმაც ძალიან დიდი ძალისხმევა ჩადეს ამ სკოლის გახსნაში. ეს იყო საკმაოდ გრძელი და რთული გზა. ყველა არ იყო აღფრთოვანებული ამ იდეით მაგრამ ჩვენ მოვედით დღევანდელ დღემდე. ეს არის მხოლოდ პირველი ნაბიჯი, რომელსაც კიდევ უფრო დიდი წინააღმდეგობებით სავსე გზა აქვს გასავლელი. ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ სექტემბერში სკოლა უკვე მიიღებს პირველ მსმენელებს. თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლა არის ჩვენი ქვეყნის რეგიონული და საერთაშორისო მნიშვნელობის ზრდისთვის გადადგმული ძალიან დიდი ნაბიჯი. ეს არის მეტი პროფესიონალი თავდაცვის და უსაფრთხოების სფეროში, მიუხედავად იმისა, თუ სად და რა სეგმენტში მუშაობენ ესა თუ ის ადამიანები. ეს ნიშნავს მეტ გამჭვირვალობას და დიდი ეფექტისთვის ნაკლები რესურსის ხარჯვას. ბევრი მიმართულება, რომელიც აქამდე გაფანტული იყო სხვადასხვა პროგრამებში, ერთად იქნება თავმოყრილი, სწორედ, ამ სკოლაში. გამჭვირვალობის საუკეთესო მაგალითია თვითონ ის ადგილი, სადაც ჩვენ სკოლას ვხსნით. მინდა გითხრათ, რომ ეს იყო თავდაცვის სამინისტროს ერთ-ერთი საიდუმლო ობიექტი და ერთ-ერთი მინისტრი მას კერძო რეზიდენციად იყენებდა. სწორედ, ასეთი ადგილები გავხსენით ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ საზოგადოებისთვის. ასეთ ადგილებში მივეცით თავისუფლება ადამიანებს და მთელი ეს ინფრასტრუქტურა ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებას და სიძლიერეს მოხმარდება. ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ამ მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებისთვის მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ჩვენს გერმანელ პარტნიორებს. პირველ რიგში, ჩვენს კოლეგებს, რომლებმაც მიიღეს ეს გადაწყვეტილება იყვნენ ამ პროექტის ლიდერები, იყვნენ საქართველოს სახელმწიფოს გვერდში პროექტის განხორციელებაში და, შესაბამისად, სწორედ, გერმანელი ოფიცერი ხელმძღვანელობს პროექტს. ასევე, მინდა, მადლობა ვუთხრა სლოვაკებს და იმ ორ სახელმწიფოს, რომლებმაც სურვილი და მზადყოფნა გამოთქვეს ჩაერთონ პროექტის განვითარებაში. იტალია და ჰოლანდია ის ქვეყნები არიან, რომლებიც მალე შემოუერთდებიან პროექტს და ჩვენთან ერთად იზრუნებენ მისი წარმატებისთვის. რადგან პროექტი ნატო-საქართველოს პაკეტის ფარგლებში ხორციელდება, დახმარებას თავად ნატოს ინსტიტუციისგან ველოდებით და დღეს ამ გახსნაზე ნატოს გენერალური მდივნის თანაშემწის ჩვენთან ერთად ყოფნა ამისი საუკეთესო დასტურია“, - განაცხადა თინათინ ხიდაშელმა.
ღონისძიების ოფიციალური ნაწილის დასასრულს სკოლის მემორიალური დაფა გაიხსნა.
საზეიმო ცერემონიალს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაესწრნენ.
თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტია. სკოლის მთავარ ამოცანას უსაფრთხოების სექტორში კარგი მმართველობის მხარდაჭერა, თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებში ეროვნული შესაძლებლობების გაძლიერება, ნატოს შესაბამის სტრუქტურებთან, წევრ და პარტნიორ ქვეყნებთან თანამშრომლობის გაძლიერება წარმოადგენს. თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლა თავდაცვის სამინისტროს პროფესიული განვითარების ცენტრის ბაზაზე დაფუძნდა. პროექტის წარმატებით განხორციელების მიზნით, საქართველოში მოვლენილი პროექტის გერმანელი ხელმძღვანელი და სლოვაკი ექსპერტი მჭიდროდ თანამშრომლობენ ქართველ კოლეგებთან. მალე პროექტში ნატოს წევრი კიდევ ერთი ქვეყანა - იტალია ჩაერთვება.
საქართველოში დაარსებული თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლა ნატოსთან თავსებადი ერთ-ერთი სკოლა იქნება რეგიონში, რაც კიდევ უფრო გაზრდის საქართველოს მნიშვნელობას რეგიონულ და საერთაშორისო დონეზე.
სკოლა ითვალისწინებს პროფესიული განვითარების პროგრამებს როგორც თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორის სამოქალაქო და მაღალი რანგის სამხედროებისთვის, ასევე აღნიშნულ სფეროში სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებისთვის. სკოლის პროფესიული განვითარების პროგრამები ხელს შეუწყობს თავდაცვის ტრანსფორმაციასა და უსაფრთხოების სექტორის რეფორმებს, რაც შესაბამისად გააძლიერებს ქვეყნის დემოკრატიულ ინსტიტუტებს და დააჩქარებს საქართველოს ნატოში გაწევრიანების პროცესს. სკოლა ერთადერთი საგანმანათლებლო ცენტრი იქნება რეგიონში, რომელიც ნატოს წევრ და პარტნიორ ქვეყნებს სხვადასხვა ღონისძიებებს შესთავაზებს, რაც თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში გამოცდილების/ექსპერტიზის გაზიარებისა და თანამშრომლობის გაძლიერების განსაკუთრებული შესაძლებლობა იქნება. თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლა სამხედრო და სამოქალაქო პერსონალის გადამზადების პროცესში, ნატოს წევრი ქვეყნების სწავლების მეთოდოლოგიებსა და მიდგომებს გამოიყენებს. სემინარები, კონფერენციები და სხვადასხვა საგანმანათლებლო პროგრამები წარმატების, საუკეთესო ისტორიებისა და გამოცდილების ერთმანეთისთვის გაზიარების საუკეთესო შესაძლებლობა იქნება.
პოლიტიკა
- სანქცირებულთა სია ფართოვდება და აღარ შეიცავს მხოლოდ პოლიტიკურ მაღალჩინოსნებს, ვინც „ოცნების“ ბოროტმოქმედების თანაზიარია, მოუწევს„ოცნებასთან“ ერთად ჩინეთის, ირანის, ვენესუელას და ნაურუს ამარა დარჩენა - გრიგოლ გეგელია
- წვრთნები, „მტკიცე სული“, ნათლად ასახავს აშშ-ის ერთგულებას შავი ზღვის რეგიონის სტაბილურობის მიმართ, აგრეთვე მოკავშირეთა თანამშრომლობის ძალასა და მნიშვნელობას - აშშ-ის საელჩო
- უმჯობესი იქნება, დიდ ბრიტანეთში არსებულ პრობლემებზე იზრუნოს ბრიტანელმა ჩინოვნიკმა - ირაკლი კობახიძე
- ბაჩიაშვილის მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მთელი სისტემა პირადი შურისძიების ინსტრუმენტია ივანიშვილის ხელში - ფედერალისტები
საზოგადოება
- „თეგეტა მოტორსი“ გარემოსთვის - დაბა ბაკურიანი საავტომობილო ნარჩენებისგან გაწმენდილია
- PSP ახალი კონცეფციის აფთიაქი ბათუმში გაიხსნა
- „თეგეტა მოტორსის“ ფილიალებში ზეთისა და აკუმულატორის შეცვლა 20 წუთშია შესაძლებელი
- ფრინველთა ხმებით სავსე სიმშვიდე - „საირმეს რეკრეაციული ფერმა“ ლევან ქობალიას ფოტოობიექტივში
სამართალი
- ანდრო ჭიჭინაძის და კიდევ 10 პირის საქმის მთავარი გამომძიებლის განცხადებით, ბრალდებულების პირდაპირი კავშირი დანაშაულის ორგანიზატორებთან დადგენილი არ არის
- ხონში მიტოვებული ჩვილი იპოვეს
- ლუკა კურტანიძეს ბრალი ოფიციალურად წარედგინა, დანაშაული 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს
- სულ უფრო ხშირად მომდის ინფორმაცია, რომ თუ ბოდიშს მოვიხდი, გამიშვებენ და ეს ეხება დანარჩენებსაც, ძალიან რთულია ამას კორექტული პასუხი მოვუძებნო, მაგრამ ვაი თქვენს პატრონს უბედურს, ვინც ამას ითხოვს - ანდრო ჭიჭინაძე
მსოფლიო
- აშშ-ის პრეზიდენტთან ძალიან მნიშვნელოვანი და შედეგიანი საუბარი მქონდა, შევთანხმდით, რომ ერთად ვიმუშავებთ ჩვენი ცის დაცვის გასაძლიერებლად - ვოლოდიმირ ზელენსკი
- რუსეთის ეფექტურად შესაკავებლად, ევროპამ საერთო თავდაცვის სისტემა უნდა შექმნას - ანტონიო კოშტა
- დაუნდობელი ცეცხლის ქვეშ მყოფი უკრაინა რეფორმებს რეფორმებზე ატარებს, მან შეასრულა თავისი დავალება, გაწევრიანების პროცესი დამსახურებაზეა დაფუძნებული და უკრაინა იმსახურებს წინსვლას - ურსულა ფონ დერ ლაიენი
- ჩვენ გვსურდა ხამენეის ლიკვიდაცია, მაგრამ ოპერატიული შესაძლებლობა არ არსებობდა - ისრაელ კაცი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- Geely Center Tegeta-მ „თბილისის სატრანსპორტო კომპანიას“ 11 ახალი ელექტრომობილი გადასცა
- ინოვაცია, ხარისხი და დიზაინი — Lamborghini-ს ცენტრი საქართველოს საავტომობილო რუკაზე
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტა“ პრესტიჟული ჯილდოების – Toyota Ichiban 2025-ისა და Going Beyond-ის მფლობელი გახდა
- „თეგეტა ჰოლდინგმა“ Toyota Tsusho Corporation-ისა და Toyota Caucasus-ის ოფიციალურ დელეგაციას უმასპინძლა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა
- საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის გათამაშებისთვის ემზადება